სიახლეები
სკოლები

„არა კომპიუტერებს, ვიკითხოთ წიგნები!“- ფოთის N3 საჯარო სკოლის VII კლასის მოსწავლის ჩანახატი
14-05-2020
-
+


„არა კომპიუტერებს, ვიკითხოთ წიგნები!“ - ეს მოწოდება ფოთის N3 საჯარო სკოლის VII კლასის მოსწავლე ანანო გოგუაძეს ეკუთვნის, რომელსაც საკუთარ ჩანახატში თანატოლებისთვის წერს. მისი დამრიგებელი ნინო კაკულიაა.

                                                       არა კომპიუტერებს, ვიკითხოთ წიგნები!

დღეს, 21-ე საუკუნეში საზარელმა და ვერაგმა ვირუსმა, covid-19-მა დაისადგურა, რომელმაც სამწუხაროდ სახლებში გამოგვკეტა. ბავშვებს ყველაზე მეტად უჭირთ ახლა, რადგან მათ არ იციან რა ქნან, ისინი ვერ ერთობიან და ამაზე დაყრდნობით ჰგონიათ, რომ გართობის, გამხიარულების ერთადერთი საშუალებაა ტელეფონები და კომპიუტერები. ბევრი მათგანი ფიქრობს, რომ ეს არის საშუალება, რითიც მთელი დღის მანძილზე გაჰყავთ დრო, მაგრამ ჩემი აზრით, ეს არასწორია. ტელეფონებს და კომპიუტერებს არ მოაქვთ ჩვენთვის სარგებელი, პირიქით ისინი აზიანებენ ჩვენს თვალებს და „აჩლუნგებენ“ ჩვენს გონებას, რის გამოც ბევრი ბავშვი სამწუხაროდ გადადის აუტისტების სამყაროში.

მთელი დღის მანძილზე ტელეფონებში ყოფნა გვაიძულებს, ვიყოთ განუვითარებლები, ჩამორჩენილები, იმ ბავშვებს, რომლებიც დაკავებულები არიან წოგნის კითხვით და ამით იმაღლებენ თავინთ ცოდნას. სწორედ, წიგნის კითხვა არის ჩვენთვის საუკეთესო გამოსავალი გართობისა. მათი კითხვისას ჩვენი გონება არალეალისტურ სამყაროში გადადის, რაც ხელს უწყობს ჩვენს გონებას, გახდეს ფანტაზიის ნაწილი, განავითაროს ხედვა არარეალისტური სამყაროსადმი.

ჩემი რჩევაა, არ დაჯდე კომპიუტერთან მთელი დღის მანძილზე, დაიკავე წიგნი ხელში და იკითხე! ეს საშუალებას მოგცემს იდგე განვითარების მაღალ საფეხურზე.

მე-3 საჯარო სკოლის, მე-7ბ კლასის მოსწავლე: ანანო გოგუაძე
დამრიგებელი: ნინო კაკულია

ჩანახატი გამოგზავნილია „მონატრების 1 თვე - რა გვასწავლა სიჩუმემ“ თემის გამოხმაურების ფარგლებში


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

სკოლაში მასწავლებლად დასაქმების მსურველთა რეგისტრაცია დაიწყო - დეტალები

მასწავლებლობის მაძიებლობის პერიოდის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტის ნიმუში დამტკიცდა

2200 ლარიანი ვაკანსია - განაცხადის წარდგენის ვადა 3 დღეში იწურება - რამდენი კადრი უნდა შეირჩეს

სად უნდა ნახოთ, გაქვთ თუ არა NAEC-ში ატესტატის მიიტანის ვალდებულება - დეტალური განმარტება

პიროვნება

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი

სკოლები

14 აპრილს, საქართველოში დედაენის დღე აღინიშნება

კალიგრაფიისა და ესეების კონკურსი ალერტკარის საჯარო სკოლაში

ალერტკარის პირველი კლასის მოსწავლეებმა გემოების გამოცნობის სახალისო აქტივობაში მიიღეს მონაწილეობა

აქტივობის ფარგლებში ბავშვებმა ერთმანეთს გაუზიარეს მნიშვნელოვანი ინფორმაციები

პროექტში მონაწილეობდნენ გორისის საჯარო სკოლის მეცხრე კლასის მოსწავლეები

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება