მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ფოთის N4 საჯარო სკოლის X ა კლასის მოსწავლე ელენე გაბისონია კორონავისრუსის ეპიდემიის ფონზე შემნილ მდგომარეობას ემოციური ჩანახტით ეხმაურება, რომელსაც ჩვენ უცვლელად გთავაზობთ:
„პლანეტა პანდემიის შემდეგ“
რა იყო გუშინ? რა არის დღეს? და რა გველის ხვალ?
სულ რაღაც ორიოდე თვის წინ, ვერავინ წარმოიდგენდა, რომ კაცობრიობა ამგვარი გამოწვევის წინაშე დადგებოდა. მოდით, მანამ სანამ ჩვენს ირგვლივ, ადამიანები ცდილობენ გაუმკლავდნენ ვირუსს, დავფიქრდეთ ჩვენი ცხოვრების წესზე, დავუსვათ საკუთარ თავებს შეკითხვა - რატომ ხდება ეს ყოველივე? ვინ შეიძლება იყოს დამნაშავე? იქნებ ეს ჩვენი ქმედებების საზღაურია რომელსაც დედამიწაზე ვახორციელებთ? როცა პანდემიას დავძლევთ, როგორ უნდა განვაგრძოთ ცხოვრება ისე, რომ იგივე არ განმეორდეს?
ჩემი ღრმა რწმენით, მე გამაჩნია სწორი პასუხები, რომლის შესახებაც ახლა გიამბობთ.
ვირუსები დედამიწაზე არსებობს უკვე რამდენიმე მილიარდი წელია. ისინი პარაზიტობენ ყოველგვარ ცოცხალზე. ეს არის საოცარი ფენომენი, რომელიც უნდა გავიგოთ. ეს სრულებით არ ნიშნავს იმას, რომ ისინი ჩვენი მტრები არიან, პირიქით, მე მჯერა, რომ ვირუსებმა ძალიან დიდი როლი ითამაშეს გენეტიკურ დივერსიფიკაციაში! ის რომ სახეობების ამგვარი მრავალფეროვნება არსებობს დედამიწაზე მათი დამსახურება მგონია.
კაცობრიობა თავისი სხეულის სიმსივნეა!
ჩვენ ადამიანები:
განვაგრძობთ გარემოს დაბინძურებას
საკუთარი ხელებით ვანადგურებთ ჩვენთვის საჭირო საარსებო რესურსებს
ჩვენ ვჭრით, ჩვენ ვანგრევთ, ჩვენ ვჭამთ!
ჩვენ გარემოზე თავდასხმად განვაგრძობთ...
დავკარგეთ ყოველგვარი პატივისცემა ცოცხალი სამყაროს მიმართ, მეთოდურად ვანგრევთ ამ მართლაც უნიკალურ პლანეტას და რატომ გვიკვირს რომ ამაზე ბუნება რეაგირებს?
სიცოცხლის გადაშენების მე-5 ეტაპი დაიწყო, რომელსაც ეწოდება „ანტროპომორფული“ ანუ ადამიანის მიერ ინიცირებული.
ამ ბიო სფეროში, ამ უნიკალურ პლანეტაზე, სასწაულის დონეზე ჩამოყალიბდა მრავალფეროვანი, მშვენიერი ცოცხალი გარემო! ჩვენ კი ვიქცევით როგორც ამ სიცოცხლის პირველი მტრები!
იმისათვის, რომ წარმოვიდგინოთ რა შეიძლება მოხდეს სულ მალე პლანეტაზე, მოვიყვან მაგალითს :
მოდით ვისაუბროთ აღდგომის კუნძულზე.
ეს არის ადგილი წყნარ ოკეანეში, სადაც თავის დროზე არსებობდა უნიკალური კულტურა. როცა ევროპელებმა აღმოაჩინეს ეს ადგილი, ის უკვე დაცემის, განადგურების ფაზაში იყო გადასული. მომსპარი არქიტექტურა, გაღატაკებული ადამიანები, გაუბედურებული გარემო...
