სიახლეები
სკოლები

„მეტამორფოზა“ - დაბა კაზრეთის N1 სკოლის მოსწავლემ, სალომე აბულაძემ პანდემიით შეცვლილ ცხოვრებას ჩანახატი მიუძღვნა
13-05-2020
-
+


ბოლნისის მუნიციპალიტეტის დაბა კაზრეთის N1 საჯარო სკოლის მე-10 კლასის მოსწავლემ სალომე აბულაძემ კორონავირუსის პანდემიით შეცვლილ ცხოვრებას ჩანახატი - „მეტამორფოზა“ მიუძღვნა. 

გთავაზობთ მოსწავლის ჩანახატს. 

მეტამორფოზა

როგორც აღმოჩნდა, დედამიწასაც სჭირდება ზოგჯერ შესვენება. იქნება ეს 5-წუთიანი, 5-დღიანი, 5- კვირიანი, თუ ასე შემდეგ... ჩვენი სამყარო დაცარიელდა, მონოტონური გახდა: ტიკ-ტაკ, ტიკ-ტაკ, ტიკ-ტაკ... რობოტული რუტინით სავსე სამყარო დაცარიელდა: ტიკ-ტაკ... ის სამყარო დაცარიელდა, ყოველდღე რომ რვა საათზე გიწევს ადგომა, მეტი ადრე თუ არა: ტიკ-ტაკ... ის დრო წარსულს ჩაბარდა, ყოველი დღე ავტომატური, პათეტიკას მოკლებული ქმედებებით, რეპლიკებითა თუ შეძახილებით რომ იყო აღსავსე: ტიკ- ტაკ...

***

         სახლში ვზივარ, ვიმზირები ფანჯარაში სიცოცხლეს მოწყურებულივით, ვფიქრობ, რა უაზროა ახლა ცხოვრება, მაგრამ თან აღმოვაჩენ რა უეცარი და ხშირად, ჩემი გაკვირვების საგანია იგი. გასაკვირი სწორედაც ისაა, რომ ჩემი რუტინა, შენი და ყველა სხვისი ისე დაირღვა და გადავინაცვლეთ სრულიად ახალ, მგზნებარე, უკვე "ნამდვილ" სამყაროში, ჩვენ ამას ვერც კი მივხვდით.

         სამ მარტამდე ყოველი დღე სკოლაში "უნდა" მევლო, მეც და ყველა ჩემს თანატოლს. ამაღელვებელი მომენტი ის ნაადრევი არდადეგები იყო, რომლიც მართლა მინდოდა. გადის დღეები, არ იწყება სკოლა. მე მიხარია, სხვებსაც უხარიათ. გადის ორი კვირა, სამი... რა მომაბეზრებელი და ერთფეროვანი იყო სკოლა, როცა "უნდა" გვევლო, "უნდა" გვეწერა დავალებები, სულის შემღონებელ სამსახურში წავსულიყავით, ნერვები მოგვშლოდა, თუ რამეს სათანადოდ ვერ გავაკეთებდით.

ნამდვილი პარადოქსია... პარადოქსულია ის ფაქტი, თუ რამდენი ადამიანის "უნდა" გადაიქცა "მინდა"-დ: "მეგობრების ნახვა მინდა.“ „სკოლაში მინდა წასვლა.“როდის დამთავრდება ეს ყოფა, მე ხომ სამსახური მომენატრა, მინდა...“ ძალიან მინდა! კვლავინდებურად, მინდა გარეთ ვიარო შეუფერხებლად და არ მაფერხებდეს საყვარელ ადამიანთან ჩახუტების შიში! დიდ სამეგობრო წრეში ყოფნა, სამკაციანზე მეტში! მინდა დავინახო, კვლავინდებურად, სიმრავლე ხალხისა და მოზღვავებული ენერგია სიცოცხლისა, მათგან წამოსული! სწორედ ის ენერგიაა ჩემი ცხოვრების მასულდგმულებელს რომ წარმოადგენს! ის სამყარო, რომლის დევიზიც "არ გაჩერდე"-ა. მაგრამ ბოდიშს გიხდით. ვგონებ, ჯერ ზარი არ დარეკილა. ცოტა მოითმინეთ! ტიკ-ტაკ, ტიკ-ტაკ, ტიკ-ტაკ...


                  დაბა კაზრეთის N1 საჯარო სკოლის მე-10 კლასის მოსწავლე სალომე აბულაძე.

ჩანახატი გამოგზავნილია „მონატრების 1 თვე - რა გვასწავლა სიჩუმემ“ თემის გამოხმაურების ფარგლებში

     


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

სკოლაში მასწავლებლად დასაქმების მსურველთა რეგისტრაცია დაიწყო - დეტალები

მასწავლებლობის მაძიებლობის პერიოდის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტის ნიმუში დამტკიცდა

2200 ლარიანი ვაკანსია - განაცხადის წარდგენის ვადა 3 დღეში იწურება - რამდენი კადრი უნდა შეირჩეს

სად უნდა ნახოთ, გაქვთ თუ არა NAEC-ში ატესტატის მიიტანის ვალდებულება - დეტალური განმარტება

პიროვნება

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი

სკოლები

14 აპრილს, საქართველოში დედაენის დღე აღინიშნება

კალიგრაფიისა და ესეების კონკურსი ალერტკარის საჯარო სკოლაში

ალერტკარის პირველი კლასის მოსწავლეებმა გემოების გამოცნობის სახალისო აქტივობაში მიიღეს მონაწილეობა

აქტივობის ფარგლებში ბავშვებმა ერთმანეთს გაუზიარეს მნიშვნელოვანი ინფორმაციები

პროექტში მონაწილეობდნენ გორისის საჯარო სკოლის მეცხრე კლასის მოსწავლეები

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება