მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ქობულეთის მუნიციპალიტეტის ჩაისუბნის N2 საჯარო სკოლის X კლასის მოსწავლე თაკო ყურშუბაძე კორონავირუსისგან გამოწვეულ ვითარებაზე თავის ხედვას გვთავაზობს.
რა დაგვანახა კორონავირუსმა
21-ე საუკუნის ადამიანებს რატომღაც შესძულდათ ერთმანეთი, მხოლოდ მესიჯებით ეხმიანებოდნენ ერთმანეთს, ვირტუალური გახდა ურთიერთობა მეგობრების, ახლობლების, თვით ოჯახის წევრებს შორისაც კი. მათ დაავიწყდათ შეხების ბედნიერება, ახლობლების სითბო, შვილების თვალებში ციცინათელების ციმციმი და მათი ალერსი... წყვილებსაც დაავიწყდათ არა „სიყვარულობანას თამაში“, არამედ ერთმანეთის სუნთქვის მოსმენის ნეტარება, სიყვარულით აღფრთოვანება, გულის სითბოს გაღება, ტკივილის გაზიარება...
მთელი სამყარო გრძნობდა, როგორ ჰქონდა სახე შეცვლილი ყველანაირ ჩვეულებრივ ადამიანურ ურთიერთობებს, ამიტომ ვფიქრობ, კორონავირუსი უბრალოდ დაეხმარა მათ ჩაეხედათ ერთმანეთის თვალებში, მოესმინათ ერთმანეთის გულის ხმა, ისევ ეგრძნოთ ერთად ყოფნის ბედნიერება. ესაა და ეს, მეტი არც არაფერი.
ჩანახატი გამოგზავნილია „მონატრების 1 თვე - რა გვასწავლა სიჩუმემ“ თემის გამოხმაურების ფარგლებში
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
2024 წლის ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის გამარჯვებულების ვინაობა ცნობილია
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
ბავშვებმა ერთმანეთსა და დამსწრე საზოგადოებას დაუვიწყარი წუთები და ემოციები აჩუქეს