მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
მცხეთის მუნიციპალიტეტის, გალავნის საჯარო სკოლის მე-8 კლასის მოსწავლემ, მარიამ მოძმანაშვილმა თემაზე - „თვითიზოლაცია, კარანტინი“ ნამუშევარი შექმნა.
„კორონა... იზოლაცია... კარანტინი... კომენდანტის საათი... უფერული, ადამიანებს მოწყვეტილი ერთნაირი უხალისო დღეები...
დავიღალე... მოვიწყინე...
ფერადი და მზიანი დღე მაინც გათენდა!
ერთ დღესაც გავარღვიე „კარჩაკეტილობის“ მძიმე რეალობა და გარეთ გამოვიხედე... ლამაზმა პეიზაჟმა გუნება გამომიკეთა და გადავწყვიტე ჩემი ემოციები გადმომეცა, გამომემჟღავნებინა... მაგრამ როგორ?! „დახატე,დახატე!“ - მოსვენებას არ მაძლევდა შინაგანი ხმა.. სულის ძახილი ისეთი მძაფრი იყო, რომ „ფურცელი“ არ მყოფნიდა... რაიმე განსხვავებული მინდოდა მეცადა... ფუნჯები და საღებავები კედლელზე ალაპარაკდნენ...
ვხატავდი... ვხატავდი თავდავიწყებით....იზოლაციის პერიოდში, ჩემში დაგროვებული ფიქრებისა და სურვილების სამზეოზე გამოტანა მინდოდა. მენატრებოდა მეგობრები, სკოლა, ჩემი საყვარელი მასწავლებლები, ხალისიანი და ლაღი ცხოვრება...
ჩემი სულიდან და გულიდან გადმოღვრილი ემოციები სახლის კედელმა დაიტია...
„მზის ჩასვლამდე...“- ასე დავარქვი ჩემს ნახატს. მზის ჩასვლა ძალიან მხიბლავს. დაისის ლამაზი და გარდამავალი ფერები, თითქოს, ჩემს ცხოვრებასთანაა დაკავშირებული.
მოოქროსფერო, მოწითალო, იდუმალებით აღსავსე ფერები ბევრ ლამაზ ეპიზოდს მახსენებს ჩემი ცხოვრებიდან. ჩამავალი მზის ფერების სიკაშკაშე და სილამაზე მარწმუნებს და მიღვივებს იმედს, რომ ყველაფერი კარგად იქნება....
როდესაც დავასრულე ხატვა ერთ-ერთ სოციალურ ქსელში ავტვირთე კედელზე შესრულებული ნახატის ფოტოსურათი, რომელსაც დიდი მოწონება, გამოხმაურება მოჰყვა ახლობლებისა და მასწავლებლებისაგან, რამაც ძალიან გამახარა. გამიჩნდა სურვილი, რომ კიდევ მრავალი მსგავსი ნამუშევარი შევქმნა...
ძალიან მინდა, რომ მალე დასრულდეს პანდემია მთელ მსოფლიოში, მინდა ჩემი ნიჭი, უნარი და შესაძლებლობა საზოგადოებას გავაცნო...
პ.ს.: ვიცი, რომ კიდევ ბევრი კედელი მაქვს „გასაცოცხლებელი...“, წერს მარიამ მოძმანაშვილი.
იხილეთ მარიამ მოძმანაშვილის ნამუშევარი
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
სკოლაში შესვლის მურველთა ასაკი 2025 წელს ბოლოჯერ შეიცვლება - დეტალები
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
„მადლობა ამ ლამაზი, ხალისიანი და სიყვარულით სავსე დღისთვისბედნიერი 2025 წელი! გილოცავთ!“, - ამ სიტყვებით დაგვირგვინდა პირველი სემესტრიც და 2024 წელიც