სიახლეები
სიახლეები

„დისტანციური სწავლება შესაძლებელია ინტეგრირდეს სასწავლო პროცესში“ - ეკატერინე დგებუაძე პედაგოგებს მადლობას უხდის
16-05-2020
-
+


დისტანციური სწავლება იძლევა მრავალფეროვნების შესაძლებლობას, საკლასო ოთახში გაკვეთილის ჩატარებას არაფერი შეცვლის, თუმცა შესაძლებელია ეს ფორმაც ინტეგრირდეს სასწავლო პროცესში - ამის შესახებ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ეკატერინე დგებუაძემ განაცხადა. 

მისივე შეფასებით, დისტანციური სწავლების ფორმატი გამოწვევა იყო, რომელსაც სისტემამ წარმატებით ჩააბარა - „პედაგოგები ნამდვილად იმსახურებენ ჩვენი მხრიდან მადლიერებას, რადგან ის უნარები რაც აქამდე არ ქონდათ, გამოავლინეს“ - ამბობს მინისტრის მოადგილე და დასძენს, რომ ტექნოლოგიურ უნარებთან გამკლავება მარტივი არ ყოფილა. 

„რეალურად, ეს იყო გამოწვევა, რადგან სისტემას ამის გამოცდილება არ ჰქონია. თუმცა, რეფორმების პროცესში ვართ, ახალი სკოლის მოდელისგან, რომელსაც განათლების სამინისტრო ავითარებს, გვქონდა კარგი გამოცდილება, რომ სამინისტრომ წინასწარ შეიძინა ლიცენზია Microsoft Teams-ის, რომელიც ვირტუალური კლასის ორგანიზების საშუალებას იძლევა. ძალიან სწარფ რეჟიმში მოგვიწია ყველა მასწავლებლისა და მოსწავლეების დარეგისტრირება. ძალიან მოკლე ვადაში ყველა მასწვლებელს ჰქონდა ვირტუალური კლასი, სადაც ინტეგრირებულები არიან თავისი კლასის მოსწავლეები. შესაბამისად, ეს სირთულე მეტ-ნაკლებად გადავლახეთ და ონლაინ რეჟიმში წარმატებულად დაიწყო. თუმცა იყო გამოწვევები, გამოწვევა იყო ის, რომ მასწავლებლების უნარები ტექნოლოგების გამოყენების არ იყო კარგი, მაგრამ მათ ძალიან ბევრი იშრომეს, ბევრი გააკეთეს და მადლობას ვუხდი მათ. ნამდვილად იმსახურებენ ისინი ჩვენი მხრიდან მადლიერებას, რადგან ის უნარები, რაც აქამდე არ ქონდათ, გამოავლინეს. ეს კი მარტივი არ იყო. ეს პირველი ნაბიჯები გადაიდგა - მასწავლებელი ჩაერთო, სკოლისთვის კარგი გამოცდილებაა. დისტანციური სწავლება იძლევა მრავალფეროვნების შესაძლებლობას, საკლასო ოთახში გაკვეთილის ჩატარებას არაფერი შეცვლის, თუმცა შესაძლებელია ეს ფორმაც ინტეგრირდეს სასწავლო პროცესში. ძალიან კარგი მაგალითები გვაჩვენა ამის“ - აცხადებს ეკატერინე დგებუაძე „იმედის“ ეთერში.

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

სასკოლო თემთან მომუშავე ფსიქოლოგების შერჩევა დაიწყო - კვალიფიკაცია, ანაზღაურება და განაცხადის ვადები ცნობილია

რომელ რესურსცენტრს ჰყავს ყველაზე მეტი მედალოსანი მოსწავლე - დეტალური სტატისტიკა 

2024 წლის პროფესიული განათლების მასწავლებლის ვინაობა ცნობილია - პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდოს გამარჯვებულები გამოვლინდნენ

 პროექტი მარტის ბოლოდან ყველა საჯარო სკოლას შეეხება - დეტალები

პიროვნება

„მოსწავლეების ნათქვამი - „თქვენთან გავიგე მათემატიკა“ ეს ყველაფერს ნიშნავს ჩემთვის“

სკოლები

„STEM პროექტები მოზარდს ასწავლის ტექნოლოგიებს, შესძენს კრიტიკული აზროვნების უნარებს“

ღონისძიების მთავარი თემა იყო საქართველოს ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის შესწავლა

კიდევ ერთი ლამაზი და სამახსოვრო დღე შეემატა მოსწავლეთა მოგონებათა ყულაბას

სკოლაში სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა

მათ შექმნეს კედლის გაზეთი, წარმოადგინეს საკუთარი ნააზრევი დედასთან დაკავშირებით

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება