სიახლეები
სიახლეები

მასწავლებლის სახლი ვაკანსიებს აცხადებს - ანაზღაურება 1500 ლარიდან 1800 ლარამდეა
19-05-2020
-
+


მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი ვაკანსიებს აცხადებს. ახალი კადრები მასწავლებლის სახლს პროექტის „ახალი სკოლის მოდელი“ ფარგლებში, სკოლების მხარდაჭერისა და განვითარებისთვის სჭირდება. დასაქმებულის ანაზღაურება 1500 ლარიდან 1800 ლარამდე იქნება.

კონკურსი ჩატარდება 4 ეტაპად:

1.საკონკურსო განაცხადების განხილვა-განაცხადების გადარჩევა;

2.თეორიული ტრენინგი და გამოცდა-წერითი დავალება;
3.გასაუბრება (გასაუბრების ფორმატი განისაზღვრება კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი ვითარების შესაბამისად);
4. პრაქტიკული სამუშაო-ზეპირი დავალება. 

მთავარი მოთხოვნებია უმაღლესი განათლება და 2018-2024 წლების ესგ-ს ცოდნა. მსურველებს ვაკანსიაზე განაცხადის გაგზავნა 22 მაისის ჩათვლით შეუძლიათ.  

აპლიკანტს შეუძლია, შეითავსოს პედაგოგიკური ან სამეცნიერო საქმიანობა კვირაში არაუმეტეს 10-საათიანი დატვირთვით. 

ვაკანსიები ცხადდება შემდეგი მიმართულებით:

  1. ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვისა და განვითარების სპეციალისტი (საგანმანათლებლო ლიდერობის მიმართულებით)
  2. ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვისა და განვითარების სპეციალისტი (სამოქალაქო განათლების მიმართულებით)
  3. ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვისა და განვითარების სპეციალისტი (ფიზიკის მიმართულებით)
  4. ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვისა და განვითარების სპეციალისტი (გეოგრაფიის მიმართულებით)
  5. ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვისა და განვითარების სპეციალისტი (ფიზიკური აღზრდა და სპორტის მიმართულებით)
  6. ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვისა და განვითარების სპეციალისტი (ქართული ენისა და ლიტერატურის მიმართულებით)
  7. ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვისა და განვითარების სპეციალისტი (ბიოლოგიის მიმართულებით)
  8. ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვისა და განვითარების სპეციალისტი (ქიმიის მიმართულებით)
  9. ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვისა და განვითარების სპეციალისტი (კომპიუტერული ტექნოლოგიების მიმართულებით)
  10. ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვისა და განვითარების სპეციალისტი (სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების მიმართულებით)
  11. ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვისა და განვითარების სპეციალისტი (უცხოური ენის მიმართულებით)
  12. დაწყებითი საფეხურის I-IV კლასების ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვისა და განვითარების სპეციალისტი
  13. ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვისა და განვითარების სპეციალისტი (მუსიკის მიმართულებით)
  14. ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვისა და განვითარების სპეციალისტი (ინკლუზიური განათლების მიმართულებით)
  15. ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვისა და განვითარების სპეციალისტი (მათემატიკის მიმართულებით)
  16. ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვისა და განვითარების სპეციალისტი (ისტორიის მიმართულებით)

დაინტერესებულებმა უნდა შეავსოთ რეზიუმე ვებგვერდზე hr.gov.ge და გაგზავნოთ განაცხადი სასურველ ვაკანსიაზე.


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

ახალ საგანს სკოლებში 2025 წლის სექტემბრიდან ისწავლიან - ცვლილება საბაზო საფეხურს ეხება

გეგმური და არაგეგმური შემოწმებები საჯარო და კერძო სკოლებში - რა წერია დოკუმენტში

მასწავლებელთა საცდელი ტესტირების შედეგები ცნობილია - ინფორმაცია სპეცპედაგოგებისთვის

საქართველო ENQA-ის წევრობის კრიტერიუმებს არ აკმაყოფილებს, ცენტრს ხარვეზების გამოსასწორებლად 2 წლიანი ვადა აქვს

პიროვნება
„განათლება ქმნის თავისუფალ და მოაზროვნე ადამიანს“ – ძველი აბაშის საჯარო სკოლის დირექტორის ხედვა მოსწავლეზე, სკოლასა და მომავალზე

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი
სკოლები

ყვარლის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებს დეზინფორმაციაზე შექმნილი ვიდეორგოლისთვის სერტიფიკატები გადაეცათ

დაბა მესტიის N3 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ქართული ენის დღე აღნიშნეს

პედაგოგი, მაია კვენეტაძე ცდილობს, გაკვეთილი ბავშვებისთვის იყოს სახალისო, საინტერესო, მრავალფეროვანი...

„სკოლა ულოცავს წარმატებას და მომავალში არაერთ გამარჯვებას უსურვებს საამაყო სპორტსმენს“

არაფორმალური განათლების ხელშეწყობა სკოლის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება