მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ფოთის N4 საჯარო სკოლის X კლასის მოსწავლემ სესილი ფიფიამ პანდემიით შეცვლილ ცხოვრებას სტატია მიუძღვნა. მოსწავლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ირმა დოლბაძე გახლავთ.
გთავაზობთ სესილი ფიფიას სტატიას.
„უკვე 61 დღეა სახლში ვარ...სამჯერ ავედი სახურავზე და მხოლოდ ხუთჯერ გავედი სახლიდან. 1464 საათიდან მარტო 8 საათით ვიყავი გარეთ...მიკვირს, ჩემი თავის მიკვირს,როგორ შევძელი ამდენი ხნით სახლში გაჩერება...როგორც მოზარდების უმეტესობას მეც მინდოდა პანდემიის ნახვა,ექსტრემალურ სიტუაციაში ყოფნა და რაც შეიძლება მეტი თავგადასავალის ძიება,მაგრამ ადრე მინდოდა ახლა აღარ...ბევრი წიგნი წამიკითხავს და უამრავი ფილმიც მინახავს,აპოკალიფსზე,პანდემიასა და სამყაროს აღსასრულზე,მაგრამ დღევანდელ რეალობას არცერთი ჰგავს.შესაბამისად ყველაფერი არც ისე ცუდადაა ან იმდენად ცუდადაა,რომ მწერლებმა წიგნებით ვერ გადმოგვცეს რეჟისორებმა კი ფილმებით ის რაც შეგვეძლო დაგვეკავშირებინა ამ სიტუაციასთნ...ყოველდღე ვუყურებ ,,Google ახალ ამბებში“კორონა ვირუსის მსოფლიო სტატისტიკას.დღევანდელი მონაცემებით დადასტურებულია 3 784 085 შემთხვევა, გამოჯანმრთელებულია1 255 685, გარდაცვლილი კი 264 679. როცა დაინფიცირებულთა რიცხვი იმატებს ვნერვიულობ, თუმცა იმედს არ ვკარგავ, ექიმების იმედს. გომაჯანმრთელებულთა კოეფიციენტი, რომ იმატებს გამარჯვებას ვზეიმობ...აი გარდაცვლილთა რაოდენობის მატებასთან, რომ მივა საქმე - სუნთქვა მიმძიმს.ისე განვიცდი თითქოს, ჩემი ახლობელი იყო ის, ვინც წუთისოფელი დატოვა...ყველაზე მძიმე მისაღები კი ჩემთვის ის აღმოჩნდა, რომ მათი ბოლო წუთები მონატრებასა და ტანჯვაში დაიხარჯა.
კორონავირუსი აღმოჩნდა მოულოდნელი დარტყმა ყველასთვის. ყველამ კარგად ვნახეთ, რომ განვითარებული ქვეყნებიც კი დიდი დაბრკოლებების წინაშე აღმოჩნდნენ. ისინი ვერ ან ძნელად ახერხებენ საკუთარი მოსახლეობის დაცვას, მათი ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის უზრუნველყოფას. ყველაფერმა ერთად იჩინა თავი: ხარვეზებმა ეკონომიკასა და მედიცინაში(ბევრი მხოლოდ იმის გამო გარდაიცვალა,რომ საავადმყოფოებში მათთვის ადგილები არ მოიძებნა), გავლენიანი ფიგურების მიერ ამ ვირუსისს არასაერიოზულად აღქმამ(იტალიელ ფილოსოფოს ჯორჯო აგამბენს იტალიაში ახალი კორონავირუსის წინააღმდეგ მიღებული (და მოგვიანებით არასაკმარისად ჩათვლილი) ზომები 26 თებერვალს გადაჭარბებულად მიაჩნდა), და დაგვიანებულმა რეფორმებმა.პირველი რაც COVID-19-მა გამოიწვია იყო ჩინელების დისკრიმინაცია, სიძულვილი, ბრაზი, დაცინვა ფიზიკური და სულიერი შეურაცხყოფა.ამ ყველაფრის ატანა მოუწია იმ ხალხსაც, ვისაც ჩინელებისგან ვერ ასხვავებენ (კორეელები,იაპონელები და სხვ.). ემიგრანტები, სამოგზაუროდ წასული ადამიანები და გარკვეული მიზეზების გამო გამგზავრებულები ცდილობდნენ სამშობლოში დაბრუნებას. სხვადასხვა ქვეყნის მთავრობებს მოუწიათ რთული გადაწყვეტილებების მიღება, როგორიცაა: კომენდანტის საათის დაწესება, საწარმოებისა და ყველა მომსახურეობის სფეროს შეჩერება გარდა საკვები პროდუქტების მაღაზიებისა და აფთიაქებისა, ავტომობილებით გადაადგილების შეზღუდვა, ქალაქების ჩაკეტვა, ჯარიმების დაწესება, დისტანციურ სწავლებასა და მუშაობაზე გადასვლა და ა.შ.ყველა ეს რეფორმა კი გატარადა იმისთვის, რომ დავრჩეთ სახლში, დავიცვათ ჩვენი და სხვისი უსაფრთხოება და რაც ყველაზე მთავარია არ შევუწყოთ ხელი ვირუსის მეტად გავრცელებას... და მაინც,როგორი იქნება პლანეტა პანდემიის შემდეგ?!ამაზე და საფიქრებლად თავზე საყრელად მქონდა დრო. შეიძლება ითქვას,რომ ყველა ვარიანტი გადავხარშე იმის შესახებ, თუ რა იქნება მომავალში... ყველაზე კარგ ვარიანტში: ალბათ, ბევრი დაისახავს მიზნად ექიმობას, მითუმეტეს ისინი, რომლებმაც ახლობლები დაკარგეს. ბევრიც ამ თვითიზოლაციის დროს გამოიყენებს და ისწავლის, ზოგი მუშაობისგან გადაღლილი განიტვირთება, ოჯახის მიმოფანტული წევრები ისევ გაერთიანდებიან და გაიხსენებენ ძველ დროს, ზოგი ივარჯიშებს და „ფორმაში ჩადგება“, საზოგადოებას მონატრებული ხალხი პანდემიის შემდეგ დიდ სიყვარულსა და პატივისცემას გამოიჩენს ერთმანეთის მიმართ. თუმცა ცუდი მხარე ყოველთვის არსებობს: მრავალი ქვეყნის ეკონომიკა დასუსტდება, ბევრი დაუცველი ქალი, კაცი(მიუხედავდ იმისა,რომ ზოგს მამაკაცი ვერ წარმოუდგენია ძალადობის მსხვერპლად) და ბავშვი ოჯახური ძალადობის მსხვერპლი გახდება, თვითიზოლაციაში მყოფი ხალხი კიდევ უფრო ჩაიკეტება და არ ექნებათ საზოგადოებაში დაბრუნების სურვილი, ბევრი მოიმატებს წონაში რის გამოც შემდგომში შეიძლება ,,ბულინგის“ მსხვერპლი აღმოჩნდეს, ის ხალხი ვინც პანდემიის გამო ვერ მუშაობდა მისი დასრულების შემდგომ სავარაუდოდ, იმ დავალიანებებს ვერ გადაიხდიან, რომლებიც აკისრიათ, მოხდება რევოლუციები, მოსწავლეების განათლების დონე დაეცემა და ა.შ. ეს არის ორი უკიდურესობა, რომლებისგანც ერთ-ერთი მოხდება, მაგრამ ბევრი ფიქრის შემდეგ მივხვდი, რომ არის კიდევ ერთი რამ რაც გარდაუვალია:ჰაერი გაიწმინდა მსოფლიოს მასშტაბით (იმის გამო,რომ ხალხი სახლშია გამონაბოლქვი შემცირდა და საწარმოებიც დაიხურა), როგორც report.ge აქვეყნებს ოზონის შრემ აღდგენა დაიწყო, გასუფთავდა წყლები, კონკრეტულად ჩემს ქალაქში, ფოთში, შავი ზღვის სანაპიროსა მდ.რიონში გამოჩდნენ დელფინები, ხალხმა გაიგო რამდენადაა მნიშვნელოვანი ჰიგიენის დაცვა, საზღვრების ჩაკეტვით მიგრაციული პროცესები შეჩერდა, ეკონომისტებმა გაიგეს, რომ ასეთი მოულოდნელი ვირუსებისა, თუ სხვა დაბრკოლებების დროს უნდა არსებობდეს „სასურსათო ეკონომიკური უსაფრთხოება“...აი ეს არის რაც მთელი 61 დღეა თავში მიტრიალებს და უკვე შემაწუხებელიც გახდა ჩემთვის ამაზე ფიქრი, მუდმივი შიში,თუ რა იქნება მომავალში. როგორც ასტრიდ ლინდგრენი იტყოდა “როგორი იქნება ხვალინდელი დღე, დიდწილად დამოკიდებულია იმ ადამიანების განათლებაზე, ვინც სწორედ ახლა კითხვას სწავლობს“ და ვიქტორ ჰიუგომაც თქვა “მომავალს ბევრი სახელი აქვს: სუსტებისათვის ის მიუწვდომელია, მშიშრებისათვის ამოუცნობი, მამაცებისათვის კი შანსი“. ასე, რომ გამოვიყენოთ შანსი მივიღოთ განათლება და თავად განვსაზღვროთ რა იქნება პანდემიის შემდეგ.
ფოთის N4 საჯარო სკოლის X კლასის მოსწავლე სესილი ფიფია.
სტატია მომზადებულია თსუ – უფროსკლასელთა სტატიების კონკურსზე - „პლანეტა პანდემიის შემდეგ“ წარსადგენად.
სტატია გამოგზავნილია „მონატრების 1 თვე - რა გვასწავლა სიჩუმემ“ თემის გამოხმაურების ფარგლებში
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
როგორია ხალი წელი ხელოვნების გაკვეთილზე? - დღეს მოგიყვებით კრეატიულობისა და მხიარულების სინთეზზე...
ანაზღაურება 2640 ლარია და საკვალიფიკაციო მოთხოვნები ცნობილია - ვაკანსიაზე განაცხადის გაგზავნისთვის ბოლო ვადა დღეს არის
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
ღონისძიებას უამრავი სტუმარი ესწრებოდა
16 დეკემბერს კი, მე-8 კლასის მოსწავლეებმა ინგლისური ენის მასწავლებლის სოფიო ალფაიძის ორგანიზებით ჩაატარეს ინგლისურენოვანი ღონისძიება
როგორია ხალი წელი ხელოვნების გაკვეთილზე? - დღეს მოგიყვებით კრეატიულობისა და მხიარულების სინთეზზე...