ეკოლოგებმა შეისწავლეს საკითხი და მიიღეს მეტად ტრაგიკული პასუხი. ცივილიზაციის განვითარებასთან ერთად, გაიზარდა მოსახლეობა, მოხდა დემოგრაფიული კატასტროფა. კუნძულის რესურსები ადამიანთათვის გახდა არასაკმარისი. დაიწყეს პალმის ტყეების გაჩეხვა, თესავდნენ საკვებ მცენარეებს, რამაც გამოფიტა ნიადაგი, მოხდა ეროზია, კლიმატის ცვლილება და საბოლოოდ გვალვები.
ცივილიზაციამ განიცადა ეკო სუიციდი.
რატომ მოხდა ეს აღდგომის კუნძულზე ასე სწრაფად? ეს კუნძული არის ძალიან პატარა და მოწყვეტილი დანარჩენი სამყაროსგან. რაც დღეს დედამიწაზე ხდება, ეს არის ის რაც მოხდა აღდგომის კუნძულზე! უბრალოდ, პლანეტის სიდიდის გამო, ეს პროცესი მიმდინარეობს ნელი ტემპით. ჩვენ უნდა გავიაზროთ რომ გარემოს და ბუნებას უფრო მეტი სიფრთხილით მოვეპყრათ. ჯერ კიდევ არის დრო! პასუხი კითხვაზე, თუ რა უნდა მოვიმოქმედოთ პანდემიის შემდეგ, არის მარტივი - უნდა გავხდეთ გარემო მეგობრულები!
ჩვენ უნდა ვიპოვოთ ფორმულა იმისა თუ როგორ ვიარსებოთ ისე, რომ ყველაფერი არ გავაცამტვეროთ!
დანტე ალიგიერი გვეუბნება :
„ჯოჯოხეთში ყველაზე შავბნელი ადგილები იმ ადამიანებისთვისაა შენახული, რომლებიც მორალური კრიზისის დროს მოქმედებაზე უარს აცხადებენ.“
კრიზისმა, რომელზეც დანტე გვესაუბრება, უკვე დიდი ხანია ადგილი დაიმკვიდრა დედამიწაზე და იმის მაგივრად რომ მოქმედებაზე გადავიდეთ და აღმოვფხვრათ პრობლემა, ხელს ვუწყობთ მის უკიდურეს ფორმებში გადასვლას.
პანდემიის შემდეგ, გვექნება სხვაგვარი დამოკიდებულება ერთმანეთისადმი, დაინერგება სიყვარულის უფრო მეტი ელემენტი, იქნება ღვთისადმი მიდრეკილების უფრო მეტი შესაძლებლობა, შეგვეცვლება მენტალიტეტი, გაიზრდება ერთმანეთთან შეკავშირების ტენდენცია! მაგრამ არის ერთი, ყველაზე მთავარი - დავაფასებთ თითოეულ წუთს!
ვირუსი, არის ცოცხალი ორგანიზმი, რომელიც გრძნობს უარყოფით ენერგიებს და იკვებება მისით.
არავითარი შიში! არავითარი პანიკა!
დავნერგოთ ოპტიმიზმი!
მოქმედებაზე გადასვლის დროა!
ეს არის გამოსავალი!
ჩანახატი გამოგზავნილია „მონატრების 1 თვე - რა გვასწავლა სიჩუმემ“ თემის გამოხმაურების ფარგლებში
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
როგორია ხალი წელი ხელოვნების გაკვეთილზე? - დღეს მოგიყვებით კრეატიულობისა და მხიარულების სინთეზზე...
ანაზღაურება 2640 ლარია და საკვალიფიკაციო მოთხოვნები ცნობილია - ვაკანსიაზე განაცხადის გაგზავნისთვის ბოლო ვადა დღეს არის
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
ღონისძიებას უამრავი სტუმარი ესწრებოდა
16 დეკემბერს კი, მე-8 კლასის მოსწავლეებმა ინგლისური ენის მასწავლებლის სოფიო ალფაიძის ორგანიზებით ჩაატარეს ინგლისურენოვანი ღონისძიება
როგორია ხალი წელი ხელოვნების გაკვეთილზე? - დღეს მოგიყვებით კრეატიულობისა და მხიარულების სინთეზზე...