მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ავად თუ კარგად, საქართველოს პედაგოგიურმა საზოგადოებამ ყველა ის გამოწვევა დაძლია, რომლის წინაშეც კორონავირუსის პანდემიის გამო აღმოვჩნდით. ახლა ყველა სასწავლო წლის დასრულებას ელის.
მიუხედავად იმისა, რომ მანამდე ბევრი ვარაუდი თუ ჭორ-მართალი არსებობდა სწავლის დასრულების თარიღთან დაკავშირებით, საბოლოოდ გაირკვა, რომ ამ მხრივ არაფერი იცვლება და სასწავლო პროცესიც მიმდინარე სასწავლო წელს, თავიდანვე გათვალისწინებული თარიღით, ანუ 15 ივინისს დასრულდება. თუმცა, როგორც აღმოჩნდა, გარკვეული ცვლილება ონლაინ სწავლების გამო მაინც გამოიკვეთა, რომელიც არც განათლების სამინისტროსა და არც ზოგადად სასკოლო საზოგადოებაზეა დამოკიდებული.
Etaloni.ge-ს რამდენიმე მშობელი დაგვიკავშირდა და ინფორმაცია მოგვაწოდა: როგორც ირკვევა, სკოლების მიერ ონლაინ რეჟიმში ჩატარებულ მშობელთა კრებაზე სკოლის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ დისტანციური სწავლება სკოლებში 12 ივნისს დასრულდება. საქმე ის გახლავთ, რომ 12 ივნისი პარასკევია, 13-14, შაბათ-კვირას ემთხვევა, ხოლო 15 ივნისი ორშაბათია. შესაბამისად სკოლები ერთი დღის გამო ონლაინ რეჟიმში სწავლის გაგრძელებას აღარ აპირებენ და სასწავლო პროცესს კვირის ბოლოს ანუ 12 ივნისს ასრულებენ.
ასე რომ, გამოდის, 12 ივნისის შემდგომ სკოლების მიერ ონლაინ-გაკვეთლები აღარ ჩატარდება.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
სასკოლო თემთან მომუშავე ფსიქოლოგების შერჩევა დაიწყო - კვალიფიკაცია, ანაზღაურება და განაცხადის ვადები ცნობილია
2024 წლის პროფესიული განათლების მასწავლებლის ვინაობა ცნობილია - პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდოს გამარჯვებულები გამოვლინდნენ
„მოსწავლეების ნათქვამი - „თქვენთან გავიგე მათემატიკა“ ეს ყველაფერს ნიშნავს ჩემთვის“
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ურავლის საჯარო სკოლას დირექტორი სოფიო გელაშვილი პასუხობს
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ნოღის საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების პედაგოგი თეთრიკო პაპავა პასუხობს
„STEM პროექტები მოზარდს ასწავლის ტექნოლოგიებს, შესძენს კრიტიკული აზროვნების უნარებს“
სკოლაში სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა