სიახლეები
სკოლები

„უცნობი ისტორიები“​ - შუაღელეს საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის ონლაინკონფერენცია ჩატარდა
18-05-2020
-
+


2020 წლის 2-16 მაისს, ზვიად დავითაძის სახელობის ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შუაღელეს საჯარო სკოლაში პროექტი - „უცნობი ისტორიები“ განხორციელდა. პროექტში მერვე-მეთორმეტე კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ.

პროექტი დაიგეგმა შიდასასკოლო ონლაინკონფერენციის სახით და ორგანიზება გაუწია ისტორიის მენტორმა მასწავლებელმა მერი ბეჟანიძემ.

16 მაისს კონფერენციაზე თოთხმეტმა მოსწავლემ წარმოადგინა 14 ძალიან საინტერესო ნაშრომი იმ უცნობი ისტორიული მოვლენების შესახებ, რომლებიც მათ სასკოლო პროგრამით არ შეუსწავლიათ.

მოსწავლეებმა ერთმანეთი შეაფასეს შემდეგი ნომინაციების მიხედვით: „საუკეთესო“, „აქტუალური“, „აკადემიური“, „ორიგინალური“, „სახალისო“, „საინტერესო“, „დაუჯერებელი“, „მრავალფეროვანი“. თითოეულ მონაწილეს გადაეცა დიპლომი ან სიგელი (ელექტრონული ვერსია).

სკოლის წარმომადგენლის თქმით, პროექტის ფარგლებში მოსწავლეებს განუვითარდათ ინფორმაციის მოძიების, ანალიზის, კვლევის, მოვლენათა შედარება-შეპირისპირების, მსჯელობის, დასკვნის გაკეთების, საკუთარი აზრის გამოხატვისა და დაცვის უნარ-ჩვევები.

იხილეთ ფოტოები


კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

როგორ განისაზღვრება მითითებული საგანმანათლებლო პროგრამებიდან რომელზე უნდა მოიპოვოს სწავლის გაგრძელების უფლება აბიტურიენტმა?

ახალი სასწავლო წლის საათობრივი ბადე მე-12 კლასისა და საშუალო საფეხურისთვის

როდის უნდა დაბრუნდნენ სკოლაში პედაგოგები და სხვა თანამშრომლები - სამინისტრო განმარტავს

რა შემთხვევაში მიიღებენ ოჯახები 350-500 და 800-ლარიან დახმარებას - ბიუჯეტი

პიროვნება

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს შაუმიანის N3 საჯარო სკოლის დირექტორი აიდა აზატინი პასუხობს

სკოლები
საინტერესო

„საჯარო სკოლებში გამოცდილების გარეშე დასაქმება თითქმის შეუძლებელია, ამ პროფესიაში პირველი ნაბიჯი ალბათ კერძო სკოლა იქნება“

ჰაერის ტემპერატურას სასკოლო ტესტების შედეგებზე შეუძლია გავლენის მოხდენა

„რთულია შევაფასო განათლების დონე ქვეყანაში, თუმცა ეს განვითარებადი სფეროა, მუდმივად ვითარდება და იხვეწება“



სიახლეები
საზოგადოება