სიახლეები
ინტერვიუ

გავიარეთ თუ არა პიკი, როდის აღდგება ტრანსპორტი და მოგვცემენ თუ არა კურორტებზე დასვენების უფლებას - ხათუნა ზახაშვილი აქტუალურ კითხვებს პასუხობს
14-05-2020
-
+


უხილავ მტერთან ბრძოლაში საქართველო მისაბაძი რომ გახდა, ფაქტია, თუმცა ყველა მოუთმენლად ელის საგანგებო მდგომარეობის დასრულებას, როდესაც ბევრი რამ გახდება ცნობილი და მეტ კითხვას გაეცემა პასუხი. Etaloni.ge- კი დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელთან, ხათუნა ზახაშვილთან მოახერხა გასაუბრება იმ აქტუალურ საკითხებზე, რომლებიც შეზღუდვების მოხსნის შემდეგაც დარჩება დღის წესრიგში. გადადის თუ არა კორონავირუსი ზედაპირიდან? გავუშვათ თუ არა ბავშვები ქუჩაში? რა ფორმატით ჩატარდება ეროვნული და მასწავლებელთა გამოცდები და რა რეკომენდაციების შესრულება მოუწევთ სკოლებს სექტემბრიდან? - ხათუნა ზახაშვილი აქტუალურ კითხვებს პასუხობს.     

- ქალბატონო ხათუნა, პიკი გავიარეთ?

- გააჩნია, პიკს როგორ ვაფასებთ. ამ ეტაპისთვის, მიგვაჩნია, რომ საკმაოდ მართვადი სიტუაცია გვაქვს ისე, რომ არ მიგვიღწევია ინფიცირების შემთხვევების ძალიან მკვეთრი მატებისთვის. სიტუაცია  ქვეყანაში ამჟამადაც ექვემდებარება მართვას და ეს კარგია.

- თუმცა, როგორც ამბობენ, ვირუსი არსად აპირებს წასვლას და მასთან ერთად მოგვიწევს ცხოვრება. პირბადეებისგან ვერ ვთავისუფლდებით?

- სავარაუდოდ, კარგა ხანს მოგვიწევს პირბადის ტარება და ასევე, გარკვეულწილად ცხოვრების სტილის შეცვლაც. ეს იქნება სტილი, რომელიც უფრო ცხოვრების ჯანსაღ წესსა და ჰიგიენური თვალსაზრისით, სწორ ქცევებზე იქნება ორიენტირებული.

- ზაფხული გვიახლოვდება და გვაქვს იმედი, რომ ტემპერატურა ვირუსზე იმოქმედებს?

- ალბათ, ასე იქნება, თუმცა ჯერჯერობით გადაწყვეტით რაიმეს თქმა ნაადრევია. ვირუსის ხანმოკლე არსებობიდან გამომდინარე, არ ვიცით, რა თვისებებისა და ზნე-ჩვეულებების მატარებელია ის. უბრალოდ არსებობს ვარაუდი, რომ ზაფხულში ისევე განვითარდება მოვლენები, როგორც აქამდე ცნობილი სხვა რესპირაციული ვირუსებისას და ცხელ პერიოდში აქტივობა შედარებით ნაკლები იქნება. როგორ იმოქმედებს ტემპერატურა, ამაზე მსჯელობა შემოდგომით შეგვეძლება, ჯერჯერობით კი, მხოლოდ იმედი არსებობს, რომ ზაფხულში აქტივობა იქნება დაბალი.

- შემოდგომამდე, დასვენების სეზონი მოდის... გაგვიშვებთ ზღვაზე ან მთაში?

- რა თქმა უნდა... არ მგონია, შეზღუდვები ზაფხულშიც გვქონდეს, ისევ და ისევ იქიდან გამომდინარე, რომ ვირუსის აქტივობა შესაძლებელია შემცირდეს. ძალიან მნიშვნელოვანია, ადამიანებმა აღიდგინონ სასიცოცხლო ძალები, ოღონდ წესები, რომლებიც ახლაა, კვლავაც უნდა შევინარჩუნოთ - იქნება ეს, ფიზიკური დისტანცირება, პირბადეების ტარება, ხალხმრავალი ადგილებისთვის თავის არიდება და უფრო მეტად დასვენება, ვიდრე გართობა.

- ნელ-ნელა გარკვეული შეზღუდვები იხსნება, ტრანსპორტის მოძრაობა როდის უნდა აღდგეს?

- პირველ რიგში გეტყვით, რომ გარკვეული შეზღუდვების მოხსნა შეიძლება დაკავშირებული იყოს ავადობის მაჩვენებელთან. ამიტომ მოსახლეობაც მზად უნდა იყოს იმისთვის, რომ ხანდახან საჭირო გახდება ნაბიჯის უკან გადადგმა.

- შესაძლოა ისევ გამკაცრდეს რეგულაციები?

- შემარბილებელ ღონისძიებას თუ მოჰყვა ავადობის მატება, შესაძლოა რაღაც კვლავ გამკაცრდეს... საზოგადოებრივი ტრანსპორტი რომ ძალიან საჭიროა, გასაგებია, მაგრამ იმ ტრანსპორტშიც გარკვეული წესები უნდა დავამკვიდროთ, ისევ და ისევ - ფიზიკური დისტანცირება და ჰიგიენის დაცვა. თუ შევძლებთ და კარგად შევასრულებთ ამ წესებს, შემთხვევათა განსაკუთრებულ მატებას არ უნდა ველოდეთ. ამასობაში, იმედია, გაჩნდება პრევენციული საშუალება ვაქცინის ან პირდაპირი მედიკამენტის სახით და შესაძლებელი გახდება პროცესების მართვა.

- წინ ეროვნული გამოცდებია, ქალბატონო ხათუნა, რა ფორმატით უნდა ჩატარდეს გამოცდები, რომ უსაფრთხოება მაქსიმალურად იქნეს უზრუნველყოფილი?

- განათლების სამინისტროსთან ერთად, მოგვიწვეს ნაბიჯ-ნაბიჯ გავიაროთ სიტუაციები, რომლებიც იქმნება ეროვნული გამოცდებისას. ამის მიხედვით შემუშავდება სათანადო რეკომენდაციები, რომლებიც შესაძლებლობას მოგვცემს, მაქსიმალურად დაცულ გარემოში ჩატარდეს ეროვნული გამოცდები.

- დაცული გარემო ღია ცისქვეშაა, ხომ არ ჩატარდება გამოცდები ამ ფორმატით?

- მთლიანად დაცული გარემო არსადაა, დახურულ სივრცეშიც შეიძლება შეიქმნას  უსაფრთხო გარემო. შესაბამისად, ღონისძიებები დაიგეგმება იმგვარად, რომ ნებისმერი ტიპის გარემოში გამოცდების პროცესს არ შეეშალოს.

- იგივე შეეხება მასწავლებლების გამოცდებსაც?

- რა თქმა უნდა... ეს ერთი ტიპის გამოცდაა, რეალურად ერთნაირ სიტუაციაში წარმოებს და ზოგადი რეკომენდაციები რელევანტური იქნება იქნება როგორც ერთ, ისე მეორე შემთხვევაში.

- ალბათ, საგამოცდო ცენტრების დამატება იქნება საჭირო, რადგან სოციალური დისტანცირება სხვაგვარად წარმოუდგენელია.

- ამის შესახებ მიდის მსჯელობა... განათლების სამინისტრო მიიღებს გადაწყვეტილებას და ესეც მალე გახდება ცნობილი.

- იმაზე თუ გქონიათ მსჯელობა განათლების სამინისტროსთან, სექტემბრიდან, სწავლა რომ აღდგება სკოლებს რა პირობების შესრულება მოუწევთ?

- ამაზეც მიდის მსჯელობა - არსებობს შემუშავებული რეკომენდაციების ნაწილი, რომელიც იმ დროისთვის უკვე მზად იქნება.

- სავარაუდოდ, იქაც აქტუალური იქნება დისტანცირების საკითხი, ზოგ კლასში კი 30-ზე მეტი ბავშვია. ასეთ შემთხვევაში, სასწავლო დაწესებულებებს რეკომენდაციების შესრულება გაუჭირდებათ.

- ასეა თუ ისე, რეკომენდაციები უნდა გაითვალისწინონ, თუ გვინდა, რომ სკოლებში იყოს ჯანსაღი გარემო. ჯანსაღ გარემოს კი სჭირდება სათანადო დაცვის რეჟიმები, რომელთა შორისაა სოციალური დისტანცირებაც და მშობლის პასუხისმგებლობაც... ბავშვი, რომელსაც აქვს სიმპტომები, უმნიშვნელო თუ მნიშვნელოვანი, არ უნდა გაუშვან სკოლაში, საჭიროა ადეკვატური ზედამხედველობა იზოლაციის პირობებში, განსაკუთრებით, შემოდგომა-ზამთრის სეზონზე - როდესაც რესპირაციული ავადობა მაღალია.

- გავუშვათ თუ არა ბავშვები სასეირნოდ? - ამ კითხვაზე ურთიერთგამომრიცხავი პასუხები გვესმის.

- სეირნობა კარგია, ფიზიკური აქტივობა საჭიროა და არ შეიძლება ბავშვები იყვნენ უმოძრაოდ, ოღონდ აქ საკითხი დგას - სად ვასეირნოთ? ქუჩაში სეირნობის გამაჯანსაღებელი ფუნქცია გაურკვეველია, ამიტომ ეს უნდა მოხდეს პარკებსა თუ სკვერებში. აქ კი განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს დისტანციას და პირბადეს.

- ქალბატონო ხათუნა, უამრავი კვლევა დაიდო და ცოტა დავიბენით, ვის დავუჯეროთ. ბოლოს და ბოლოს, გადადის თუ არა ახალი კორონავირუსი ზედაპირიდან?

- ძალიან უცნაურ გარემოში ვცხოვრობთ - ვირუსი მხოლოდ წლის დასაწყისში გამოჩნდა და რამდენიმე თვეა გადაივსო საინფორმაციო საშუალებები კვლვებით, რომელიც ეძღვნება ამა თუ იმ ასპექტს. ახალი კორონავირუსი უდავოდ რეკორდსმენი გახდება გამოქვეყნებული ნაშრომების მიხედვით... გარემოში გამძლეობას რაც შეეხება, ჯერ ამ საკითხზე კვლევები არასაკმარისია და ფაქტი ერთია - მთლად უსაფრთხო გარემო არ არის. დაველოდოთ დამატებით კვლევებს და მხოლოდ ამის შემდეგ შეგვეძლება მსჯელობა.


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

სპეციალურ მასწავლებლებს სერტიფიკატები გადაეცათ

ქულას მუშაობის დასრულებისთანავე დაინახავთ - NAEC ინფორმაციას ავრცელებს

პიროვნება

„სასკოლო საზოგადოების სიძლიერე გულისხმობს ურთიერთთანამშრომლობას და მოვალეობის სწორად გადანაწილებას“

„პოზიტიური სასკოლო გარემო პირველ რიგში ნიშნავს გარემოს, რომელიც ხელსაყრელი და შესაბამისია თავისუფალი და კრიტიკულად მოაზროვნე მოქალაქის ჩამოყალიბებისთვის“

სპორტული შეჯიბრებები, რადგან ამ დროს იქმნებოდა საუკეთესო, პოზიტიური თანამშრომლობითი გარემო და მიყალიბდებოდა ემპათიის უნარი თანატოლის მიმართ 

ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი მიზანდასახულნი, შრომისმოყვარენი და შემოქმედებითნი არიან
სკოლები

მათ იცეკვეს, იმღერეს, სიტყვა წარმოთქვეს და შემოდგომაზე ვრცლად ისაუბრეს

არმატებულ სპორტსმენებს სკოლაში მოსწავლეებმა და პედაგოგებმა საზეიმო დახვედრა მოუწყვეს

 ღონისძიებას მასწავლებლები:  ლალი წულაია და ელენე სიხარულიძე, ხელმძღვანელობდნენ 

საინტერესო

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში მასწავლებლების კვალიფიკაციის ამაღლების პროცესში ნაბიჯები გადაიდგა, ჯერ კიდევ ბევრი გამოწვევაა 

ზარდების ემოციური და ფსიქოლოგიური მდგომარეობა ხშირად იცვლება, რაც ზეგავლენას ახდენს მათ ქცევასა და სწავლის უნარზე

AI განმარტებით, მასწავლებლის ჩაცმულობა მაინც დამოკიდებულია სკოლის კულტურასა და პოლიტიკაზე 

დისგრაფია სწავლის უნარის სპეციფიკური დარღვევაა - რა უნდა იცოდნენ მასწავლებლებმა და მშობლებმა

სიახლეები
საზოგადოება