სიახლეები
სკოლები

„თურმე სამოთხეში ვცხოვრობდით და ვერ ვაფასებდით“ - ქობულეთის N2 საჯარო სკოლის მე-8 კლასის მოსწავლის ჩანახატი
18-05-2020
-
+


ქობულეთის N2 საჯარო სკოლის 8 ბ კლასის მოსწავლე ნინი ჩაგანავა კორონავირუსის გამო შეცვლილ ყოველდღიურობაზე ჩანახატში წერს და საკუთარ განცდებს გვიზიარებს. მის ნამუშევარს ჩვენ უცვლელად გთვავაზობთ: 


                                                      რა გვასწავლა სიჩუმემ? - მონატრების 1 თვე

მსოფლიო პანდემიის გამო თითქოს დრო გაჩერდა. სიჩუმემ და ერთმანეთის მონატრებამ ბევრი რამ გვასწავლა. კაცობრიობამ დიდი დანაკარგი განიცადა ადამიანები დაიღუპნენ, დაიმფიცირდნენ ვირუსით, 9 საათის შემდეგ გარეთ გასვლა აიკრძალა, შეიზღუდა ადამიანთა მოთხოვნილებები, გვენატრება ახლობლები, თანაკლასელები, მასწავლებლები... ქუჩაში თავისუფლად გადაადგილება,ზღვის სანაპიროზე საღამოობით სეირნობა... სახლებში გამოვიკეტეთ.

წელს საოცარი გაზაფხული დაგვიდგა ნაცრისფერი, ცივი, წვიმიანი. ბუნებამაც გვამხილა ჩვენი დაუდევრობით, მოუფრთხილებლობით, მაგრამ მოგვეცა საშუალება საკუთარი თავი უკეთ შევიცნოთ და დავაფასოთ ის რაც გვაქვს. ძალიან სასიამოვნოა მოგონებების გახსენება, რომლებიც გვაკავშირებს: კლასელებთან, მასწავლებლებთან და მთლიანად სკოლასთან. მინდა დავდიოდე სკოლაში. ხშირად მესიზმრება აჟრიამულებული დერეფნები, საკლასო ოთახები, თურმე სამოთხეში ვცხოვრობდით და ვერ ვაფასებდით.

სკოლა მხოლოდ ადგილი არ არის საიდანაც ვიღებთ განათლებას ,ვეუფლებით სწავლის სწავლას,ის არის ადგილი, სადაც იქმნება საუკეთესო მოგონებები რომელთა გახსენება ძალიან სასიამოვნოა.


როგორც ამბობენ: ზოგი ჭირი მარგებელიაო და ამ შემთხვევაშიც ალბათ ამ მდგომარეობაში ადამიანების ნაწილი ვიცვლებით და უფრო მეტად ტოლერანტები ვხდებით.

მაგალითად, მე ვისწავლე, რომ თითოეულ წამს,წუთს, დღეს და კვირას გაფრთხილება სჭირდება.

ყველაზე მეტად მენატრება ყოველდღიური ცხოვრებიდან ერთი ჩვეულებრივი დღე და ადამიანები, რომლებიც მონაწილეობდნენ, ავსებდნენ და უფრო მრავალფეროვანს ხდიდნენ ამ დღეს. ამ სიჩუმეში უნდა აღმოვაჩინოთ საკუთარ თავში შესაძლებლობები ისინი გამოვიყენოთ და ყველამ ერთად გადავარჩინოთ დედამიწა,ვთესოთ სიკეთე.

ასეთ დროს, ამ ვითარებაში, არ უნდა დავკარგოთ იმედი და უნდა გვქონდეს საკუთარი თვის რწმენა, გვჯეროდეს, რომ ყველაფერი მოგვარდება და დავემორჩილოთ წესებს, რომლის დაცვაც ჩენთვის და სხვა ადამიანებისთვისაც უმნიშვნელოვანესი და აუცილებელია, ალბათ ასე გადავლახავთ მსგავს რთულ პერიოდს და პრობლემას.

ყველა ადამიანი სამყაროს რაიმე მიზნით ვევლინებით და ჩვენი ვალია გავიგოთ ეს მიზანი და მის განხორციელებას შევუდგეთ.

ცხოვრება კი მშვენიერია და უნდა დავაფასოთ ის რაც გაგვაჩნია.

ჩანახატი გამოგზავნილია „მონატრების 1 თვე - რა გვასწავლა სიჩუმემ“ თემის გამოხმაურების ფარგლებში

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

2024 წლის პროფესიული განათლების მასწავლებლის ვინაობა ცნობილია - „პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდო“

 პროექტი მარტის ბოლოდან ყველა საჯარო სკოლას შეეხება - დეტალები

ანაზღაურება 2336 ლარია - მანდატურის სამსახური ფისქოლოგების შერჩევას იწყებს 

სკოლის დირექტორებთან მასწავლებლის სახლმა შეხვედრა ჩაატარა

ინფორმაცია აბიტურიენტებისთვის - როგორ უნდა მოიქცეთ თუ საგანმანათლებლო პროგრამაზე მითითებულია ერთი ან რამდენიმე უცხოური ენა? 

პიროვნება

„მოსწავლეების ნათქვამი - „თქვენთან გავიგე მათემატიკა“ ეს ყველაფერს ნიშნავს ჩემთვის“

სკოლები

„STEM პროექტები მოზარდს ასწავლის ტექნოლოგიებს, შესძენს კრიტიკული აზროვნების უნარებს“

ღონისძიების მთავარი თემა იყო საქართველოს ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის შესწავლა

კიდევ ერთი ლამაზი და სამახსოვრო დღე შეემატა მოსწავლეთა მოგონებათა ყულაბას

სკოლაში სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა

მათ შექმნეს კედლის გაზეთი, წარმოადგინეს საკუთარი ნააზრევი დედასთან დაკავშირებით

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება