სიახლეები
სკოლები

„ჩემს ფანჯრებში იმედის სხივი აკიაფდა!“ - მე-5 კლასის მოსწავლე სალომე წულაია ჩანახატს გვიზიარებს
18-05-2020
-
+


„ჩემს ფანჯრებში იმედის სხივი აკიაფდა!“ - ფოთის N15 საჯარო სკოლის მე-5 კლასის მოსწავლე სალომე წულაიამ საქართველოში კორონავირუსისგან შექმნილ ვითარებას ჩანახატი მიუძღვნა. მოსწავლე თავის ემოციებზე გვიამობს, მის ნამუშევარს ჩვენ უცვლელად გთავაზობთ. 


                                                                  ჩემს ფანჯრებში იმედის სხივი აკიაფდა!

მე თერთმეტი წლის ცელქი და მოუსვენარი გოგო ვარ, ერთი ძალიან ლამაზი და უძველესი ფაზის-ქალაქის მკვიდრი. შეიძლება ითქვას, რომ თანატოლებისგან განსხვავებით ზედმეტად მოუსვენარიც კი ვარ. ვინც მე მიცნობს ან სმენია ჩემზე,  უთუოდ „ვერცხლის წყალს“ ან „ქარბორბალას“ მადარებს ხოლმე. მე ის ვარ, რაც ვარ. ძალიან არ მომწონს ერთფეროვნება, ერთფეროვანი სოციუმი იქნება ეს თუ ერთფეროვანი საარსებო გარემო. არც ის ჩარჩოები მომწონს, რომელშიც უნდათ, რომ  აღმზარდონ ან მაცხოვრონ.

უფლის ნებით ლაღი და მშვიდი ბავშვობა მაქვს, მოსაწყენად არ მცალია, მყავს უამრავი ამხანაგი, მეგობარი, საქმეც ბევრი მაქვს და ცხოვრების ფერხულში ჩაბმულს, უეცრად... covid-19-ის  განგაშის ზარი ჩამესმის. პრემიერი  პანდემიასთან  საბრძოლველად სარეკომენდაციო წერილს კითხულობს, არადა არ ილევა ამკრძალავი სანქციების ნუსხაც. არც პანდემიასთან ბრძოლის ხანგძლივობაა დროში გაწერილი. მივხვდი, რომ ჩემი ცხოვრება იცვლება, ჩემი აქტივობების ნუსხა  ერთბაშად შემცირდა. ბევრი ამკრძალავი ნიშანი აინთო ჩემს მეხსიერებაში. უხილავ მტერს ებრძვის მსოფლიო, მშობლებიც წუხან, ბევრ სხვა სადარდებელთან ერთად ახალი სადარდებელიც დაემატათ. მესმის მათი, რთულია „ქარბორბალა“ ოთახში გამოკეტო, და „ვერცხლისწყალს“ ხტუნვა აუკრძალო, ან  თუნდაც ორივეს ერთად სამოქმედო საზღვრები განუსაზღვრო.

ვცილობ, გადავეწყო ახალ პლატფორმაზე, არ ვიმჩნევ, როგორ მენატრებიან მეგობრები, მეზობლები, ნათესავები, გარემო, რომელშიც ლაღად დავნავარდობდი. მიჭირს ამ ყველაფერთან შეგუება, ნუთუ  „ბავშვობა“ დამთავდა?!-გონებაში გამიელვა წამით.

მერე გაჩნდა ლოზუნგი -„დარჩისახლში“-ეს ყველაზე რთული დავალება იყო ჩემს ცხოვრებაში, რომლის შესრულებასაც მოითხოვდნენ ჩემგან ჯერ მშობლები და შემდეგ ჩემი ხალხი. ძნელბედობის ჟამს, ბუნებრივია ჩემი ოჯახის და სამშობლოს სადარაჯოზე უნდა მდგარიყავი და დავრჩი სახლში. მაგრამ  უკვე ვეღარ ვუძლებ, ძალიან მენატრება ჩემი ამხანაგები, სკოლა, გაკვეთილები, მასწავლებლები. ყველაფერი მენატრება, რაც აქამდე მაბედნიერებდა. თითქოს covid-19 -მა ჩემი ბავშვობა ისევე შთანთქა, როგორც ასეულობით ადამიანის სიცოცხლე. როცა მე დაკარგულ ბავშვობას მივტირი, ვიღაც დაკარგულ სიცოცხლეს დასტირის, და მეც ვჩერდები, არც ისეთი პატარა ვარ, არ ვიცოდე სიცოცხლის ფასი.

მართალია, პანდემიასთან საბრძოლველად გაწერილი რეგულაციების შემსუბუქება დაიწყო, მაგრამ ვიცი ძველებურად აღარაფერი იქნება. ჩემში ჩვეული სილაღის დაბრუნებას დრო დასჭირდება.

დრო მიდის, გაზაფხულის სითბო სულსა და გულში ჩაიღვარა. ჩემს ფანჯრებში იმედის სხივი აკიაფდა. იმედით შევყურებ მომავალს, მჯერა ყველა მონატრებას  სიხარული შეცვლის. უჩვეულო სიჩუმე  დაგვტოვებს და ქუჩები ახმაურდება. ადამიანების სახეზე გაჩენილ ნაღველს ღიმილი ჩაანაცვლებს. მჯერა, რომ მალე ჩემსავით  მოუსვენარი  ბავშვები თავისი   ცხოვრების რიტმს საათის ისრების წიკწიკის ააყოლებს და მსოფლიოც გახალისდება.

ფოთის  N15  საჯარო სკოლის

მე-5 კლასის მოსწავლე სალომე წულაია

კლასის ხელმძღვანელი  მ.შამათავა

ჩანახატი გამოგზავნილია „მონატრების 1 თვე - რა გვასწავლა სიჩუმემ“ თემის გამოხმაურების ფარგლებში


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

სკოლაში მასწავლებლად დასაქმების მსურველთა რეგისტრაცია დაიწყო - დეტალები

მასწავლებლობის მაძიებლობის პერიოდის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტის ნიმუში დამტკიცდა

2200 ლარიანი ვაკანსია - განაცხადის წარდგენის ვადა 3 დღეში იწურება - რამდენი კადრი უნდა შეირჩეს

სად უნდა ნახოთ, გაქვთ თუ არა NAEC-ში ატესტატის მიიტანის ვალდებულება - დეტალური განმარტება

პიროვნება

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი

სკოლები

14 აპრილს, საქართველოში დედაენის დღე აღინიშნება

კალიგრაფიისა და ესეების კონკურსი ალერტკარის საჯარო სკოლაში

ალერტკარის პირველი კლასის მოსწავლეებმა გემოების გამოცნობის სახალისო აქტივობაში მიიღეს მონაწილეობა

აქტივობის ფარგლებში ბავშვებმა ერთმანეთს გაუზიარეს მნიშვნელოვანი ინფორმაციები

პროექტში მონაწილეობდნენ გორისის საჯარო სკოლის მეცხრე კლასის მოსწავლეები

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება