მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
შეიცვლება მასწავლებლის როლი
კარანტინის შემდეგ მასწავლებლის პროფესია მნიშვნელოვნად უნდა შეიცვალოს, მიაჩნიათ ექსპერტებს. რა თქმა უნდა, პედაგოგის მნიშვნელობა მომავალშიც გადამწყვეტი იქნება, მაგრამ უნდა შეიცვალოს მისი როლი.
მასწავლებელი ვეღარ მისცემს თავს უფლებას იყოს უბრალოდ საკუთარი საგნის მცოდნე. ახლა ის უნდა იყოს ფასილიტატორი, რომელიც ახალისებს და კოორდინაციას უწევს გუნდურ მუშაობას. დამატაბით მასწავლებლებმა უნდა გაიარონ ციფრული ტექნოლოგიების გამოყენების შესახებ საფუძვლიანი ტრენინგები, რომ მათი ვირტუალური გაკვეთილები იყოს, რაც შეიძლება ინტერაქტიული და ყველა მოსწავლე მიიზიდოს. შეიცვლება ტესტირების და მოსწავლეთა ცოდნის შემოწმების მეთოდები: ონლაინ ინსტრუმენტებით მასწავლებელს უნარების მონიტორინგის და სტუდენტების შეფასების ფორმების მნიშვნელოვნად მეტი არჩევანის თავისუფლება ექნება.
სკოლა გახდება ჰიბრიდული
იაკობ ჰეხტმა, დემოკრატიული სკოლების ქსელის დამფუძნებელმა და ისრაელის განათლების მინისტრის მრჩეველმა, საზოგადოებას ონლაინ-კონფერენციის დროს პანდემიის შემდგომ განათლებასთან დაკავშირებით საკუთარი პროგნოზი გაუზიარა.
მან აღნიშნა, რომ კორონავირუსი პედაგოგებს აჩვენებს შესაძლებლობებს, რომლებიც დაუყოვნებლივ უნდა გამოიყენონ.
„კორონავირუსის შემდეგ სკოლის ორ ცვლილებას ვპროგნოზირებ. პირველი, სკოლა გახდება ჰიბრიდული: დროის ნაწილს ბავშვები face-to-face ფორმატში - კლასში მასწავლებელთან ერთად ისწავლიან, დანარჩენ დროს კი ონლაინში დამოუკიდებლად სწავლას დაუთმობენ.
ოფლაინ და ონლაინ - განათლების ასეთი კომბინაცია სკოლას მსგავსი კრიზისების შემთხვევაში მოქნილად აქცევს და ასევე ახალ შესაძლებლობებს წარმოაჩენს. მერეც, ქვეყნების ბიუჯეტი განათლებაზე შემცირდება. ამიტომ პედაგოგებს მოუწევთ იმუშაონ ნაკლები ფინანსური რესურსებით, ვიდრე დღემდე იყო.
სკოლებს მოუწევთ შეცვალოთ საკუთარი პარადიგმა - ეს ნიშნავს, რომ ჩვენ უნდა დავივიწყოთ ჩვენთვის ჩვეული სკოლის განრიგი, სადაც მითითებულია, რა დროს უთმობს მასწავლებელი გაკვეთილს. ახალი სკოლის განრიგმა უნდა აჩვენოს, რას სწავლობს ამ დროს მოსწავლე. ეს ახალი განრიგი ასევე იქნება ძალიან მოქნილი: მოსწავლეს შეუძლია გარკვეული დროით შეუერთდეს ტრადიციულ გაკვეთილს და აიღოს მისგან, რაც მას სჭირდება, დანარჩენი დრო კი ისწავლის კომპიუტერთან, თავის მეგობრებთან, ოჯახთან, მასწავლებელთან, რომელიც სამყაროს სხვა წერტილშია და ა.შ. ასეთი მოქნილი განრიგი მნიშვნელოვნად გაათავისუფლებს დატვირთვისგან მაწავლებლებს, აქცევს მათ მუშაობას უფრო ეფექტურად და პერსონიფიცირებულად: პედაგოგს გამოუთავისუფლდება მეტი დრო თითოეულ მოსწავლესთან პირადი კონტაქტისთვის და მათთან ფოკუსირებულ სამუშაოზე“.
საშინაო განათლება ტრენდული გახდება
აშშ-ი დაახლოებით 1, 7 მილიონი მოსწავლე სახლში სწავლობს, ისინი საშინაო განათლებას პანდემიამდე იღებდნენ. მაგრამ დღეს ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაცია ონლაინ-სწავლების ტენდენციას დადებითად აფასებს და პროგნოზირებს, რომ ბევრი მთავრობა გადახედავს თავის წარმოდგენებს საშინაო განათლების შესახებ. ხოლო ექსპერტები პროგნოზირებენ, რომ ბევრი ოჯახი გადაწყვეტს გადაიყვანოს შვილები სწავლების ასეთ ფორმატზე.
განათლება გლობალური გახდება
ექსპერტების თქმით, საერთაშორისო სასწავლო პროგრამებს ექნებათ ორი ფორმა - კლასიკური და ონლაინ/დისტანციური. სტუდენტები განათლების მიღებას ქვეყნიდან და სახლიდან გაუსვლელად შეძლებენ.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
და თქვენ როგორ ატარებთ არდადეგებს თქვენს შვილებთან ერთად?
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
„ყოველთვის გვეძვირფასებით. წარმატებები ყველგან და ყველაფერში!!! მომავალო პედაგოგებო“!
მოსწავლეებმა, პედაგოგებთან ერთად, მშობლიურ სკოლასა და სრულიად საქართველოს მიულოცეს 2025 წლის შემობრძანება
და თქვენ როგორ ატარებთ არდადეგებს თქვენს შვილებთან ერთად?