მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ასლან შაინიძის სახელობის ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ დისველის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მაისის დღესასწაულები აღნიშნეს და ნამუშევრები შექმნეს.
„ვარდისფერი მაისის თვის, ცისარტყელასავით შეფერილი დღეები! მაისის თვის უცნობი დღესასწაულები მაისი არის შესანიშნავი თვე, რომელიც სრულ თავისუფლებას განიჭებს, გრძნობების გამოვლენასა და განვითარებისათვის. ხელს უწყობს, ცვლილებების განხორციელებას, აღმაფრენას, ოცნებების ახდენას, შთაბეჭდილების მოხდენასა და სიყვარულის აღქმას. ამ პერიოდში გიღიმის გული, გიხარია სიცოცხლე. ბუნებრივი სილამაზის ფონზე, თითოეულ შენს ქმედებას განსაკუთრებულ დატვირთვა აქვს. თითქოს ნებით თუ უნებლიეთ მიისწარაფი სრულყოფილებისაკენ, ამიტომ არის უნიკალური ეს თვე, თავისი ნაკლებად ცნობილი
დღესასწაულებით, მოგახსენებთ რამოდენი მათგანს:
მარწყვის დღე
ახლად აკრეფილი უგემრიელესი, არომატული ხილის დაგემოვნება, ამ დღის შემადგენელი ნაწილია. მსურველს
ეძლევა სრული თვისუფლება, საკუთარი ინიციატივით შევიდეს, იმ სამეურნეო ნათესებში, რომელიც მოიცავს მისი ინტერესის სფეროს და დააგემოვნოს სასურველი ხილი.
ბავშვის დღე....
ახასიათებენ როგორც ყველაზე ხმაურიან, ვარდისფერი შეფერილობის, განსაკუთრებულად სათნო დღედ. მშობლები ბავშვებს აძლევენ სრულ თავისუფლებას, რომ ახალმა თაობამ, სამყაროს გენიოსებად იგრძნონ თავი.ეს უნიკალურ საშუალებაა რწმენის ჩამოყალიბებასა და განმტკიცებისათვის.
ძმების დღე
ამ დღეს დედმამიშვილები, კიდევ ერთხელ არწმუნებენ როგორც საკუთარ თავს, ასევე ოჯახის წევრსაც თუ რაოდენ მნიშვნელოვანია ძმა ძმისთვის, განსაკუთრებული სიყვარულითა და პატივისცემით აღნიშნავენ ამ დღეს.
თვალნათლივ სჩანს, რომ მაისის თვე, სულიდან ხორცამდე მორგებულია, ოჯახის სიყვარულსა და სითბოს...სწორედ ეს არის ოჯახის სიწმინდე და ახალი თაობის ჩამოყალიბების უპირველესი საფეხური.
დისველის საჯარო სკოლის მოსწავლეები სრულიად საქართველოს ულოცავს, ოჯახის სიწმინდის დღეს, უსურვებს სამომავლოდ, ისეთი ოჯახები შექმნილიყოს და გამრავლებულიყოს, როგორსაც ჩვენი მრავალსაუკუნოვანი ქვეყნის, ისტორიასა და კულტურას დაამშენებს. დისველის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ეს დღე თავისი ნაშრომებით მოგოლოცათ..“,- აღნიშნულია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.
იხილეთ ფოტოები
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
სკოლაში შესვლის მურველთა ასაკი 2025 წელს ბოლოჯერ შეიცვლება - დეტალები
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
„მადლობა ამ ლამაზი, ხალისიანი და სიყვარულით სავსე დღისთვისბედნიერი 2025 წელი! გილოცავთ!“, - ამ სიტყვებით დაგვირგვინდა პირველი სემესტრიც და 2024 წელიც