სიახლეები
სკოლები

ფოთის კერძო სკოლა „გიმნაზიის“ მოსწავლე ლუკა გოგმაჩაძე, რომელმაც ამერიკაში სწავლა პანდემიის გამო მიატოვა, ჩანახატს გვთავაზობს
14-05-2020
-
+


ფოთის კერძო სკოლა „გიმნაზიის“ მოსწავლე ლუკა გოგმაჩაძე მომავალ ლიდერთა გაცვლითი პროგრამის „FLEX-ის“ გამარჯვებულია და შესაბამისად, ჯორჯიის შტატის ქალაქ ბლუმინგდეილის სკოლა „Effingham Country  High  School-ში“ სწავლობს.

„ეტალონის“ პედაგოგის, მაია კუციას თქმით, მოსწავლე აქტიურად იყო ჩართული სასკოლო თუ საზოგადოებრივ ცხოვრებაში, მაგრამ მსოფლიო პანდემიამ მისი ცხოვრების განრიგიც შეცვალა და ნაადრევად მოუწია აშშ-ის დატოვება, რის შესახებაც ლუკა თავად გვიამბობს:

…და მაშ გვიყვარდეს ერთმანეთი

        ფერად ოცნებებს ადევნებული, ოკეანის იქით ნანატრ ქვეყანაში მოხვედრილი ერთი უბრალო ბიჭი ერთი ქართული თბილი ქალაქიდან, თავბრუდამხვევ ცხოვრების რითმში ჩავები.

        თავისუფლებამ ფრთები შემასხა. დამოუკიდებლობამ უფრო მეტი შრომა მასწავლა. მშობლების, მეგობრების, მასწავლებლების მონატრებას როგორც იქნა გავუძელი და დავიწყე ბრძოლა იმისთვის, რომ ჩემი წამოსვლის შემდეგ, დიდხანს დამახსოვრებოდათ ფოთელი ბიჭი, რომელმაც  ამერიკელებს პირველივე  გაკვეთილზე ანახა ქართული განათლების სიძლიერე. იქაც კარგი მეგობრები შევიძინე, შემიყვარდა, შევუყვარდი. ნამდვილი ამერიკული ქარიშხალი „დორიანიც“ გამოვცადე და როდესაც თავი ყველაზე მაგარი მეგონა, ერთმა ბიოლოგიურმა არსებამ, რომელიც ცოცხალიც კი არ არის, პაწაწინა ვირუსმა სრულიად  თავდაყირა  დააყენა ჩემი და  მსოფლიოს  გეგმები.

        …და მაშინ დაიწყო, რაც დაიწყო. შეტორტმანდა ეს ძლიერი, ურყევი ქვეყანა. ერთ მუშტად შეიკრა ჩემი ეფინგემიც. ჩემი მასპინძელი ოჯახის ყოველი დილა იწყებოდა მისი მეგობრების მოკითხვით, შენი ბიჭი და მისი მშობლები ხომ კარგად არიან? ონლაინ გაკვეთილებში ვიყავი ჩართული და ამავდროულად ფიქრებში ვიკარგებოდი, ვაანალიზებდი ყველანაირ შესაძლებლობას, ვაკვირდებოდი მოვლენების განვითარებას. რომ აღმოვაჩინე უკან დაბრუნება რომ მიწევდა, არ გამკვრივებია, მაგრამ ძლიერ დავდარდიანდი. არ მინდოდა იმ ადამიანის დატოვება, რომელმაც მეოთხე შვილად უპირობოდ მაღიარა და გულში ჩამიკრა. მიჭირდა განშორება ჩემი ლიტერატურის მასწავლებელთან, რომელმაც ორი ათასს მოსწავლეში გამომარჩია და თვის სტუდენტად მაქცია.

        გრძელი და დაძაბული იყო გზა სამშობლოსკენ. გზა, ჩემს საყვარელ ფლექსის ოჯახთან ერთად...თბილისის აეროპორტი, ემოციების ტალღა და მერე თოთხმეტი დღე მარტოობისა ჩემს მეგობარ ფიქრებთან გატარებული, რომელმაც უფალთან უფრო გულახდილი საუბრები მასწავლა...კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ ახლა თუკი ჩემს მშობლებთან, მასწავლებლებთან, მეგობრებთან, დასთან დისტანციურად, მაგრამ მაინც ვარ, ღვთის ნებაა და არ არსებობს ვაქცინა უფრო ძლიერი ვიდრე რწმენა და სიყვარულია. მაშ გვიყვარდეს ერთმანეთი!

ჩანახატი გამოგზავნილია „მონატრების 1 თვე - რა გვასწავლა სიჩუმემ“ თემის გამოხმაურების ფარგლებში


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

სკოლაში მასწავლებლად დასაქმების მსურველთა რეგისტრაცია დაიწყო - დეტალები

მასწავლებლობის მაძიებლობის პერიოდის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტის ნიმუში დამტკიცდა

2200 ლარიანი ვაკანსია - განაცხადის წარდგენის ვადა 3 დღეში იწურება - რამდენი კადრი უნდა შეირჩეს

სად უნდა ნახოთ, გაქვთ თუ არა NAEC-ში ატესტატის მიიტანის ვალდებულება - დეტალური განმარტება

პიროვნება

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი

სკოლები

14 აპრილს, საქართველოში დედაენის დღე აღინიშნება

კალიგრაფიისა და ესეების კონკურსი ალერტკარის საჯარო სკოლაში

ალერტკარის პირველი კლასის მოსწავლეებმა გემოების გამოცნობის სახალისო აქტივობაში მიიღეს მონაწილეობა

აქტივობის ფარგლებში ბავშვებმა ერთმანეთს გაუზიარეს მნიშვნელოვანი ინფორმაციები

პროექტში მონაწილეობდნენ გორისის საჯარო სკოლის მეცხრე კლასის მოსწავლეები

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება