სიახლეები
სკოლები

„სამყაროს ტკივილი“- გაეცანით დაბა კაზრეთის N1 საჯარო სკოლის მოსწავლის, თამარ ჯაყელის ჩანახატს
13-05-2020
-
+


ბოლნისის მუნიციპალიტეტის დაბა კაზრეთის N1 საჯარო სკოლის X კლასის მოსწავლემ თამარ ჯაყელმა კორონავირუსის პანდემიით გამოწვეულ ვითარებას ჩანახატი - „სამყაროს ტკივილი“ მიუძღვნა. 

გთავაზობთ მოსწავლის ჩანახატს. 

სამყაროს ტკივილი

    მე დაკავებული ვიყავი. ვიყავი ბედნიერი ჩემი სასკოლო ცხოვრებითა და სხვადასხვა პროექტებში ჩართულობით. მქონდა საგაზაფხულო და საზაფხულო გეგმები. მთელი ჩემი ცხოვრების შეფერხება ამ პანდემიის გამო კი თავში აზრად არ მომსვლია. თავიდან გულთან ახლოსაც არ მიმიტანია. შეიძლება, არც მინდოდა, რომ დამეჯერებინა, მაგრამ რაგინდ არ მნდომებოდა, ჩემში შიშის განცდა ნელ-ნელა იბუდებდა. საბოლოოდ, უკვე ვეღარ შევაქცევდი ზურგს სინამდვილეს, რადგან კომპანიებმა თავიანთი თანამშრომლები სახლებში გაუშვეს; მთელს მსოფლიოში სასწავლო დაწესებულებები დაიკეტა; მაღაზიებში თაროები ცარიელდებოდა და პროდუქტის ფასებიც ელვის სისწრაფით მატულობდა; აღარ იყო 9 აპრილისთვის დაგეგმილი ღონისძიებები, რომელებიც ყოველ წელს ტარდებოდა.

    მწუხარება და შიში ძალიან სწრაფად ვრცელდებოდა. მთელი სოციალური ქსელი გადავსებული იყო პოსტებითა და სტატიებით ახალ-ახალ ვითარებებზე. მსოფლიოს მაჯისცემა შენელდა. თითქმის ყველა დარჩა სახლში, გამოკეტილი გარე სამყაროსგან. ძალიან მტკივა და მიმძიმს, როცა ვფიქრობ, თუ რამდენად დიდი ზიანი მოუტანა ამ ვირუსმა მთელ დედამიწას. ბევრს ეშინია, რომ  ბიზნესში ჩადებული დიდი შრომა წყალში ჩაეყრება, ახლად წამოწყებული საქმეები ჩაეშლებათ. თითოეული ჩვენთაგანი იმის წუხილშია, რომ შეიძლება ოჯახის წევრი ან მეგობარი დაინფიცირდეს, რადგან  არავინ არაა დაზღვეული, რომ ვირუსი არ შეხვდება.

    იმის რეალიზება, რომ ყოველივე ეს მართლა ხდება, იყო ძალიან ამაღელვებელი. ფრაზა “სოციალური დისტანცირება” კი არ მეგონა, რომ ოდესმე მომიწევდა ამაზე ფიქრი. ახლა კი ყოველდღე, დაუკვირვებლად გეფიქრება დისტანცირებაზე და ვბრაზდები კიდევაც, როცა ხადახან ხალხი არ იცავს მას. უმეტესად, თავს მშვიდად ვგრძნობ და მჯერა, რომ მალე ყველაფერი თავის უწინდელ სახეს დაიბრუნებს, თუმცა ეს მშვიდი და წყნარი მომენტები მაშინვე ქრება, როგორც კი ვაწყდები ახალ ამბებსა და სოციალურ ქსელებში ვირუსთან დაკავშირებულ თემებს და გინდა თუ არ გინდა, ყოველთვის COVID-19-თან დაკავშირებული მოსაზრებების გარემოცვაში ხარ. მაშინ კი ვხვდები, რომ მდგომარეობა მძიმეა.

   ხალხი იხოცება, ოჯახები განიცდიან სიდუხჭირეს სამუშაოს დაკარგვით. მიუხედავად იმისა, რომ პირადად მე თავს კარგად ვგრძნობ, ათასობით ადამიანი ვირუსს ებრძვის ამ წამებში; მილიონობით ადამიანს უკვე წარმოდგენა აღარ აქვს რა იქნება ხვალ და ზეგ. ყველა ჩვენგანი ინდივიდუალურად წუხს იმაზე, რომ ეს სამყარო, რაც არ უნდა გავაკეთოთ, აღარ იქნება ისეთი, როგორიც უწინ იყო. ყველაფერი იცვლება და ძნელია ამის გაანალიზება.  მენატრება სკოლაში გაკვეთილებზე 45 წუთი ჯდომა, მაღაზიაში პროდუქტებზე უდარდელად გასვლა, ჩემი თანატოლების გარემოცვაში ყოფნა და სულ მცირე, ეზოში მოჟრიამულე ბავშვების დანახვა. თითქოს, თავს მარტოდ ვგრძნობთ, მაგრამ ასე არაა. მართალია, განცალკევებული და იზოლირებულნი ვართ დანარჩენი საზოგადოებისგან, მაგრამ ამ ბრძოლაში მაინც ერთად ვართ. მე მჯერა კაცობრიობის, თანგრძნობის და მწამს, რომ ყოველი ჩვენგანი გაითვალისწინებს დღევანდელ ვითარებას.

   იქნება დამაბნეველი და საშიში მომენტებიც. ამას საკმაო დროც დასჭირდება, მაგრამ ვიცი, რომ ჩვენ შევძლებთ ამ გაურკვეველი მდგომარეობიდან თავის დაღწევას.

   ამ ყველაფრის შემდეგ იმ დასკვნამდე მივედი, რომ არაა საჭირო ზედმეტი წუხილიც, რადგან შფოთვა არ წაიღებს ხვალინდელ პრობლემებს. ის უბრალოდ დღევანდელ სიმშვიდეს წაგვართმევს.

                                        დაბა კაზრეთის N1 საჯარო სკოლის X კლასის მოსწავლე თამარ ჯაყელი.

ჩანახატი გამოგზავნილია „მონატრების 1 თვე - რა გვასწავლა სიჩუმემ“ თემის გამოხმაურების ფარგლებში


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

2024 წლის პროფესიული განათლების მასწავლებლის ვინაობა ცნობილია - „პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდო“

 პროექტი მარტის ბოლოდან ყველა საჯარო სკოლას შეეხება - დეტალები

ანაზღაურება 2336 ლარია - მანდატურის სამსახური ფისქოლოგების შერჩევას იწყებს 

სკოლის დირექტორებთან მასწავლებლის სახლმა შეხვედრა ჩაატარა

ინფორმაცია აბიტურიენტებისთვის - როგორ უნდა მოიქცეთ თუ საგანმანათლებლო პროგრამაზე მითითებულია ერთი ან რამდენიმე უცხოური ენა? 

პიროვნება

„მოსწავლეების ნათქვამი - „თქვენთან გავიგე მათემატიკა“ ეს ყველაფერს ნიშნავს ჩემთვის“

სკოლები

„STEM პროექტები მოზარდს ასწავლის ტექნოლოგიებს, შესძენს კრიტიკული აზროვნების უნარებს“

ღონისძიების მთავარი თემა იყო საქართველოს ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის შესწავლა

კიდევ ერთი ლამაზი და სამახსოვრო დღე შეემატა მოსწავლეთა მოგონებათა ყულაბას

სკოლაში სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა

მათ შექმნეს კედლის გაზეთი, წარმოადგინეს საკუთარი ნააზრევი დედასთან დაკავშირებით

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება