მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
მოდით ვცადოთ კორონავირუსის პანდემიას განსხვავებული კუთხით შევხედოთ, რადგან ეს მასწავლებლებისთვის ბავშვური ცნობისმოყვარეობის გაღვიძების უნიკალური შესაძლებლობაა. მაგალითად, დაუსვით მათ კითხვა: როგორ შეიძლება დაგვეხმაროს ხელების ჰიგიენა სიცოცხლის გადარჩენაში და რა უწყობს ხელს მიკრობების გავრცელებას? უფროსკლასელბს კი შეუძლიათ თვითიზოლაციის დროს ეთიკურ საკითხებზე დაფიქრდნენ. მოგითხრობთ, საგანმანათლებლო პროცესის დროს როგორ და რა საგნებში შეუძლია კორონავირუსს დაგვეხმაროს.
ფრენკ ვანი, მათემატიკის მასწავლებელი და ოკლაჰომაში მეცნიერებისა და მათემატიკის სკოლის პრეზიდენტი, ჯერ კიდევ 2010 წელს ასწავლიდა ბავშვებს „ეპიდემიის მათემატიკას“. იგი დარწმუნებულია, რომ ეს მას ეხმარება საგანი მოსწავლეებისთვის უფრო ცოცხალი და ბევრად სახალისო გახადოს. მისი მასალების ნაწილის მოძებნა შესაძლებელია Facebook-ზე.
„ახლა რაც მსოფლიოში ხდება - ნამდვილი კატასტროფაა. მაგრამ მიმდინარე მოვლენების მათემატიკის დახმარებით შესწავლას მოსწავლეთა მოტივირება შეუძლია. ახლა მათ ესმით, რომ ექსპონენციალური ზრდის განტოლება, რომელიც ადრე გამოუსადეგრად ეჩვენებოდათ, ფილტვების ვენტილატორების ან საავადმყოფოების საწოლების რაოდენობის გამოთვლაში დაეხმარებათ“, - აღნიშნავს ფრენკ ვანი.
COVID-19 - ეს არის უნიკალური ისტორიების უსასრულო წყარო. მათი გაცნობით, მოსწავლეები სწავლობენ ინფორმაციასთან მუშაობას, ამ ისტორიების მოძებნას და მათი სხვადასხავა ჟანრში გაფორმებას.
ფსიქოლოგიის თვალსაზრისით, თვითიზოლაციის პერიოდში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ბავშვის შინაგანი მდგომარეობისთვის თვალყურის მიდევნება და მათი გრძნობების გამოხატვის საშუალებების ხერხის მოძებნა. მაგალითად, შესაძლებელია მოსწავლეებს შესთავაზოთ დღიურის წარმოება, ჩანაწერების ან ვიდეოფორმატის სახით. ამელია ნირენბერგი The New York Times-იდან წერს, რომ შედეგად ეს მონაცემები ისტორიკოსებისთვის სასარგებლო იქნება, მათთვის ხომ მნიშვნელოვანია ჩვეულებრივი ადამიანების ცხოვრების მომენტები.
ასევე დაგაინტერესებთ: შექსპირი, ედვარდ მუნკი და კიდევ სამი გენიოსი, რომლებმაც კარანტინში შედევრები შექმნეს20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
დაბა თიანეთის N2 საჯარო სკოლის მესამეკლასელებმა დედებს სიმღერები მიუძღვნეს და 3 მარტი აღნიშნეს
გთავაზობთ ბლიც-ინეტრვიუს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნინოშვილის საჯარო სკოლის პედაგოგ დავით ბოლქვაძესთან
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ურავლის საჯარო სკოლას დირექტორი სოფიო გელაშვილი პასუხობს
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ნოღის საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების პედაგოგი თეთრიკო პაპავა პასუხობს
პროექტის ფარგლებში მოსწავლეები იმყოფებოდნენ პოლონეთში
ახალქალაქის N4 საჯარო სკოლაში მოსწავლეებმა ღონისძიება საქართველოს ეთნიკურ და რელიგიურ მრავალფეროვნებაზე ჩაატარეს