მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ბავშვის უფლებათა კოდექსის ამოქმედების ვადამ 1 სექტემბრამდე გადაიწია - აღნიშნულ ინიციატივას, რომელიც ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა წამოაყენა, პარლამენტის ბიუროს სხდომაზე მხარი დაუჭირეს.
პარლამენტის ბიუროს სხდომაზე სოფიო კილაძემ აღნიშნა, კორონავირუსის გამო ქვეყანაში არსებული შეზღუდვებმა, ტრენინგების პრაქტიკული ნაწილის განხორციელება შეუძლებელი გახადა და სწორედ ამიტომ კოდექსის ამოქმედების 4 თვით გადავადება ითხოვა.
„ჩვენ მზად ვიყავით იმისთვის, რომ კოდექსი პირველი ივნისიდან ამოქმედებულიყო. როგორც იცით კოდექსის მიდგომა არის ის, რომ ბავშვთან არც ერთმა ისეთმა ადამიანმა არ უნდა იმუშაოს, რომელსაც შესაბამისი ცოდნა არ აქვს. ჩვენ ჩვენს დასავლელ პარტნიორებთან ერთად კოვიდინფექციის გამო ონლაინ რეჟიმში ჩავატარეთ ტრენინგები, თუმცა ამ ტრენინგებს ჰქონდა პრაქტიკული ნაწილი, რომლის განხორციელებაც ფიზიკურად შეუძლებელი იყო არსებული შეზღუდვების გამო, რომელიც ობიექტური მიზეზებითაა განპირობებული.
ამიტომ ჩვენი შემოთავაზებაა, რომ პანდემიის გამო, პირველი ივნისის ნაცვლად პირველ სექტემბერს ავამოქმედოთ ბავშვის უფლებათა კოდექსი. იმედი მაქვს ჩვენი საზოგადოება გაგებით მოეკიდება ამ გადაწყვეტილებას“, - განცხადა სოფიო კილაძემ.
იხილეთ ასევე: პარლამენტმა „ბავშვის უფლებათა კოდექსი“ მესამე მოსმენით მიიღო
რა სახის ჯარიმები დაწესდება „ბავშვის უფლებათა კოდექსის“ დარღვევისთვის
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
სასკოლო თემთან მომუშავე ფსიქოლოგების შერჩევა დაიწყო - კვალიფიკაცია, ანაზღაურება და განაცხადის ვადები ცნობილია
2024 წლის პროფესიული განათლების მასწავლებლის ვინაობა ცნობილია - პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდოს გამარჯვებულები გამოვლინდნენ
„მოსწავლეების ნათქვამი - „თქვენთან გავიგე მათემატიკა“ ეს ყველაფერს ნიშნავს ჩემთვის“
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ურავლის საჯარო სკოლას დირექტორი სოფიო გელაშვილი პასუხობს
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ნოღის საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების პედაგოგი თეთრიკო პაპავა პასუხობს
„STEM პროექტები მოზარდს ასწავლის ტექნოლოგიებს, შესძენს კრიტიკული აზროვნების უნარებს“
სკოლაში სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა