მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
„მე მასწავლებელი ვარ და უფლება მომცეს შევცვალო სამყარო...“ - მარტვილის მუნიციპალიტეტის ლეხაინდრაოს საჯარო სკოლის და კერძო სკოლა „სხივის“ მასწავლებელი ოთო დანელია წერს თუ რას ნიშნავს იყო მასწავლებელი.
გამარჯობა! მე მასწავლებელი ვარ! ჩემი ამბავი ათასწლეულების წინ დაიწყო... ვიდექი იქ, სადაც სიბნელე სინათლეს უნდა გაერღვია და შუქით გაებრწყინებინა ადამიანებთა ცხოვრება... მე მასწავლებელი ვარ და ჩემი ყოფა იოლი არასდროს ყოფილა. ვარდებიან გზაზე სიარულს სხვებს ვასწავლიდი, თავად კი ეკალ-ბარდებს ვებრძოდი, რათა წინ წავსულიყავი, ადამიანებამდე მიმეტანა ცხოვრების მთავარი სათქმელი... მე მასწავლებელი ვარ და არ მაქვს დაღლის, დაჩოქების, მოწყენის უფლება...მელიან, ცხოვრების ლაბირინთებში გასარკვევად მელიან... მე მასწავლებელი ვარ და ღალატი არ შემიძლია. სინათლე დამაქვს და ორპირი ვერ ვიქნები... მე მასწავლებელი ვარ და საუკუნეებია წიგნს ვწერ სიკეთეზე, დაუსრულებლად უნდა ვწერო, ვერასდროს დავასრულებ...უკიდეგანოა სიკეთე და იმიტომ... მე მასწავლებელი ვარ და სიყვარულის გასაღებიც სულ თან მაქვს, უფალმა გამანდო, როგორ გავაღო ადამიანთა გულისა და გონების კარები... მე მასწავლებელი ვარ და ყოველდღე ამომყავს მზე ყველას ცხოვრების სარკმელთან...სითბოთი სავსე ხურჯინი მთელს სამყაროს უნდა გავუნაწილო... მე მასწავლებელი ვარ და არასდროს ვუფრთხი სიძნელეებს, პირიქით, მის მოთვინიერებას სხვებსაც ვასწავლი... მე მასწავლებელი ვარ და ისიც ვიცი, რომ შეიძლება ყველას არ ვუყვარდე...არა უშავს, სიყვარული ხომ სულ თან მაქვს, კიდევ უფრო უხვად დავურიგებ იმას, ვისაც ჭეშმარიტების შეცნობისთვის ბევრად მეტი სჭირდება... მე მასწავლებელი ვარ და შეიძლება ტალახიც მესროლონ...ესე იგი, სადღაც შეცდომა გამეპარა...არა უშავს, უხსოვარი დროიდან იმას ვამტკიცებ, რომ არ არსებობს შეცდომა, რომელსაც ვერ გამოვასწორებთ...გამოვასწორებთ! მე მასწავლებელი ვარ და უფლება მომცეს შევცვალო სამყარო...ჩემ გვერდით ბევრი დგას, ისინიც მასწავლებლები არიან და ჩვენ შეგვიძლია მზე უკუნეთშიც ამოვიყვანოთ!..
ოთო დანელია 14.05.2020
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
სკოლაში შესვლის მურველთა ასაკი 2025 წელს ბოლოჯერ შეიცვლება - დეტალები
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
„მადლობა ამ ლამაზი, ხალისიანი და სიყვარულით სავსე დღისთვისბედნიერი 2025 წელი! გილოცავთ!“, - ამ სიტყვებით დაგვირგვინდა პირველი სემესტრიც და 2024 წელიც