სიახლეები
სკოლები

„სიყვარული ხომ ყველა ვირუსს მოერევა“ - მოსწავლე, რომელმაც კარანტინს ლექსი მიუძღვნა
19-05-2020
-
+


ფოთის N5 საჯარო სკოლის მე-8 ა კლასის მოსწავლე ანა ცირდავამ კარანტინს, ჩანახატთან ერთად, ლექსიც მიუძღვნა. გაეცანით მოსწავლის შემოქმედებას, რომელსაც etaloni.ge უცვლელად გთავაზობთ:


„მონატრების ერთი თვე" ჩემთვის მართლაც მონატრება ჰქვია ამ ერთთვიან პაუზას, მიუხედავად იმისა, რომ მობილურისა თუ კომპიუტერის ეკრანზე ყოველდღე ვხედავ ჩემი კლასელებისა და მეგობრების სახეებს და მათი ხმებიც მესმის, მაინც მენატრება ისინი.მენატრება მათთან ერთად სკოლის მერხთან ჯდომა დასვენებებზე მხიარულება და ათას სისულელეზე კამათიც კი. მართალია საკლასო ოთახებში ჩატარებულ გაკვეთილს არაფერი სჯობს, მაგრამ ვერც იმას ვიტყვი, ონლაინ გაკვეთილი არ მომწონს-მეთქი, აქტიურად ვერთვები ყოველთვის და ვაფასებ ჩემი მასწავლებლების დაუღალავ შრომას, ისინი მთელი მონდომებით ცდილობენ ჩვენს დაინტერესებას.სიჩუმე და მონატრების ერთი თვე ხომ ამ ახალმა ვირუსმა მოიტანა.ამ უხილავმა მტერმა თითოეული ადამიანი გამოგვცადა იმაში, თუ რამდენად გვიყვარს ერთმანეთი. სწორედ ამ დაბრკოლებამ გააერთიანა მსოფლიო, ყველაზე მეტად დღეს გვჭირდება გავიგოთ და გავაცნობიეროთ ის, რაც ვაჟა-ფშაველამ კლდეს ათქმევინა: ,,გიყვარდეთ, კაცნო, ერთმანეთი!"

სიყვარული ხომ ყველა ვირუსს მოერევა...

ამ კარანტინის ჟამს,
მონატრება იცის? მწამს
სიყვარულს, სითბოს და
ერთგულებას,
არ ვაფასებდი მკლავს.
დედაბუნებამ გვარგუნა
ჩვენ განსაცდელი კვლავ,
ამ ეპიდემიის ჟამს გმირები
ჩვენ გვყავს კვლავ.


ჩანახატი და ლექსი გამოგზავნილია „მონატრების 1 თვე - რა გვასწავლა სიჩუმემ“ თემის გამოხმაურების ფარგლებში


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

სკოლაში მასწავლებლად დასაქმების მსურველთა რეგისტრაცია დაიწყო - დეტალები

მასწავლებლობის მაძიებლობის პერიოდის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტის ნიმუში დამტკიცდა

2200 ლარიანი ვაკანსია - განაცხადის წარდგენის ვადა 3 დღეში იწურება - რამდენი კადრი უნდა შეირჩეს

სად უნდა ნახოთ, გაქვთ თუ არა NAEC-ში ატესტატის მიიტანის ვალდებულება - დეტალური განმარტება

პიროვნება

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი

სკოლები

14 აპრილს, საქართველოში დედაენის დღე აღინიშნება

კალიგრაფიისა და ესეების კონკურსი ალერტკარის საჯარო სკოლაში

ალერტკარის პირველი კლასის მოსწავლეებმა გემოების გამოცნობის სახალისო აქტივობაში მიიღეს მონაწილეობა

აქტივობის ფარგლებში ბავშვებმა ერთმანეთს გაუზიარეს მნიშვნელოვანი ინფორმაციები

პროექტში მონაწილეობდნენ გორისის საჯარო სკოლის მეცხრე კლასის მოსწავლეები

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება