სიახლეები
სიახლეები

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი თაიმსის მსოფლიოს უნივერსიტეტების რანჟირების ჩამონათვალში მოხვდა
03-10-2016
-
+


ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი პირველი უნივერსიტეტია საქართველოდან, რომელიც თაიმსის მსოფლიოს უნივერსიტეტების რანჟირების ჩამონათვალში (Times Higher Education World University Rankings) მოხვდა. 

თაიმსის რანჟირება მსოფლიოს საუკეთესო უნივერსიტეტების ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟულ რანჟირებათაგანია, რომელსაც საქმიანობის თორმეტწლიანი გამოცდილება გააჩნია. 2016-2017 წელს თაიმსმა მსოფლიოს 980 საუკეთესო უნივერსიტეტის ჩამონათვალი გამოაქვეყნა. ამ ჩამონათვალში თსუ 801+ ადგილს იკავებს და ერთადერთი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებაა არა მხოლოდ საქართველოდან, არამედ მთელი კავკასიის რეგიონიდან. ევროპის მასშტაბით თსუ 354-ე ადგილს იკავებს და უსწრებს ისეთ უნივერსიტეტებს, როგორიცაა კაუნასის ტექნოლოგიის უნივერსიტეტი (ლიტვა), ლონდონის სამხრეთ სანაპიროს უნივერსიტეტი და სხვა.

რანჟირების თორმეტწლიანი ისტორიის მანძილზე პირველად ლიდერი უნივერსიტეტი გახდა ოქსფორდის უნივერსიტეტი (დიდი ბრიტანეთი). ბოლო ხუთი წლის განმავლობაში რეიტინგის სათავეში კალიფორნიის ტექნოლოგიის ინსტიტუტი (აშშ) იდგა.

მსოფლიოს საუკეთესო უნივერსიტეტების შეფასებისას დიდი მნიშვნელობა ენიჭება უნივერსიტეტის საერთაშორისო რეპუტაციას, თანამშრომლებისა და სტუდენტების რაოდენობრივ შეფარდებას, სამეცნიერო კვლევების პროდუქტიულობას, რეფერირებად ჟურნალებში კვლვების გამოქვეყნებას, ციტირების ინდექსს და სხვა.

უნივერსიტეტების მონაცემების შეფასების გამოთვლის პროცესს ადასტურებს დამოუკიდებელი აუდიტი (Pricewaterhouse Coopers (PWC). მონაცემთა შეკრების პროცესში გარდა უნივერსიტეტის ადმინისტრაციისა, ჩართულნი არიან სტუდენტები და პროფესორები, რომლებიც ავსებენ სპეციალურ კითხვარს.

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

წმინდა ცეცხლს იერუსალიმიდან საქართველოში 23:40 საათისთვის ჩამოიტანენ 

რომელ დღეებში არ გადაიხდით თანხას მგზავრობაში - სააღდგომოდ ტრანსპორტი თბილისში გახანგრძლივებული დროით იმუშავებს

გაწვიმდება თუ არა აღდგომას - პროგნოზი რეგიონების მიხედვით 

პიროვნება

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი

სკოლები

აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.

 ჯურუყვეთის N1 საჯარო სკოლაში მუსიკალურ-ლიტერატურული საღამო გაიმართა 

„წარმატებებს ვუსურვებთ მომავალშიც ჩვენს სასახელო სპორტსმენს“

ბოდბის საჯარო სკოლის მე-2 კლასის მოსწავლეებმა „საარსებო გარემოს მოდელი“ შექმნეს 

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება