სიახლეები
სკოლები

„რთულია, ასეთი ლამაზი დღე, ისე გაუშვა, ბუნებას არ „მოეფერო“ - ჭალადიდის საჯარო სკოლის მოსწავლის ჩანახატი
18-05-2020
-
+


ხობის მუნიციპალიტეტის ჭალადიდის საჯარო სკოლის მოსწავლე მეგი ლიპარტია პანდემიით შეცვლილ რეალობაზე ჩანახტში წერს და ემოციებს გვიზიარებს. როგორც მოსწავლე გვიმხელს, ბუნებასთან სიშორე და გაზაფხულის სილამაზის მხოლოდ ფანჯრებიდან ყურება უმძიმს:

წარმოიდგინეთ წყნარი, ცხელი და მშვენიერი დღე! მინდვრებზე მზის სხივები ჩამოიღვარა და ბრწყინავს. ამ დროს კი თქვენ ფანჯრიდან იყურებით და გარეთ ვერ გადიხართ... ძალიან რთულია, ასეთი ლამაზი დღე, ისე გაუშვა, რომ ბუნებას არ „მოეფერო“, არ ჩაწვე მწვანედ აბიბინებულ ბალახში და მზეს მიეფიცხო, რადგან შენი ერთი არასწორი ნაბიჯით, შესაძლოა არა მარტო საკუთარ, არამედ სხვის სიცოცხლესაც საფრთხე შეუქმნა!
   
ალბათ რა კარგი იქნებოდა ეს პანდემია საერთოდ რომ არ არსებობდეს! მაგრამ, ვისწავლიდით კი ადამიანები ერთმანეთის პატივისცემასა და დაფასებას? მივხვდებოდით, თუ რაოდენ ძვირფასია სიცოცხლე? ალბათ ვერა!

დღეს წინა ხაზზე იბრძვიან ექიმები, მათ დაამარცხეს ის შიში, რომელიც COVID-19 მა გამოიწვია, ცდილობენ, გადაარჩინონ ადამიანების სიცოცხლე და სწორედ ამიტომ მოგვიწოდებენ, რომ #დავრჩეთსახლში.

საბოლოო ჯამში, სიჩუმემ, ღრმად ფიქრი, დაფასება და მონატრება მასწავლა! მუდმივ მარტოობაში კარგი არაფერია... მთავარია ადამიანებმა ერთმანეთი შევიყვაროთ და ყველაფერი კარგად იქნება!

ჩანახატი გამოგზავნილია „მონატრების 1 თვე - რა გვასწავლა სიჩუმემ“ თემის გამოხმაურების ფარგლებში

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

2024 წლის ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის გამარჯვებულების ვინაობა ცნობილია

იცვლება მასწავლებლის განათლებისადმი დადგენილი მოთხოვნები - მთავრობის დოკუმენტი

ინფორმაცია სპეცმასწავლებლებისთვის, რომლებსც პრაქტიკოსის სტატუსი აქვთ

რა განათლება უნდა ჰქონდეს აღმზრდელსა და თანაშემწეს - ბრძანება

რესურსცენტრების ხელმძღვანელებს დამატებითი ვალდებულება განესაზღვრათ - მუნიციპალური ბიუჯეტი

პიროვნება

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან ტოლერანტები, ზრდილობიანები და გულკეთილები“

სკოლები

ბავშვებმა ერთმანეთსა და დამსწრე საზოგადოებას დაუვიწყარი წუთები და ემოციები აჩუქეს

საინტერესო

საკლასო ოთახების ციფრული ტრანსფორმაცია წარმოადგენს საჭირო და გარდაუვალ პროცესს... 

მწერლის ერთ-ერთი პირველი ფსევდონიმი „რაზიკოვი“ იყო... ლუკა რაზიკაშვილმა ვაჟა-ფშაველას ფსევდონიმით ხელმოწერა 1885 წელს დაიწყო

დამატებითი უქმე დღე მასწავლებლებისთვის - ასე ცდილობენ ბრიტანეთის სკოლებში ახალგაზრდა კადრების მოზიდვას

სიახლეები
საზოგადოება