მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ქობულეთის მუნიციპალიტეტის ჩაისუბნის N2 საჯარო სკოლამ დისტანციური სწავლების გამოწვევას თავი კარგად გაართვა. მასწავლებლებმა მოსწავლეებთან მუშაობა მრავალფეროვანი გახადეს. სპეცმასწავლებელი ნანა მაჭუტაძე აქტიურადაა ჩართული დისტანციური სწავლების რეჟიმში და სასწავლო პროცესში ყველა სსსმ მოსწავლის ჩაბმას ახერხებს.
„კორონავირუსი და მასთან დაკავშირებული პრობლემები ყველა სფეროს შეეხო და მიაყენა ზიანი თუ თავის მხრივ სარგებელი. განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო სასწავლო პროცესის დისტანციურ სწავლებაზე გადასვლა, რომელიც ბევრ სიძნელეებთანაა დაკავშირებული ინტერნეტკავშირის გამო, მაგრამ მას ბევრი დადებითი მხარეც აქვს, მასწავლებლებს გვაძლევს საშუალებას გამოვიყენოთ ელექტრონული რესურსები და უფრო საინტერესო და მრავალფეროვანი გავხადოთ მოსწავლეებთან მუშაობა. ინკლუზიური სწავლება საკმაოდ რთულია დისტანციურ რეჟიმში, მაგრამ მიუხედავად ამისა, ჩაისუბნის N2 საჯარო სკოლის სპეცმასწავლებელი ნანა მაჭუტაძე აქტიურადაა ჩართული დისტანციური სწავლების რეჟიმში და ახერხებს ყველა სსსმ მოსწავლე ჩართოს სასწავლო პროცესში. მოსწავლეებიც აქტიურობენ და ცდილობენ, ყოველი დღის დავალება შეასრულონ: სწავლობენ ლექსებს, წერენ, ხატავენ, ძერწავენ, ასრულებენ მათემატიკურ დავალებებს, უყურებენ ანიმაციურ ფილმებს და აკეთებენ ანალიზს.
საბა ყურშუბაძე და ნინო ცეცხლაძე მეექვსე კლასში არიან. ისინი აქტიურად ერთვებიან მუშაობაში და მასწავლებლისაგან მუდმივად ელიან სიახლეებს, აგზავნიან შესრულებულ დავალებებს და მასწავლებლისგან ღებულობენ უკუკავშირს. მინდა გითხრათ, რომ დიდი წვლილი მიუძღვით ასევე მშობლებს. რაოდენ დიდი შრომაა ჩადებული როგორც მასწავლებლის, ასევე მშობლების მხრიდან ამას მოსწავლეების მიერ წარმოდგენილი ვიდეო და ფოტო მასალა გვიჩვენებს. შეზღუდული შესაძლებლობები არ არსებობს!
დიდი მადლობა სპეცმასწავლებელ ნანა მაჭუტაძეს გაწეული შრომისთვის.
ნახატები ეკუთვნს ნონო ცეცხლაძეს და ჯუმბერ ბოლქვაძეს.
ლექსებს კითხულობენ: ნინო ცეცხლაძე და საბა ყურშუბაძე“,-აღნიშნულია სკოლის ინფორმაციაში.
იხილეთ ფოტოები და ვიდეოები
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
სკოლაში შესვლის მურველთა ასაკი 2025 წელს ბოლოჯერ შეიცვლება - დეტალები
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
„მადლობა ამ ლამაზი, ხალისიანი და სიყვარულით სავსე დღისთვისბედნიერი 2025 წელი! გილოცავთ!“, - ამ სიტყვებით დაგვირგვინდა პირველი სემესტრიც და 2024 წელიც