სიახლეები
სკოლები

„ქედს ვიხრით თითოეული საგნის პედაგოგის მიმართ“ - ბათუმის N8 სკოლის X კლასის მოსწავლეთა მშობლებმა მასწავლებლებს მადლობის წერილი გაუგზავნეს
18-05-2020
-
+


„ქედს ვიხრით თითოეული საგნის პედაგოგის მიმართ“ - ბათუმის N8 საჯარო სკოლის X კლასის მოსწავლეების მშობლებმა სკოლის დირექციას და პედაგოგებს მადლობის წერილი გაუგზავნეს. წერილში მშობლები მადლობას უთვლიან მასწავლებლებს შექმნილ სიტუაციაში აქტიური დისტანციური გაკვეთილებისთვის და მოსწავლეებზე ზრუნვის გამო.

„დღეს ჩვენ, თითოეული ჩვენგანი: მოსწავლე, მასწავლებელი თუ მშობელი ვიმყოფებით დიდი გამოწვევის წინაშე.

მაშინ, როცა მსოფლიოში და ამავდროულად, საქართველოშიც მოძრაობა და თითქოსდა სიცოცხლეც შეჩერდა წამის მეასედით. მაშინ, როცა თითოეულ ჩვენგანს მოგვიწია შეჯახება ამ უხილავ ბიოლოგიურ მტერთან და მსოფლიო პანდემიის წინაშე აღმოვჩნდით. და მიუხედავათ ამისა, ჩვენი მე-8 საჯარო სკოლის ადმინისტრაცია და პედაგოგები თავს არ ზოგავენ პირველივე დღიდან იმისთვის, რომ ჩვენს შვილებს ნათელი მომავალი შეუქმნან და ისინი კარგ, წარმატებულ პიროვნებებად და ადამიანებად ჩამოაყალიბონ.

ამიტომ, უღრმესი მადლობა მინდა ვუთხრა X კლასის და მშობლების სახელით სკოლის ადმინისტრაციას, დირექტორს და განსაკუთრებით ამ კლასის დამრიგებელს, ქალბატონ მადონა წივწივაძეს. ის არის ჩვენი იმედი, ჩვენი შვილების მფარველი, ენერგიული და მიზანსწრაფული. არცერთი წუთი და წამი ბავშვები უყურადღებოდ არ დაუტოვებია.

ვიცი, რაოდენ რთულია ონლაინ გაკვეთილების ჩატარება, ყველა წვრილმანი უნდა გაითვალისწინოს პედაგოგმა.

რასაც ჩვენი სკოლის პედაგოგები აკეთებენ ნამდვილად გმირობის ტოლფასია.

ქედს ვიხრით თითოეული საგნის პედაგოგის მიმართ, დიდ პატივისცემას და უღრმეს მადლობას გამოვხატავთ. ისინი ზრუნავენ და მუხლჩაუხრელად შრომობენ ჩვენი შვილების მომავლის და მათი კეთილდღეობისთვის.

„ყველა ბავშვი მზეა, ოღონდ უნდა ანათებინო“.

კიდევ ერთხელ დიდი მადლობა და პატივისცემა ჩვენგან მადონა მასწავლებელო, რომ ჩვენს შვილებს ანათებინებთ და დედობასაც კი უწევთ.

მადლობა თქვენ, გმირო პედაგოგებო!

პატივისცემით მე-8 საჯარო სკოლის X კლასი“,-წერია სამადლობელო წერილში.


კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

როგორ განისაზღვრება მითითებული საგანმანათლებლო პროგრამებიდან რომელზე უნდა მოიპოვოს სწავლის გაგრძელების უფლება აბიტურიენტმა?

ახალი სასწავლო წლის საათობრივი ბადე მე-12 კლასისა და საშუალო საფეხურისთვის

როდის უნდა დაბრუნდნენ სკოლაში პედაგოგები და სხვა თანამშრომლები - სამინისტრო განმარტავს

რა შემთხვევაში მიიღებენ ოჯახები 350-500 და 800-ლარიან დახმარებას - ბიუჯეტი

პიროვნება

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს შაუმიანის N3 საჯარო სკოლის დირექტორი აიდა აზატინი პასუხობს

სკოლები
საინტერესო

„საჯარო სკოლებში გამოცდილების გარეშე დასაქმება თითქმის შეუძლებელია, ამ პროფესიაში პირველი ნაბიჯი ალბათ კერძო სკოლა იქნება“

ჰაერის ტემპერატურას სასკოლო ტესტების შედეგებზე შეუძლია გავლენის მოხდენა

„რთულია შევაფასო განათლების დონე ქვეყანაში, თუმცა ეს განვითარებადი სფეროა, მუდმივად ვითარდება და იხვეწება“



სიახლეები
საზოგადოება