სიახლეები
სკოლები

„წაიღე შენი სიტყვები უკან“ - ფოთელი მოსწავლის ჩანახატი
18-05-2020
-
+


„წაიღე შენი სიტყვები უკან“ - ფოთის N3 საჯარო სკოლის მოსწავლე ანი გრიგოლიამ საქართველოში ეპიდემიისგან გამოწვეულ მდგომარეობას ჩანახატი მიუძღვნა. მოსწავლე თავის შეხედულებებს ნაშრომში გადმოგვცემს. მისი დამრიგებელი ნინო კაკულიაა.

„წაიღე შენი სიტყვები უკან“

რა თქმა უნდა, ყველას გაგიკვირდებათ, თუ რატომ მოვიფიქრე, ეს სახელი, საქმეც სწორედ ამაშია! დღეს 21-ე საუკუნეში საზარელმა, ვირუსმა covid-19 მოიცვა, მთელი მსოფლიო, ქვეყანა და ქალაქი. მეტსახელად კორონავირუსმა, ყველა ჩვენთაგანის ცხოვრება, რადიკალურად, შეცვლა. დაგვამწყვდია სახლში და გარკვეული ადგილი დაიკავა ჩვენს ცხოვრებაში. იყო დრო და წარსული, როდესაც ფუნქციონირებდა სკოლა. მოსწავლეების დიდი ნაწილი საუბრობდა, რომ მათ არ უნდოდათ სკოლა, ეზარებოდათ სკოლაში სიარული, სწავლა და ასე შემდეგ და ახლა დადგა სწორედ ის დრო, როდესაც ამ ვითარებამ მოგვანატრა სკოლა, სწავლა და მეგობრები და მასწავლებლებიც, ამიტომაც ჩემი აზრით, ყველა ბავშვისა და მოსწავლეს მოენატრება ის დრო, როდესაც ისინი იყვნენ თავისუფლები, დადიოდნენ სკოლაში, ჰქონდათ ურთიერთობა მეგობრებთან, მასწავლებელთან და იღებდნენ განათლებას.

როდესაც ამ თემას ვწერდი ჩემი სლოგანი იყო „მონატრება“ და სწორედ ეს თემა ამას შეეხება „წაიღე შენი სიტყვები უკან“, რადგან ის დრო შეიძლება აღარ მოვიდეს, რაც შეეხება ამ წინადადებას „ის დრო შეიძლება აღარ მოვიდეს" რა თქმა უნდა ერთიანი ძალებით ჩვენ დავამარცხებთ ამ ვირუსს დავუბრუნდებით ჩვეულ ცხოვრებას, მაგრამ ამისთვის გარკვეული დრო და ერთობლიობაა საჭირო დარჩი სახლში. „დარჩი სახლში“ რა თქმა უნდა, ძნელია სახლში ყოფნა, იყო ერთ ადგილას, ერთ გარემოში. ბავშვებს ყველაზე მეტად უჭირთ. ისინი დიდ დროს ატარებენ ტელეფონთან, კომპიუტერთან და დრო ამით გაჰყავთ. რა თქმა უნდა, განათლება მნიშვნელოვანია, უნდა ვიკითხოთ წიგნები, ვიმეცადინოთ ბევრი და ა.შ. რადგან განათლება ჩვენი მომავალია. რაც შეეხება კომპიუტერებსა და ტელეფონებს, ისინი გარკვეულ ზიანს გვაყენებენ, მაგრამ ამას დადებითი მხრიდანაც უნდა შევხედოთ, რადგან ადამიანის ფსიქიკა წვრილმანმა ზეწოლამაც შეიძლება დააზიანოს. ძნელია როდესაც „გამოკეტილი“ ხარ სახლში. აი, ეს სახლში ყოფნაც კი გარკვეულ დაღს ასვამს ადამიანს. ბავშვები ტელეფონთან და კომპიუტერთან კომუნიკაციის დროს იხსნიან ყოველგვარ სტრესს და გულს აყოლებენ. თუ გვინდა, რომ დაუბრუნდეთ ჩვეულ ცხოვრებას, დავრჩეთ სახლში გავუფრთხილდეთ თავსა და სხვების ჯანმრთელობას.

ჩანახატი გამოგზავნილია „მონატრების 1 თვე - რა გვასწავლა სიჩუმემ“ თემის გამოხმაურების ფარგლებში


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

სკოლაში მასწავლებლად დასაქმების მსურველთა რეგისტრაცია დაიწყო - დეტალები

მასწავლებლობის მაძიებლობის პერიოდის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტის ნიმუში დამტკიცდა

2200 ლარიანი ვაკანსია - განაცხადის წარდგენის ვადა 3 დღეში იწურება - რამდენი კადრი უნდა შეირჩეს

სად უნდა ნახოთ, გაქვთ თუ არა NAEC-ში ატესტატის მიიტანის ვალდებულება - დეტალური განმარტება

პიროვნება

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი

სკოლები

14 აპრილს, საქართველოში დედაენის დღე აღინიშნება

კალიგრაფიისა და ესეების კონკურსი ალერტკარის საჯარო სკოლაში

ალერტკარის პირველი კლასის მოსწავლეებმა გემოების გამოცნობის სახალისო აქტივობაში მიიღეს მონაწილეობა

აქტივობის ფარგლებში ბავშვებმა ერთმანეთს გაუზიარეს მნიშვნელოვანი ინფორმაციები

პროექტში მონაწილეობდნენ გორისის საჯარო სკოლის მეცხრე კლასის მოსწავლეები

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება