სიახლეები
საინტერესო

მოწმდება თუ არა დისტანციური გაკვეთილების ხარისხი?
28-05-2020
-
+


სასკოლო განათლება დისტანციურად - ეს მეთოდი თუ რამდენიმე თვის წინ წარმოუდგენელი იყო, ამჯერად, კორონავირუსის დამსახურებით, მყარად იკიდებს ფეხს სასწავლო პროცესში.

გამოიკვეთა სირთულეები, გაურკვევლობა, კითხვები მასწავლებლებისგან და მოსწავლეებისგან, ინტერნეტის ხარვეზები თუ არასაკმარისი ტექნიკური საშუალებები. მიუხედავად ბევრი პრობლემისა და შეფერხებისა, 2019-2020 სასწავლო წელი აკადემიურად არ გამოცხადდა და მასწავლებლებს გაწეული შრომა, მოსწავლეებს კი დისტანციურად სწავლა დაუფასდათ. ანუ, სემესტრი შედგა.

სასწავლო წლის აკადემიურ წლად არ გამოცხადებამ ბევრი პრობლემა აარიდა თავიდან სკოლებს, აბიტურიენტებსა თუ მომავალ პირველკლასელებს.

როგორც დირექტორები აღნიშნავენ, დისტანციური სწავლა/სწავლების პროცესი აქტიურად მიმდინარეობს სკოლებში. თუმცა სამწუხაროდ ინტერნეტის დაბალი სიჩქარისა თუ ზოგან საერთოდ არარსებობის გამო მასწავლებლებს ხშირად გაკვეთილებს ტელეფონით ჩატარება/გამოკითხვაც უწევთ.

მაგრამ საინტერესოა, ვინ და როგორ ამოწმებს გაკვეთილების ხარისხს? კონტროლდება თუ არა რამდენად სრულყოფილია ონლაინ გაკვეთილები? რამდენად ინფორმაციულია? რამდენი მოსწავლე იგებს და რამდენი ვერა ახსნილ მასალას? თუ ხდება აღრიცხვა მოსწავლეთა ჩართულობის და აქტიურობის? საქართველოში არსებული სკოლები ერთნაირად აწვდიან თუ არა ერთი და იმავე კლასებს საჭირო ინფორმაციას დისტანციური სწავლების პირობებში? - ამ კითხვებზე არც ცალსახა პასუხი და არც სტატისტიკური მონაცემები არ არის საზოგადოებისთვის ცნობილი. 

თუ გავითვალისწინებთ, რომ გაკვეთილების ხანგრძლივობა პედაგოგის სურვილზეა დამოკიდებული, ყველა მასწავლებელი ერთნაირად არ უთმობს დროს ონლაინ გაკვეთილს, შესაბამისად, სხვადასხვა სკოლის ერთი და იმავე ასაკის მოსწავლეები განათლებას განსხვავებულად იღებენ.

ჩვენთვის ცნობილია, რომ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ რამდენჯერმე მოითხოვა სკოლის ადმინისტრაციისგან ისეთი ინფორმაცია, როგორიცაა მოსწავლეთა ჩართულობა სასწავლო პროცესში, მათი ოჯახური მდგომარეობა (არიან თუ არა მრავალშვილიანი ოჯახიდან), ვინ ერთვება ონლაინ გაკვეთილებში და ვინ უყურებს ტელესკოლას, აქვთ თუ არა ტექნიკური საშუალებები და ა.შ. ეს კითხვარები მასწავლებლების უმრავლესობამ შეავსო.

„გაკვეთილზე 5-6 ბავშვი საერთოდ ვერ მერთვება, მაგრამ ინფორმაცია რომ მომთხოვა დირექციამ, აღვნიშნე, რომ ტელესკოლას უყურებენ და სასწავლო პროცესშიც ერთვებიან. ძალიან რთულია იმის კონტროლი ვინ უფრო კარგად აითვისა დისნატციურად ახსნილი თუ გაგზავნილი მასალა. დილით დავალებას ვუგზავნი ბავშვებს, შემდეგ ვისაც სურვილი აქვს ამზადებს და უკუკავშირიც გვავს, ვინც არ შემოდის ინტერნეტში, ვერც საკმარისად იღებს ცოდნას. რა თქმა უნდა, დისტანციური სასწავლო პროცესი სრულყოფილი არაა და იმ საკითხების გავლა, რასაც ახლა ბავშვებს ვუხსნით, სკოლაში დაბრუნების შემდეგ მაინც მოგვიწევს“, - აღნიშნავს ჩვენთან საუბარში თბილისის ერთ-ერთი საჯარო სკოლის პედაგოგი.

თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ დირექტორების მცირე ნაწილი თითოეულ მოსწავლეზე ამომწურავ ინფორმაციას ითხოვს როგორც საგნის მასწავლებლებისგან, ასევე მათი დამრიგებლებისგან და მონაცემებსაც აღრიცხავს. 

თუმცა, მხოლოდ ინფორმაციის შეგროვება არაა საკმარისი. ფაქტია, დისტანციურ სასწავლო პროცესს ხარვეზებიც აქვს - ვერ მოწმდება თითოეული მოსწავლის მიღებული ცოდნა და ვერ კონტროლდება მასწავლებლის მიერ ონლაინ რეჟიმში ჩატარებული გაკვეთილის ხარისხი. რის საფუძველზე გააკეთებს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო საბოლოოდ ანალიზს, გაურკვეველია. უცნობია სტატისტიკა, სადაც აღრიცხულია თითოეული მოსწავლის ჩართულობა სასწავლო პროცესში, მათი აქტიურობის სიხშირე, გამოტოვებული გაკვეთილების რაოდენობა და შეუსრულებელი დავალებები. 

ახალი სასწავლო წელიც ფაქტია ახალი გამოწვევებით დაიწყება და სავარაუდოდ სწორედ შემოდგომაზე გამოჩნდება დისნატციური სწავლების ხარისხი - აღმოჩნდებიან მომდევნო კლასისთვის მოსწავლეები მზად თუ პედაგოგებს გასული სემესტრის მასალების ახსნა ხელახლა მოუწევთ.


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

ეროვნული სასწავლო გეგმის შესახებ სამინისტრო ინფორმაციას ავრცელებს

მასწავლებელს ანაზღაურებადი შვებულების გამოყენება ნაწილ-ნაწილ შეუძლია - იურისტის განმარტება

4 ადგილი სკოლაში, სადაც აკრძალულია ვიდეომონიტორინგი - დეტალები

ბაღის პერსონალის მართვის მეთოდოლოგიის დოკუმენტში გაწერილია სკოლამდელი დაწესებულების დირექტორისა და სხვა პერსონალის საკვალიფიკაციო მოთხოვნები

NAEC-მა გამოცდის შედეგები გამოაქვეყნა - დეტალები

პიროვნება

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან ტოლერანტები, ზრდილობიანები და გულკეთილები“

სკოლები

სკოლაში საპატიო სტუმრებს სიხარულით დახვდნენ

ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგმა - ლელა ზატუაშვილმა მათ შოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსნიდან“ ნაწყვეტები წააკითხა

საინტერესო

თუ არ იცით, რომ იოსებ გრიშაშვილი, ვასილ ბარნოვი, ეგნატე ნინოშვილი  - იცით ამ მწერლების ნამდვილი სახელი და გვარი ?

მწერლის ერთ-ერთი პირველი ფსევდონიმი „რაზიკოვი“ იყო... ლუკა რაზიკაშვილმა ვაჟა-ფშაველას ფსევდონიმით ხელმოწერა 1885 წელს დაიწყო

სიახლეები
საზოგადოება