სიახლეები
სიახლეები

როგორი დავალება უნდა მისცეს სკოლამ მოსწავლეს, რომელიც შეფასებას არ დაეთანხმება - „მოდელი პედაგოგიური თვალსაზრისითაც საინტერესოა“
18-05-2020
-
+



იმ შემთხვევაში, თუ განსაზღვრული წლიური ქულა მოსწავლისთვის არ არის დამაკმაყოფილებელი და სურს საგნის წლიური ქულა აიმაღლოს, მას ექნება შესაძლებლობა სკოლის ადმინისტრაციას ნებისმიერი ფორმით (განცხადება, ელექტრონული ფოსტა, სატელეფონო შეტყობინება) მიმართოს და  კონკრეტულ საგანში ნიშანი აიმაღლოს. 

აღნიშნულის შესახებ ცნობილი განათლების ანტიკრიზისული გეგმის წარდგენისას გახდა. პრეზენტაციაზე განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა სამინისტროს მიერ შემუშავებულ იმ სიახლეებზე გაამახვილა ყურადღება, რომელიც წარმატებულ მოსწავლეთა ინტერესებს, კერძოდ, მათი მხრიდან წლიური შეფასების გაუმჯობესებას  უკავშირდება.

„მინდა გითხრათ, რომ მსოფლიოს წამყვან ქვეყნებში ჩვენ მიერ შემუშავებული წლიური შეფასების სისტემა აპრობირებული მოდელია და პედაგოგიური თვალსაზრისითაც ძალიან საინტერესოა“ - აღნიშნა მიხეილ ჩხენკელმა. 

აღსანიშნავია, რომ ქულის ამაღლების ვადები განსხვავებულია XII და  IX კლასებისა და დანარჩენი კლასების მოსწავლეებისთვის. 

კერძოდ, XII კლასის მოსწავლეებს, რომელთაც განსაზღვრული წლიური ქულა არ აკმაყოფილებთ და IX კლასის მოსწავლეებს, რომლებმაც გადაწყვიტეს სავალდებულო ზოგადი განათლების მიღების შემდეგ სისტემიდან გასვლა, შესაძლებლობა აქვთ სკოლის ადმინისტრაციას მიმართონ 21-დან 29 მაისის ჩათვლით და კონკრეტულ საგანში ნიშნის ამაღლების სურვილი დააფიქსირონ. სკოლის ადმინისტრაცია მათ 19 ივნისამდე მისცემს კომპლექსურ დავალებას, რომლის საფუძველზეც ისინი საბოლოოდ შეფასდებიან. სკოლის ადმინისტრაცია ვალდებულია მოსწავლეებს წინასწარ გააცნოს კომპლექსური დავალებები და ჩაუტაროს კონსულტაციები საჭიროებისამებრ.

რაც შეეხება დანარჩენი კლასების მოსწავლეებს, რომელთაც განსაზღვრული წლიური ქულა არ აკმაყოფილებთ და სურთ წლიური ქულის ამაღლება, შესაძლებლობა აქვთ სკოლის ადმინისტრაციას 16-დან 30 ივნისის ჩათვლით მიმართონ და კონკრეტულ საგანში შეფასება გაიუმჯობესონ. 

ნიშნის გამოსწორების შესაძლებლობა მათ 2020-2021 სასწავლო წლის პირველ სემესტრში მიეცემათ.

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

სასკოლო თემთან მომუშავე ფსიქოლოგების შერჩევა დაიწყო - კვალიფიკაცია, ანაზღაურება და განაცხადის ვადები ცნობილია

რომელ რესურსცენტრს ჰყავს ყველაზე მეტი მედალოსანი მოსწავლე - დეტალური სტატისტიკა 

2024 წლის პროფესიული განათლების მასწავლებლის ვინაობა ცნობილია - პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდოს გამარჯვებულები გამოვლინდნენ

 პროექტი მარტის ბოლოდან ყველა საჯარო სკოლას შეეხება - დეტალები

პიროვნება

„მოსწავლეების ნათქვამი - „თქვენთან გავიგე მათემატიკა“ ეს ყველაფერს ნიშნავს ჩემთვის“

სკოლები

„STEM პროექტები მოზარდს ასწავლის ტექნოლოგიებს, შესძენს კრიტიკული აზროვნების უნარებს“

ღონისძიების მთავარი თემა იყო საქართველოს ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის შესწავლა

კიდევ ერთი ლამაზი და სამახსოვრო დღე შეემატა მოსწავლეთა მოგონებათა ყულაბას

სკოლაში სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა

მათ შექმნეს კედლის გაზეთი, წარმოადგინეს საკუთარი ნააზრევი დედასთან დაკავშირებით

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება