სიახლეები
სკოლები

„ჩაკეტილობას რაღაც დადებითიც მოვუძებნე“ - ფოთის N5 საჯარო სკოლის მოსწავლის ფიქრები კარანტინში
13-05-2020
-
+


ილია ჭავჭავაძის სახელობის ფოთის N5 საჯარო სკოლის მოსწავლე ნია რურუა ჩანახატში კარანტინის ფიქრებს გვიმხელს და მონატრებაზე წერს. გაეცანით მოსწავლის თავლით დანახულ პანდემიას, რომელსაც ნაშრომში გადმოსცემს. 


დაიწყო კარანტინი, რომელიც ჯერ კიდევ არავინ იცის, როდის დასრულდება, მთელი ამ კარანტინის განმავლობაში ბევრი რამის ფასსა და დანიშნულებას მივხვდი ჩემს ცხოვრებაში.

რომ არა ამდენი თავისუფალი დრო, არასოდეს შემეძლებოდა იმ წიგნების კითხვა, რომლებიც ჩემში დიდ ინტერესს იწვევდა და არასოდეს დავფიქრდებოდი იმაზე, თუ რამდენად მნიშვნელოვანი ყოფილა ადამიანთა სითბო, ალერსი, თვალებში ჩახედვა , ჩახუტება ...

თავიდან ვერც კი წარმოიდგენთ, როცა გავიგე, რომ სკოლა გადაიდო, როგორ მიხაროდა, რომ დილით 8 საათზე არავინ გამაღვიძებდა და არავინ წამიყვანდა სკოლაში, სადაც წესიერად გამოუძინებელსა და გამოუფხიზლებელს გაკვეთილებზე შეიძლებოდა ჩამომძინებოდა, ცოტა ხანში კი გავაანალიზე, რომ სახლში ჩაკეტილობა კარგი კი არა, საშინელებაა. ყველაზე საშინელი რამ, რაც კი შეიძლება არსებობდეს.ვერ ნახულობ მეგობრებს, მიჯაჭვული ხარ სოციალურ ქსელებს, ზიხარ ყოველგვარი საქმიანობის გარეშე და საშინლად იწყენ კიდეც.

თანდათან ვგრძნობდი რაღაცას, რომელიც უფრო და უფრო ღვივდებოდა...

იცით, ეს რა იყო?! 

მონატრება.

მომენატრნენ მეგობრები, მასწავლებლები, კლასელები, სკოლა და საერთოდ ყველა, ვისი ნახვაც ამ ხნის მანძილზე ვერ შევძელი. ხანდახან ისე მინდოდა ყველას ნახვა, რომ მზად ვიყავი, ტელეფონი საერთოდ გვერდით გადამედო და მათი ნახვის ფასად მას არც კი მივკარებოდი, როცა სკოლის პერიოდშიც კი მასზე მიჯაჭვული ადამიანი ვარ ხოლმე.

მომენატრა სკოლა, გაკვეთილზე უაზრო ღლიცინიც კი... დასვენებებზე დერეფნებში უსასრულო სეირნობა, მასწავლებლების შენიშვნები... კლასელების ბავშვური გაბუტვები და საერთოდ, ყველაფერი.

მაგრამ, მგონი, ამ ჩაკეტილობას რაღაც დადებითიც მოვუძებნე...

ვისწავლე ადამიანების ფასი ცხოვრებაში, მივხვდი, რომ მათ გარეშე ცხოვრება სრულიად უფერულია, გავაანალიზე, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ხალხთან ურთიერთობა და რამდენად ცუდი რამ არის მობილურ ტელეფონებსა თუ კომპიუტერებზე დამოკიდებული თაობა.

ჩანახატი გამოგზავნილია „მონატრების 1 თვე - რა გვასწავლა სიჩუმემ“ თემის გამოხმაურების ფარგლებში

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

სკოლაში მასწავლებლად დასაქმების მსურველთა რეგისტრაცია დაიწყო - დეტალები

მასწავლებლობის მაძიებლობის პერიოდის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტის ნიმუში დამტკიცდა

2200 ლარიანი ვაკანსია - განაცხადის წარდგენის ვადა 3 დღეში იწურება - რამდენი კადრი უნდა შეირჩეს

სად უნდა ნახოთ, გაქვთ თუ არა NAEC-ში ატესტატის მიიტანის ვალდებულება - დეტალური განმარტება

პიროვნება

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი

სკოლები

14 აპრილს, საქართველოში დედაენის დღე აღინიშნება

კალიგრაფიისა და ესეების კონკურსი ალერტკარის საჯარო სკოლაში

ალერტკარის პირველი კლასის მოსწავლეებმა გემოების გამოცნობის სახალისო აქტივობაში მიიღეს მონაწილეობა

აქტივობის ფარგლებში ბავშვებმა ერთმანეთს გაუზიარეს მნიშვნელოვანი ინფორმაციები

პროექტში მონაწილეობდნენ გორისის საჯარო სკოლის მეცხრე კლასის მოსწავლეები

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება