მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ახალციხის მუნიციპალიტეტის, ტყემლანის საჯარო სკოლის მე-10 კლასის მოსწავლემ ვასილ კაპანაძემ მონაწილეობა მიიღო კამპანიის - „ეს ქვეყანა შენიას" ფარგლებში გამოცხადებულ კონკურსში.
კამპანია „ეს ქვეყანა შენია" ემსახურება საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერებას.
კამპანია მოიცავს 3 ძირითად მიმართულებას:
მოსწავლემ ნამუშევარი წარადგინა ნომინაციაზე-სამოქალაქო ღირებულებების დამკვიდრება. პროექტის კურატორი მასწავლებელი იყო სამოქალაქო განათლების პედაგოგი მ.კაპანაძე. პროექტის ფარგლებში მოსწავლემ შექმნა ვიდეორგოლი, რომლის მიზანია, საზოგადოების ინფორმირება. ადამიანებმა უნდა გააცნობიერონ ის საფრთხეები, რაც შეიძლება მოყვეს პანდემიის პერიოდულ აფეთქებას, მნიშვნელოვანია თითოეულმა მოქალაქემ გავიზიაროთ პასუხისმგებლობა ქვეყნის წინაშე. შევინარჩუნოთ ცხოვრების ის რიტმი, რაც პანდემიამ გვასწავლა. გავაგრძელოთ ჰიგიენის დაცვა, შევინარჩუნოთ სოციალური დისტანცია, დავრჩეთ სახლში თუ ამას გადაუდებელი აუცილებლობა არ მოითხოვს. ვიბრძოლოთ ერთად უხილავი მტრის საბოლოო დამარცხებამდე.
ნამუშევრების წარდგენის ბოლო ვადა იყო 15 მაისი. ტყემლანის საჯარო სკოლის დირექცია მადლობას უხდის ვასილ კაპანაძეს აქტიურობისათვის და უსურვებს წარმატებას.
იხილეთ ვიდეორგოლი
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
სკოლაში შესვლის მურველთა ასაკი 2025 წელს ბოლოჯერ შეიცვლება - დეტალები
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
„მადლობა ამ ლამაზი, ხალისიანი და სიყვარულით სავსე დღისთვისბედნიერი 2025 წელი! გილოცავთ!“, - ამ სიტყვებით დაგვირგვინდა პირველი სემესტრიც და 2024 წელიც