სიახლეები
სკოლები

„ჩემი აივნიდან დანახული სამყარო მაინც ერთფეროვანი და მოსაწყენია“ - ქობულეთის N3 საჯარო სკოლის მეცხრე კლასის მოსწავლის ჩანახატი
13-05-2020
-
+


თეიმურაზ ჯორბენაძის სახელობის ქობულეთის N3 საჯარო სკოლის მეცხრე კლასის მოსწავლე ლიზა ოქროპირიძე კორონავირუსის პანდემიით შეცვლილ რეალობაზე ჩანახატს აკეთებს და საკუთარ განცდებს გვიზიარებს:

ჭრელაჭრულა გაზაფხული დააბიჯებს ჩემს ქალაქში, უხილავმა მხატვარმა ნაირფრად მოქარგა გარემო, ამღერდა ჩიტი, ამოხეთქა ბალახმა, სასიამოვნოდ იღვრება ირგვლივ ზღვის ტალღების შრიალი, თეთრად, საპატარძლო კაბით შეიმოსა ჩემს ეზოში მდგარი ტყემლისა და ალუბლის ნარგავები, თუმცა ჩემი აივნიდან დანახული სამყარო მაინც ერთფეროვანი და მოსაწყენია, რადგან მიწყდა ადამიანის ფეხის ხმა, აღარ ისმის მხიარული შეძახილები. გული მეკუმშება, სულს არსებული ნაცრისფერი გარემოს გარღვევა და ბუნების უმშვენიერეს წიაღში თანატოლებთან ერთად ნავარდობა სურს, მაგრამ... მაგრამ ვინ იცის მერამდენეჯერ მესმის ტელევიზორის ეკრანიდან „დარჩი სახლში“ და მეც, როგორც კანონმორჩილი, უნდა დავრჩე სახლში, ისევ ჩემი და ჩემ ირგვლივ მყოფი უძვირფასესი ადამიანების სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის. ვრჩები სახლში და ვქმნი ჩემეულ სამყაროს, რომელიც ლამზი ოცნებითაა გასხივოსნებული და ვგრძნობ, რომ ჩემ მიერ წარმოსახული სამყარო უფრო მშვენიერია, ვიდრე რეალური და ჩემს „მარტოობით ნაალერსალ“ სულს სალბუნად ედება... უცებ მესმის დედას ხმა: „გესმის! კიდევ ოთხი გამოჯანმრთელებული, ეს ხომ დიდი იმედის დასაწყისია. კორონა მარცხდება!“ და ვიგრძენი, რომ ეს ის გარემოა, სადაც ყველა ერთმანეთზე ზრუნავს, სადაც ისეთი პროფესიონალები მოღვაწეობენ, როგორიც ჩვენი ექიმები არიან, რომლებიც თავიანთი შესაძლებლობებით უფალს ემსგავსებიან, რადგან საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად, ასობით ადამიანს გაუხანგრძლივეს სიცოცხლე და შეძლეს, საშიშ, უხილავ მტერს უკან დაეხია. დავრწმუნდი რომ ექიმები, რომელთა ხსენებაც კი ჩემში შიშსა და უსიამოვნო განცდას იწვევდა, თურმე ყველაზე ჰუმანური, სიკეთითა და სიყვარულით გამსჭვალული ადამიანები ყოფილან, ამიტომ ისინი ჩვენი დროის გმირები არიან, რადგან სწორედ გმირებს შეუძლიათ სიკვდილის შიშის დამარცხება, სხვებზე მსახურება გულწრფელად და უანგაროდ. 

ამ საოცარ სიჩუმეში დავინახე ჩვენი პოლიციელების გულისხმიერება და მივხვდი, რომ ეს ის ადამიანები არიან, ვისი იმედიც ყოველთვის უნდა გვქონდეს. დავრწმუნდი, რომ: „მე მიცავს ჩემი პოლიცია“, მოვიხიბლე ჟურნალისტების საქმისადმი თავდადებით, იციან საზოგადოების დიდი ინტერესი მიმდინარე მოვლენებისადმი, ისინი ყოველთვის ცდილობენ ზუსტი, უტყუარი ინფორმაცია მოგვაწოდონ, თავიანთ მაყურებლებს, რომელთა შორის, რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, მეც ვარ. ეს თავიანთი თავდადება და პროფესიისადმი ერთგულების მაგალითი კიდევ ერთხელ გვიჩვენა ჩვენმა მასწავლებლებმა, რომლებიც ვირტუალური სწავლებით გვამოგზაურებენ ცოდნის ჯადოსნურ სამყაროში, და როცა ირგვლივ ძალიან ბევრი გულისხმიერი, სიკეთით, სითბოთი და სიყვარულით აღვსილი ადამიანი გეხვევა, რომლებიც უშურველად გინაწილებენ თავიანთი გულის სითბოს და ზრუნავენ შენზე, რწმუნდები, რომ ყველაფერი კარგად იქნება. ახლა კი დროებით, მაგრამ მაინც უნდა დავრჩეთ სახლში, რადგან ეს ჩვენი ბედნიერი მომავლის საწინდარია.

ჩანახატი გამოგზავნილია „მონატრების 1 თვე - რა გვასწავლა სიჩუმემ“ თემის გამოხმაურების ფარგლებში

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

სკოლაში მასწავლებლად დასაქმების მსურველთა რეგისტრაცია დაიწყო - დეტალები

მასწავლებლობის მაძიებლობის პერიოდის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტის ნიმუში დამტკიცდა

2200 ლარიანი ვაკანსია - განაცხადის წარდგენის ვადა 3 დღეში იწურება - რამდენი კადრი უნდა შეირჩეს

სად უნდა ნახოთ, გაქვთ თუ არა NAEC-ში ატესტატის მიიტანის ვალდებულება - დეტალური განმარტება

პიროვნება

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი

სკოლები

14 აპრილს, საქართველოში დედაენის დღე აღინიშნება

კალიგრაფიისა და ესეების კონკურსი ალერტკარის საჯარო სკოლაში

ალერტკარის პირველი კლასის მოსწავლეებმა გემოების გამოცნობის სახალისო აქტივობაში მიიღეს მონაწილეობა

აქტივობის ფარგლებში ბავშვებმა ერთმანეთს გაუზიარეს მნიშვნელოვანი ინფორმაციები

პროექტში მონაწილეობდნენ გორისის საჯარო სკოლის მეცხრე კლასის მოსწავლეები

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება