სიახლეები
სკოლები

„გული მეკუმშება როცა წარმოვიდგენ სკოლის ცარიელ დერეფნებს“- VIII კლასის მოსწავლე ანი ნაკაშიძემ პანდემიით შეცვლილ ცხოვრებას ჩანახატი მიუძღვნა
15-05-2020
-
+


ილია ჭავჭავაძის სახელობის ფოთის N5 საჯარო სკოლის VIII კლასის მოსწავლე ანი ნაკაშიძე კორონავირუსის პანდემიით შეცვლილ ცხოვრებას ჩანახატს უძღვნის. მოსწავლის მასწავლებელი ლელა ქვარცხავა გახლავთ.

გთავაზობთ მოსწავლის ჩანახატს:

„მონატრების ერთი თვე- რა გვასწავლა სიჩუმემ...“ 

მონატრების ერთი თვე...  სათაურის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, ეს თემა ნამდვილად ჩემია...ცოდვა გამხელილი  ჯობიაო, უთქვამთ და მეც გავამხელ, რომ გამიხარდა ეს იძულებითი არდადეგები, ჩემი ოცნება იყო  სიჩუმე, დასვენება, თავისუფლება გაკვეთილებისაგან და სკოლისგან. ამას რომ ვწერ, არ იფიქროთ თითქოს სასტიკ სკოლაში ვსწავლობ, ჩემი სკოლა არც აკაკი წერეთლის გიმნაზიას ჰგავს, ლინეიკებს და სხვა ძალადობრივ მეთოდებს რომ იყენებდნენ დისციპლინის დასამყარებლად და  არც   ჯეინ ეარის ნაცრისფერი სკოლას, სადაც გოგონებს სიხარულის უფლებას ართმევენ, ჩემი სკოლის ფორმა იისფერია და განწყობაც ამ ფერთანაა შეხამებული,  მოკლედ იმის თქმა მინდა, რომ სკოლიდან გაქცევის გამო კი არა, სულ სხვა რამის გამო მახარებდა მოწოდება ,,დარჩით სახლში“ . ისე არც არასდროს  ვყოფილვარ დიდად გარეთ გასვლის ან ხალხთან ლაპარაკის მოყვარული. განმარტოება მიყვარს, ბევრი დრო და ფიქრი...კიდევ ერთ ცოდვას გავამხელ,  არ მიყვარს დილით გაღვიძება და სკოლისთვის მომზადება. ჩემს სახლში ყოველ დილით ცოცხლდება „ტომ სოიერის თავგადასავლის“ დასაწყისი სცენა

_ტომ! პასუხი არ არის. - ტომ! პასუხი არ არის. - რა დაემართა ამ ბიჭს? ორი სიტყვაა იცვლება მხოლოდ,  ტომს ანი ენაცვლება და ბიჭს- ბავშვი. წლებია ასე გრძელდება, რა ვქნა, გაკვეთილების სწავლასა და ფიქრებში გათენებული უძილო ღამეების კომპენსაციას  დილის ტკბილი ძილით ვცდილობ, მაგრამ სად მაცლის ამას მასწავლებელი დედაჩემი, ადრე გარბის სკოლაში და მეც მიმარბენინებს,  ახლა იმედია შენც დაისვენებ და მეც დამასვენებ-მეთქი ვუთხარი დედას, როცა საგანგებო სიტუაცია გამოცხადდა.თავიდან  სიმართლე გითხრათ, დიდად არ ვდარდობდი, გულთან ახლოს არ მიმიტანია კორონა ვირუსის არსებობა,   ის ხომ ჯერ არ იყო საქართველოში, თავიდან სხვისი ჭირი ღობის ჩხირიას პრინციპით შევხედე ამ ამბავს, ახლა კი მრცხვენია ჩემი ეგოიზმის, ამიტომაა ფიქრი კარგი, საკუთარ თავში გახედებს და გეხმარება გაუკეთესებაში. თურმე ადამიანები იღუპებოდნენ, ყველაზე დაუცველებს, ავადმყოფებსა და მოხუცებს ირჩევდა მსხვერპლად ვერაგი კოვიდ 19, მე კი ვფიქრობდი, რომ ჩვენთან არ იქნება ეს რაღაც კორონა  და მიხაროდა   ის,  რომ უფრო მეტი დრო მქონდა არაფრის კეთებისთვის...მერე გავიგე, რომ ვერ გადავურჩით ამ უხილავ მტერს, ვირუსს, რომელმაც არც საზღვრები იცის  და არ ბლოგპოსტებს უშინდება, უვიზოდ შედის ყველგან, ადამიანებს სახლებში კეტავს, კარანტინებსა და საავადმყოფოებში ამწყვდევს და ხშირად სიცოცხლესაც ართმევს.  ვაღიარებ ძალიან შემეშინდა,  რადგან დაინფიცირებულთა რიცხვი მატულობდა, ქალაქის ქუჩები კი უფრო და უფრო ცარიელდებოდა, ძნელია შენი ქალაქის დაცარიელებული ქუჩების ყურება,  მით უმეტეს გაზაფხულზე! როცა ახლადამოსული მზის სხივები ქარის სუნთქვას აცხელებს. ალუბლის ყვავილები ჰაერში დაქრიან, თითქოს თავისუფლება პოვეს და თავის ნებაზე მიშვებულნი ქარს აყოლიან, ქარი კი  მათთვის ულამაზეს მელოდიას ღიღინებს. გარეთ ხმაურიანი სიჩუმეა...მომენატრა ამ სიჩუმის მოსმენა, ყველაფერი შეიცვალა, გარეთ სიჩუმეა, ჩემს სახლში კი ხმაური, ასე მგონია მეხუთე სკოლა ჩემს სახლშია გადმოტანილი, მე და დედა მაინც გაკვეთილებზე მივიჩქარით ყოველ დილით, ის თავის მეოთხეკლასელებს უტარებს დისტანციურ გაკვეთილებს, მე ჩემს  VIII ა  კლასტერს ვუერთდები, ონლაინდასვენებებზე  მოვიკითხავ ხოლმე კლასელებს , თუმცა მოკითხვები არ გვაკლია სოციალური ქსელების წყალობით, მაგრამ ვერ ცვლის ვირტუალური მოკითხვა რეალურს,  მეც კი, ვისაც ასე მიყვარს განმარტოება, ვაღიარებ, რომ მენატრება ჩემი მეგობრები, ბავშვები,  რომლებიც დერეფანში უმისამართოდ დარბოდნენ, მენატრება დამრიგებლის ჩხუბიც,  რომელიც მხოლოდ ჩვენს საკეთილდღეოდ ისმოდა გასუსულ საკლასო ოთახში. მენატრებათუნდაც სამარშრუტო ტაქსის ბოლოში,მარცხენა სკამზე ჯდომა და ხალხზე დაკვირვება „შეხება,ადამიანის შეხება პირველი კომუნიკაციის ფორმა. უსაფრთხოება,კომფორტი, დაცულობა“. გული მეკუმშება როცა წარმოვიდგენ სკოლის ცარიელ დერეფნებს,  რომლებსაც ადრე მხიარულება ავსებდა. აპრილი ძალიან შეუმჩნევლად გაგვეპარა, ახლა მაისი სწავლობს სიჩუმეს.  ისე ყველაფერს ორი მხარე აქვს და  კარგი მხრიდანაც შევხედოთ ამ ყოველივეს,  ბუნება სუფთავდება, ჰაერი იწმინდება, თითქოს დედამიწამ შვებით ამოისუნთქა, დაისვენა დაღლილმა და დაქანცულმა. მე იმედი მაქვს, რომ პანდემია მალე დამთავრდება და 14 სექტემბერს, დილით, 9 საათზე , ავდგები, სკოლის იისფერ ფორმას ჩავიცვამ და მონატრებულ მასწავლებლებსა და მეგობრებს გადავეხვევი.

                                                              ფოთის N5 საჯარო სკოლის VIII კლასის მოსწავლე ანი ნაკაშიძე.

ჩანახატი გამოგზავნილია „მონატრების 1 თვე - რა გვასწავლა სიჩუმემ“ თემის გამოხმაურების ფარგლებში


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

როგორია ხალი წელი ხელოვნების გაკვეთილზე? - დღეს მოგიყვებით კრეატიულობისა და მხიარულების სინთეზზე... 

ანაზღაურება 2640 ლარია და საკვალიფიკაციო მოთხოვნები ცნობილია - ვაკანსიაზე განაცხადის გაგზავნისთვის ბოლო ვადა დღეს არის

საქართველოში მოსწავლეთა 11.3%, ელექტრონულ სიგარეტს, 11.6% კი თამბაქოს მოიხმარს - დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი

განათლებული მასწავლებელი ინვესტიციაა განათლებულ მომავალში

რა ცვლილებები შეეხება ადგილობრივ სკოლამდელ დაწესებულებებს ცნობილია

პიროვნება

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან ტოლერანტები, ზრდილობიანები და გულკეთილები“

სკოლები

როგორც სკოლაში გვითხრეს, პროექტი ტრადიციად იქვევა 

16 დეკემბერს კი, მე-8 კლასის მოსწავლეებმა ინგლისური ენის მასწავლებლის სოფიო ალფაიძის ორგანიზებით ჩაატარეს ინგლისურენოვანი ღონისძიება 

მოსწავლეებმა თავიანთი ნიჭიერების წყალობით, სასკოლო საზოგადოების მოწონება დაიმსახურეს

ეს დღე კი, მოსწავლეებისთვის დაუვიწყარ მოგონებად იქცა

საინტერესო

როგორია ხალი წელი ხელოვნების გაკვეთილზე? - დღეს მოგიყვებით კრეატიულობისა და მხიარულების სინთეზზე... 

დღეს, განვიხილავთ იდეებს, რომლებიც მოსწავლეებს სიამოვნებას მიანიჭებს და ბუნებასაც დაიცავს 

ჰიმნის შექმნა არა მხოლოდ მუსიკალური პროექტი, არამედ მთელი სკოლის გაერთიანების შესაძლებლობაა -   ის გვახსენებს, ვინ ვართ, რა გვაერთიანებს და რას ვზეიმობა

ბოლო ერთი კვირის აქტივობები მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ მოსწავლეებმა განიცადონ საერთო საახალწლო სიხარული... 

სიახლეები
საზოგადოება