სიახლეები
სკოლები

„აღარ არის წყენის, ბრაზის, ბოროტების დრო“ - შუაღელეს საჯარო სკოლის მოსწავლემ, ქრისტი​ რევაზიშვილმა პანდემიით შეცვლილ ცხოვრებას ჩანახატი მიუძღვნა
14-05-2020
-
+


ქობულეთის მუნიციპალიტეტის​, შუაღელეს საჯარო სკოლის მოსწავლემ, ქრისტი​ რევაზიშვილმა კორონავირუსის პანდემიით შეცვლილ ცხოვრებას ჩანახატი მიუძღვნა.

გთავაზობთ ქრისტი​ რევაზიშვილის ჩანახატს:

„დღეს ყველანი ერთად ვდგავართ ბრძოლის ველზე, ყველანი ერთად ვცდილობთ გადავარჩინოთ ერთმანეთი და ჩვენ ერთად ვიბრძვით იმ ერთის წინაშე რომელიც ჩვენს შორის ყველაზე, უშიშარი და დაუნდობელი აღმოჩნდა. ადმიანებისგან განსხვავებით მას არშეუძლია განასხვავოს და აირჩიოს: მდიდარი, ღარიბი, ჭკვიანი, პატარა თუ დიდი. მას ერთი მიზანი აქვს, დაგვიმორჩილოსდა შემდეგ, უკვე თუ არ ვიბრძოლეთ სამუდამოდ დაგვადუმებს, გაგვაქრობს და ქვეყანას შემატოს გვამი, რომელსაც ვეღარ ვითვლით, რომელიც გვტკივა და უფრო მეტად გვიპყრობს შიში, მაგრამ არამარტო ეს ამ ყველაფერთან ერთად ადამიანებმა ბრძოლა ვისწავლეთ უიარაღოდ. დიახ, ჩვენ დღეს იმ ბრძოლაში ვიმყოფებით სადაც ჩვენი იარაღი მხოლოდ ერთმანეთის თანადგომა და ორი სიტყვააა: „დარჩით სახლში“. დღევანდელი მდგომარეობა რთულად აღსაქმელია. ახლა სწორედ იმ დროში ვართ რომელიც ყველასთვის საშინლად მტკივნეული და ემოციურად დატვირთულია, კორონავირუსმა, რომელმაც კაცობრიობას ყოფა შეუცვალა. ამასთან ერთად, გვაჩვენა რომ თურმე ადამიანები არც თუ ისე მეტ დროს ვუთმობდით ერთმანეთს, და ვერ ვხდებოდით ერთმანეთის ფასს. დღეს კი სულსხვაგვარდაა . დღეს თითოეულ ჩვენთაგანს ერთი სურვილი აქვს რომ გადავარჩინოთ ერთმანეთი და მალე დასრულდეს ეს კოშმარი . სიჩუმეა, უჩვეულო სიჩუმე ყველგან და ყველასთან რომელიც არასდროს გაგვეგო როგორიი იყოო თუმცა ახლა უკვე ვიცით ... სიჩუმეში რომელშიც დღეს ვცხოვრობთ ბევრ კითხვას გვიჩენს თუმცა ყველა პასუხგაუცემელი რჩება, ამ სიჩუმემ ბევრი დაგვაფიქრა და არც მეტი არც ნაკლები ბევრიც გვასწავლა.მაგალითად ის რომ უფრო მეტად გვიყვარდეს ერთმანეთი, გავცეთ უფრო მეტი სითბო და სიკეთე. ნუ მოვექცევით ბოროტებისა და ეგოიზმის ქვეშ. მე ის სკოლის მოსწავლე ვარ, რომელიც როგორც სხვები ჩემი დღის ნახევარს სკოლაში ვატარებდი, მეგობრებთან, მასწავლებლებთან და იმ ფერადი საკლასო ოთახების გარემოცვაში სადაც დღითიდღე ვსწავლობდი ცხოვრებას ,,ვიზრდებოდი, ვღებულობდი მეტ ცოდნას იმ გარეომოცვაში რომელიც დღეს მარტოა და მიტოვებულს წააგავს, ,,ის ჩვენს გარეშე, ხოლო ჩვენ მის გარეშე“ ვერასდროს ვიფიქრებდი თუ ოდესმე ჩემი სკოლის კედლები და ჩემი მერხი მომენატრებოდა. არ მეგონა თუ ოდესმე ვიდარდებდი იმ უსულო საგნებზე რომლებსაც გარკვეული როლი ეკისრათ ჩვენს ცხოვრებაში, მაგრამ ყოველთვის შეუმჩნეველი რჩებოდა ჩვენგან, დღეს კი გვენატრება. ჩემს საკლასო ოთახში კედელზე ჩამოკიდებული დაფა და იქვე გვერდით პატარა ნატეხებად მიმობნეული ცარცი, მერხები თუ სკამები, რომლებიც დღეს ობლად დარჩენილი გველოდებიან, ან თუნდაც ის ჩემი სკოლის ზოგჯერ ხმაჩამკვდარი ზარი რომელიც გვიხმობდა კლასში თავისი წკრიალით მაგრამ ახლა? უბრალოდ დუმს და არის თავითვის ჩუმად, შეუმჩნევლად ისიც გველოდება, აი ამ ყველაფრის შემდეგ რომ პირველად დაირეკება ჩემი სკოლის ზარი ის ხმა იქნება ყველაზე განსხვავებული, ყველაზე წმინდა და იმ დღეს დარეკილი იმ ჩვენი სკოლის ზარი იქნება ცრემლი სიხარულისაა და მისი ის წკრიალა ხმა კი ამბავი მისი მარტოობისა იმდღიდან როცა დავტოვეთ. რა მასწავლა სიჩუმემ? ის რომ არ დავკარგო დრო ფუჭად, მიყვარდეს ადამიანები უსაზღვროდ, გავუფრთხილდე მათ უფრო მეტად და ვაპატიო ადვილად, რადგან აღარ არის წყენის,ბრაზის,ბოროტების დრო.სიჩუმემ მასწავლა ისიც რომ მონატრება ყოფილა ყველაზე მტკივნეული და ცხოვრება ყველაზე მშვენიერი რომ თურმე სამყაროში უამრავი ფერი არსებობს, რომლებშიც ჩვენ თანთანობით გადავინაცვლებთ . კარანტინში ყოფნის დროს აღმოვაჩინე რომ ადრე რარაცეებზე რაზეც უარყოფითად გამოვხატავდი ჩემს დამოკიდებულებას დღეს უბრალოდ სურვილი მკლავს, მენატრება ყველა და ყველაფერი სულიერი თუ უსულო. მივხვდი რომ ურთიერთობებზე ძვირფასი არაფერია, მივხვდი რომ არცერთი წუთი დასაკარგად არღირს . უნდა დავიჭიროთ წამი რადგან შევქმნათ მოგონებები რომლებიც გაგვხასენებს წარსულს და ბედნიერ დღეებს რომლის გახსენებისას ტირილამდე ვიცინებთ და ყველაზე მთვარი რაც არის ბძოლა ვისწავლე საკუთარ თავთან და შემდეგ უკვე ყველასთან ვინც ბოროტებით შემოაბიჯებს . რა უცნაური გაზაფხული დაგვიდგა არა ? რაღაცნაირია თითქოს ბუნებაც გვამხნევებს ... თითქოს დედამიწაც სუნთქვას , მაგრამ რავიცით ? რომ სუნთქვას ბოლომდე შესძლებს ? იქნებ მასაც როგორც ადამიანებს რაღაც აკლია. ადამიანს არსებობისათვის ჰაერი სჭირდება, სუფთა ჰაერი რადგან ვიცოცხლოთ და ვიყოთ ჯანმრთელები, მაგრამ დედამიწას? დედამიწას ჩვენ ვჭირდებით, სწორედ ჩვენ ვჭირდებით ჰაერივით, მაგრამ მზრუნველებიი“.

                                       შუაღელეს საჯარო სკოლის მოსწავლე ქრისტი​ რევაზიშვილი.

ჩანახატი გამოგზავნილია „მონატრების 1 თვე - რა გვასწავლა სიჩუმემ“ თემის გამოხმაურების ფარგლებში


კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

როგორ განისაზღვრება მითითებული საგანმანათლებლო პროგრამებიდან რომელზე უნდა მოიპოვოს სწავლის გაგრძელების უფლება აბიტურიენტმა?

როდის უნდა დაბრუნდნენ სკოლაში პედაგოგები და სხვა თანამშრომლები - სამინისტრო განმარტავს

პიროვნება

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს დიდი სამსარის საჯარო სკოლის დირექტორი ფატმან ლაკლაკიშვილი პასუხობს

„ვისურვებდი არასდროს დავღლილიყავი ჩემი ქვეყნისა და ახალგაზრდების სამსახურში“

სკოლები
საინტერესო

„საჯარო სკოლებში გამოცდილების გარეშე დასაქმება თითქმის შეუძლებელია, ამ პროფესიაში პირველი ნაბიჯი ალბათ კერძო სკოლა იქნება“

ჰაერის ტემპერატურას სასკოლო ტესტების შედეგებზე შეუძლია გავლენის მოხდენა

„რთულია შევაფასო განათლების დონე ქვეყანაში, თუმცა ეს განვითარებადი სფეროა, მუდმივად ვითარდება და იხვეწება“



სიახლეები
საზოგადოება