სიახლეები
სკოლები

„ნუ შევხედავთ ამ კარანტინს მხოლოდ ცუდი მხრიდან, ვეძებოთ კარგი და აუცილებლად ვიპოვით“ - VIII კლასის მოსწავლის პოზიტიური ჩანახატი
18-05-2020
-
+


ილია ჭავჭავაძის სახელობის ფოთის N5 საჯარო სკოლის VIII კლასის მოსწავლე ანა ბერია სახლში ყოფნის ერთ თვეს ჩანახატს უძღვნის. ანამ საკუთარი ემოციები და ფიქრები თავისი ნაშრომის საშუალებით გაგვიზიარა. 

„მონატრების ერთი თვე“

ოდესმე ვინმე წარმოიდგენდა იმას, რომ ბავშვს სკოლა მოენატრებოდა? მე პირადად არ წარმომედგინა. ყველას ერთი სული გვქონდა, როდის მოვიდოდა პარასკევი, ამ ბედნიერი დღის ბოლო გაკვეთილი, როგორი რთული საგანიც არ უნდა ყოფილიყო, მაინც გვიყვარდა, რატომ? იმიტომ რომ მხიარული შაბათ-კვირა გველოდა წინ. გვაბედნიერებდა სანატრელი ზარის ხმა: „მორჩა, ბავშვებო, სახლში წასვლის დროაო!“ მაგრამ სულაც არ იყო სასიამოვნო, როცა იგივე ხმა მკაცრად გვაფრთხილებდა : „მორჩა დასვენება, საკლასო ოთახებში შედითო“. ახლა  ყველაფერი შეიცვალა, ახლა ყველას ის ზარი გვენატრება,  რომელსაც საკლასო ოთახებში ძალად შევყავდით. სკოლის ზარის ხმა სხვა ზარის ხმამ შეცვალა, საბედისწეროდ ჩამოჰკრა და დიდი თუ პატარა-ყველა გააჩუმა. ამ სიჩუმის მიზეზი კორონავირუსია, კოვიდ-19, რომელმაც ცხოვრება შენობებში, აივნებზე, ინტერნეტსივრცეში გადაიტანა, გარეთ კი სიცარიელე დარჩა. ჯანმრთელი ადამიანები სახლში, ინფიცირებულნი კლინიკებში, ვირუსზე ეჭვმიტანილნი კი კარანტინში-აი, მსოფლიოს ახალი წესრიგი, რომელიც კორონავირუსმა დააწესა. ისე ხდება ჩვენს თავს, როგორც ერთ უცხოურ სიმღერაშია: ,,ცხოვრება ისეთი მშვენიერი იყო, მერე კი ყველა ჩაგვკეტეს“.

ისეთი დაუკვირვებელიც არ ვარ, ვერ ვხვდებოდე სახლში დარჩენა რომაა ერთადერთი, რითიც შეიძლება ახლა ადამიანები ერთმანეთს დავეხმაროთ, მაგრამ რა ვქნა, მომენატრა ის გრაფიკი, რომლითაც აქამდე ვცხოვრობდი. მართალია, ეს გრაფიკი მღლიდა  და ვწუწუნებდი, მაგრამ ახლა მენატრება სკოლაც, საბავშვო ტელევიზიის სტუდიაც, ბალეტზეც ვივლიდი ისევ და საათობით ვიმეცადინებდი. ხმაური და ჟრიამული მომენატრა.  ყველა დღე ერთმანეთს ჰგავს. განსაკუთრებელი და საინტერესო არაფერი ხდება. მარტო მე არ ვარ ასე, ალბათ, ყველას მოენატრა  ახლობლები, სასწავლებელში თუ სამსახურში სიარული, მეგობრებთან ერთად გართობა და სხვა.  ვაღიარებ, დასვენების პირველი დღეები ძალიან კარგი იყო,  არა სკოლა, არა დავალებები, რასაც გინდა იმას გააკეთებ მთელი დღის განმავლობაში, მაგრამ როდემდე?  ამ კარანტინმაც რომ ვერ შეძლო ჩემი სიზარმაცის გაქრობა, ისე მთლად წყალწაღებული ნუ გეგონებით, წიგნებს ვკითხულობ, ამას წინათ ჩემი ასაკისთვის რთული წიგნი წავიკითხე („სოფის სამყარო“) მასწავლებელმა გაიკვირვა, მაგრამ მერე მითხრა, ყოჩაღ, კარგად გაგიგიაო. ჩემები მეუბნებიან, რომ უფრო მეტი უნდა ვიკითხო. ახლა შევამჩნიე, რომ სახლში ყოფნა და განმარტოება ბევრ რამის გადაფასებაში დამეხმარა, ანე ფრანკს ხომ ძალიან მოსწონს მამის ნათქვამი „ყველა ბავშვი თვითონ უნდა ზრდიდეს თავის თავს“, ვფიქრობ, ეს მართლაც  საუკეთესო გზაა საკუთარი თავის უკეთესობიკენ შესაცვლელად.

მიუხედავად იმისა, რომ გვენატრება ერთმანეთი, ამ კარანტინს კარგი მხრიდანაც შევხედოთ, მაგალითად: ახლა უფრო მეტი დრო გვაქვს საფიქრელად, თუ რა გვინდა,  ან ვინ გვინდა ვიყოთ მომავალში. თუ რამდენად კარგები ვართ, ან ვიყავით დღევანდელ დღემდე. ასევე უფრო მეტი დრო გვაქვს მშობლებთან გასატარებლად  და მონატრების ასანაზღაურებლად, ყველაზე კარგი კი ისაა, რომ დედამიწამ ამოისუნთქა, რომ შევადაროთ დედამიწა ადრე და დედამიწა ახლა დარწმუნებული ვარ, დღევანდელ მდგომარეობას აირჩევთ. ისე ხშირად არ მოძრაობს ტრანსპორტი, რის გამოც არ არის მანქანის გამონაბოლქვი, ქარხნებიდანაც არ გამოდის დაბინძურებული ჰაერი და ამან დედამიწა დაასვენა.

ნუ შევხედავთ ამ კარანტინს მხოლოდ ცუდი მხრიდან, ვეძებოთ რაიმე კარგი და მერწმუნეთ აუცილებლად ვიპოვით.

ჩანახატი გამოგზავნილია „მონატრების 1 თვე - რა გვასწავლა სიჩუმემ“ თემის გამოხმაურების ფარგლებში


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

სკოლაში მასწავლებლად დასაქმების მსურველთა რეგისტრაცია დაიწყო - დეტალები

მასწავლებლობის მაძიებლობის პერიოდის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტის ნიმუში დამტკიცდა

2200 ლარიანი ვაკანსია - განაცხადის წარდგენის ვადა 3 დღეში იწურება - რამდენი კადრი უნდა შეირჩეს

სად უნდა ნახოთ, გაქვთ თუ არა NAEC-ში ატესტატის მიიტანის ვალდებულება - დეტალური განმარტება

პიროვნება

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი

სკოლები

14 აპრილს, საქართველოში დედაენის დღე აღინიშნება

კალიგრაფიისა და ესეების კონკურსი ალერტკარის საჯარო სკოლაში

ალერტკარის პირველი კლასის მოსწავლეებმა გემოების გამოცნობის სახალისო აქტივობაში მიიღეს მონაწილეობა

აქტივობის ფარგლებში ბავშვებმა ერთმანეთს გაუზიარეს მნიშვნელოვანი ინფორმაციები

პროექტში მონაწილეობდნენ გორისის საჯარო სკოლის მეცხრე კლასის მოსწავლეები

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება