მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
პროფესიულ სასწავლებლებში გრძელვადიან პროგრამებზე მიღება 20 მაისიდან, ხოლო სწავლა 12 ოქტომბრიდან დაიწყება - აღნიშნულის შესახებ განათლების ანტიკრიზისული გეგმის პრეზენტაციაზე განათლების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა აღნიშნა.
მისივე თქმით, იმ პროგრამებზე, რომლებიც საგანგებო მდგომარეობის გამო დროებით შეჩერდა, სწავლა აღდგება შემსუბუქების გეგმით გათვალისწინებულ IV ეტაპზე.
„პროფესიულ სასწავლებლებში გრძელვადიან პროგრამებზე მიღება 20 მაისიდან, ხოლო სწავლა 12 ოქტომბრიდან დაიწყება. პროფესიულ განათლებაზე ხელმისაწვდომობის მაქსიმალურად გაზრდისთვის სამინისტრო უზრუნველყოფს ჩარიცხვის წესის ცვლილებას ახალგაზრდებისა და მოწყვლადი ჯგუფების გათვალისწინებით. იგეგმება 8700-მდე ადგილის შეთავაზება. იმ პროგრამებზე, რომლებიც საგანგებო მდგომარეობის გამო დროებით შეჩერდა, სწავლა აღდგება შემსუბუქების გეგმით გათვალისწინებულ IV ეტაპზე.
აღსანიშნავია, რომ მომზადება-გადამზადების მოკლევადიან პროგრამაზე ამჟამად 137 პროგრამა და 2500 ადგილია ავტორიზებული.
სამინისტრომ ასევე ჩამოაყალიბა 17 დარგობრივი ქსელი, ონლაინ პლატფორმები, სადაც ერთი პროფესიის მასწავლებლები გაერთიანდნენ (მაგ. სოფლის მეურნეობის ქსელი, ტურიზმის ქსელი, სამშენებლო პროფესიათა ქსელი და ა.შ.). მათ მიერ მიმდინარეობს პროგრამების იმ კომპონენტების ანალიზი, რომელთა მიწოდება დისტანციურ რეჟიმშია შესაძლებელი. აღნიშნულის პილოტირება პირველი ივნისიდან დაიწყება", - აღნიშნავს მინისტრი.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
2024 წლის პროფესიული განათლების მასწავლებლის ვინაობა ცნობილია - პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდოს გამარჯვებულები გამოვლინდნენ
„მოსწავლეების ნათქვამი - „თქვენთან გავიგე მათემატიკა“ ეს ყველაფერს ნიშნავს ჩემთვის“
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ურავლის საჯარო სკოლას დირექტორი სოფიო გელაშვილი პასუხობს
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ნოღის საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების პედაგოგი თეთრიკო პაპავა პასუხობს
„STEM პროექტები მოზარდს ასწავლის ტექნოლოგიებს, შესძენს კრიტიკული აზროვნების უნარებს“
სკოლაში სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა