სიახლეები
სკოლები

„საშინელი ნოსტალგია მომაწვა“ - დაბა კაზრეთის N1 სკოლის მოსწავლის მარიამ ასრათაშვილის კარანტინში დაწერილი „დღიური“
14-05-2020
-
+


ბოლნისის მუნიციპალიტეტის დაბა კაზრეთის N1 საჯარო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლე მარიამ ასრათაშვილი ჩანაწერს გვიზიარებს, რომელსაც დღიურის სახე აქვს და თვითიზოლაციაშია დაწერილი.

დღიური

2 მარტი

დღეს ჩვეულებისამებრ ერთი უბრალო ორშაბათი დილა უნდა ყოფილიყო, რომელიც შაბათ-კვირის შემდეგ ჩემთვის ძალზედ მძიმედ გამოიყურება ხოლმე... მაგრამ არა, დღეს ორშაბთმა სულ სხვა დანიშნულება მიიღო და თითქოს შაბათ-კვირის იდილია განაგრძო... მიზეზს არ მკითხავთ? მას მერე რაც ქვეყანაში კორონა ვირუსის რამოდენიმე ფაქტი დადასტურდა, მთავრობამ ორკვირიანი არდადეგები გამოაცხადა...
ოჰჰ.. წარმოდგენაც კი არ მინდა რამდენი მხიარული და მრავალფეროვანი დღე მელის წინ.

12 მარტი

არდადეგები არცთუისე მხიარული აღმოჩნდა როგორიც წარმომედგინა... თუმცა, ამინდი იმდენად თბილია, რომ სულშიც კი ჩაგწვდება, გაგითბობს გადატანილი ცივი ზამთრისგან მონუსხულ სხეულს და დაგავიწყებს სხვა ყოველივეს... ზიხარ აივანზე, ფინჯანი ყავით ხელში და შესცქერი, თუ როგორ იცვლის ბუნება ფერს დღითიდღე. განა რა უნდა იყოს ამაზე მშვენიერი სანახავი.

16 მარტი

დღე რომ ცუდი ამბით დიაწყება, ეგ საშინელი შეგრძნება ალბათ ყველასთვის ნაცნობია... არც კი ვიცი იმაზე ვიდარდო, რომ ქვეყანაში მდგომარეობა ვირუსის გამო ასეთი მძიმეა, თუ იმაზე, რომ კიდევ ერთი თვე ამ რეჟიმში მომიწევს ცხოვრება... დიახ, ქვეყანაში ოცდაერთ აპრილამდე გახანგრძლივდა და ამოქმედდა საყოველთაო კარანტინი. რეალობა ძალზედ უჩვეულოა, მაგრამ შეგუება მოგვიწევს ისევ ჩვენივე ჯანმრთელობისთვის...

23 მარტი

დღეს უკეთ დავრწმუნდი იმაში, რომ სანამ ფაქტი ჩვენს წინაშე არ დადგება რეალობას თვალს ვერ ვუსწორებთ... როცა საფრთხე გვიახლოვდება, სწორედ მაშინ გვეუფლება შიშიც...
საუბედუროდ, ბოლნისისა და მარნეულის მუნიციპალიტეტები წითელ ზონად გამოცხადდა და სრული კარანტინი ამოქმედდა...
ემოციების გადმოცემა ჩემი ძლიერი მხარე არასოდეს ყოფილა და ვერც ახლა აგიღწერთ რას განვიცდი. არამგონია გამიგოთ იმაში, თუ რას ვგრძნობ, რადგან ემოციები სრულიად ინდივიდუალურია.

10 აპრილი

თავიდან ეს დღეები ნანატრ არდადეგებს დაემსგავსა. ყოველდღიური დამღლელი ყოფისგან რომ გსურს ერთი დღით მაინც მოწყვეტა და უბრალოდ არაფრის კეთება... მაგრამ შემდეგ გავიაზრე, რომ ეს არც ისე დიდხანს მინდოდა გაგრძელებულიყო. უკვე ამომეწურა საყურებელი ფილმების სიაც, დრო საშინლად ნელა გადის... თითქოს შინაგანად რაღაც ხმა გამუდმებით ცუდს ჩამძახის და რეალობისგან მოწყვეტის საშუალებას არ მაძლევს...
ამ პერიოდში წიგნები ჩემი დიდი მეგობრები აღმოჩდნენ...თუ მანამდე მუდმივად ვერ ვახერხებდი მათთან ურთიერთობას ახლა უჩვეულოდ სასიამოვნოდ ხდებიან ჩემი ერთფეროვანი დღეების მეგზურნი, რაც დიდად მახარებს.

15 აპრილი

როგორც არ უნდა ვეცადოთ თავი ავარიდოთ რეალობა მაინც უსიამოვნოა... ყოველ დღე ისე ზარმაცდები საკუთარ თავს ვეღარ სცნობ, არეული ძილის რეჟიმი, მუდმივი შიმშილის გრძნობა და მუდმივი შფოთვა, რომელიც სულ თან გდევს. მიმძიმს, მაგრამ მაინც ვცდილობ პანიკას არ ავყვე...
დღეს რატომღაც საშინელი ნოსტალგია მომაწვა, ნოსტალგია წარსული ფერადი დღეების, გართობის და სკოლისაც კი... დიდად მახარებს ის ფაქტი, რომ
სკოლაში ვერ სიარულის სანაცვლოდ ონლაინ გაკვეთილები გვიტარდება, რაც ჩემი აზრით, ნამდვილად კარგი გზაა სასწავლო წლის ნორმალურად გაგრძელებისათვის.

20 აპრილი

სახლში ყოფნის ერთი თვე შემისრულდა. ჩემთვის ეს იმდენად მძიმეა, რომ გადმოცემაც კი მეძნელება. ერთი თვე მეგობრების, ახლობლების და კომუნიკაციების გარეშე. ახლა უფრო მეტად ვხვდები ადამიანებისა და ურთიერთობების ფასს, იმას თუ რამდენად მნიშვნელოვანი და განუყოფელი ნაწილია ეს ყოველივე ჩემი ცხოვრების.
ვითარება კი დღითიდღე მძიმდება, მედიიდან გამუდმებით ნეგატიური ინფორმაცია ისმის და ვცდილობ ყური მოვარიდო მას.

25 აპრილი

კარანტინი ალაბთ ყველასთვის ის პერიოდია, როდესაც ყველანაირი ფიქრი გაგიელვებს გონებაში... ხანდახან ჩემთვის გამეღიმება ხოლმე ჩემსავე უჩვეულო ფიქრებზე და ამას ოჯახშიც შენიშნავენ, თან დაურთავენ ღიმილს და ეჭვნარევ მზერასაც.
ფიქრებს რაც შეეხება, ყველაზე მძაფრად ისინი ღამით ქმნიან ქაოსს ჩემს გონებაში, ქაოსს რომელსაც ვერაფერს უხერხებ მიუხედავად შენივე წინააღმდეგობისა. ღამე საშინლად უსასრულოდ გეჩვენება, მთვარე რომელიც ფანჯრიდან იდუმალებით შემოგცქერის,  უფრო მეტად ამძაფრებს სიტუაციას..
ამ მდგომარეობამდე ძილის წინ ყოველთვის ვაჯამებდი განვლილ დღეს, მაგრამ ახლა ფაქტიურად აღარაფერია განსახილველი... გამუდმებით იგივე ჩაგესმის ამ უხილავი მტრის, ვირუსის შესახებ და ეს თითქოს უკვე აღარ არის უჩვეულო, არც გასაკვირი და აღარც ქაოსურ ფიქრებშია მისი ადგილი. გულის სიღრმეში მაინც მჯერა, რომ მალე ყველაფერი ძველებურად იქნება!


                                  დაბა კაზრეთის N1 საჯარო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლე მარიამ ასრათაშვილი.

ჩანახატი გამოგზავნილია „მონატრების 1 თვე - რა გვასწავლა სიჩუმემ“ თემის გამოხმაურების ფარგლებში


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

საქართველოში მოსწავლეთა 11.3%, ელექტრონულ სიგარეტს, 11.6% კი თამბაქოს მოიხმარს - დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი

განათლებული მასწავლებელი ინვესტიციაა განათლებულ მომავალში

რა ცვლილებები შეეხება ადგილობრივ სკოლამდელ დაწესებულებებს ცნობილია

როგორია ხალი წელი ხელოვნების გაკვეთილზე? - დღეს მოგიყვებით კრეატიულობისა და მხიარულების სინთეზზე... 

ცნობილია, რომელი უმაღლესის ავტორიზაციის ხელახალი განხილვა იქნება 27 დეკემბერს 

პიროვნება

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან ტოლერანტები, ზრდილობიანები და გულკეთილები“

სკოლები

ღონისძიებას ხელმძღვანელობდნენ - კლასის დამრიგებელი თამილა დუმბაძე და ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი მაია აბულაძე

სკოლაში ზღაპრული განწყობა და ჯადოსნური ემოციები დაატრიალეს

საინტერესო

როგორია ხალი წელი ხელოვნების გაკვეთილზე? - დღეს მოგიყვებით კრეატიულობისა და მხიარულების სინთეზზე... 

დღეს, განვიხილავთ იდეებს, რომლებიც მოსწავლეებს სიამოვნებას მიანიჭებს და ბუნებასაც დაიცავს 

ჰიმნის შექმნა არა მხოლოდ მუსიკალური პროექტი, არამედ მთელი სკოლის გაერთიანების შესაძლებლობაა -   ის გვახსენებს, ვინ ვართ, რა გვაერთიანებს და რას ვზეიმობა

ბოლო ერთი კვირის აქტივობები მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ მოსწავლეებმა განიცადონ საერთო საახალწლო სიხარული... 

სიახლეები
საზოგადოება