სიახლეები
სიახლეები

მეცნიერებმა კორონავირუსით ზღვაში ან აუზებში ბანაობისას ინფიცირების რისკი შეაფასეს
30-05-2020
-
+


ზღვის წყალი ხელს უწყობს COVID-19- ის დეაქტივიზაციას, მტკნარში კი აუცილებელია სიფრთხილის ზომების მიღება.

ესპანეთის სამეცნიერო კვლევების უმაღლესი საბჭოს (CSIC) მეცნიერებმა დაასკვნეს, რომ ზღვის წყალში ბანაობისას და ასევე აუზებისა და სპა სალონების ვიზიტისას კორონავირუსით დაინფიცირება ნაკლებშესაძლებელია. კვლევის შედეგები ორგანიზაციის პორტალზე გამოქვეყნდა.

როგორც კვლევის ავტორებმა აღნიშნეს, ზღვის წყალში არსებული მარილი, მთლიანობაში განზავების ეფექტთან ერთად, სავარაუდოდ, ვირუსის დეაქტივაციას შეუწყობს ხელს.

აუზებსა და სპა-სალონებში აქტიურად იყენებენ სადეზინფექციო საშუალებებს, რაც ასევე საკმარისი უნდა იყოს მისი განადგურებისთვის. საუნებსა და ორთქლის აბანოებში კი ჰაერის მაღალი ტემპერატურაა (60 გრადუსზე მეტი), რაც COVID-19-ისთვის დამღუპველია.

ამავდროულად, მდინარეებში, ტბებში, მტკნარ წყალსა და დაუმუშავებელი წყლის ავზებში, ვირუსის სიცოცხლისუნარიანობა მაღალია, ამიტომ ასეთი ადგილების ვიზიტისას აუცილებელია სიფრთხილის ზომების მიღება.

მეცნიერებმა ასევე აღნიშნეს, რომ კორონავირუსით დასნებოვნების საფრთხე შესაძლოა იყოს ზღვის ან წყალსაცავის სანაპიროზე.

ამასთან, კვლევის ავტორები ვარაუდობენ, რომ ზღვის წყლის მარილის, მზის ულტრაიისფერი გამოსხივების და ცხელი ქვიშის ერთობლიობა ვირუსს გაანადგურებს.


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

ორშაბათიდან სკოლებში გამოცდები ჩატარდება - რომელ მოსწავლეებს ეხება ტესტირება

სასკოლო თემთან მომუშავე ფსიქოლოგების შერჩევა დაიწყო - კვალიფიკაცია, ანაზღაურება და განაცხადის ვადები ცნობილია

რომელ რესურსცენტრს ჰყავს ყველაზე მეტი მედალოსანი მოსწავლე - დეტალური სტატისტიკა 

2024 წლის პროფესიული განათლების მასწავლებლის ვინაობა ცნობილია - პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდოს გამარჯვებულები გამოვლინდნენ

პიროვნება

„მოსწავლეების ნათქვამი - „თქვენთან გავიგე მათემატიკა“ ეს ყველაფერს ნიშნავს ჩემთვის“

სკოლები

„STEM პროექტები მოზარდს ასწავლის ტექნოლოგიებს, შესძენს კრიტიკული აზროვნების უნარებს“

ღონისძიების მთავარი თემა იყო საქართველოს ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის შესწავლა

კიდევ ერთი ლამაზი და სამახსოვრო დღე შეემატა მოსწავლეთა მოგონებათა ყულაბას

სკოლაში სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა

მათ შექმნეს კედლის გაზეთი, წარმოადგინეს საკუთარი ნააზრევი დედასთან დაკავშირებით

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება
Loading...