სიახლეები
სკოლები

„ბუნება სავსეა სიყვარულით“ - იოსებ ოცხელის სახელობის ქუთაისის N2 სკოლის მოსწავლეებმა პროექტი განახორციელეს
19-05-2020
-
+


სამინისტროს რეკომენდაციის შესაბამისად, დისტანციური სწავლების პროცესში მოსწავლისთვის მიცემული დავალება უნდა გულისხმობდეს შემოქმედებითი პროდუქტის შექმნის გზით კონკრეტული საგნობრივი საკითხის დამუშავებას.

ამის შესაბამისად, იოსებ ოცხელის სახელობის ქუთაისის N2 სკოლის VII კლასში ინანიშვილის მოთხრობა „ტყის შვილების“ მიხედვით, კლასის დამრიგებლისა და ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის, მარინა ჭეიშვილის ხელმძღვანელობით, მოსწავლეებმა განახორციელეს პროექტი - „ბუნება სავსეა სიყვარულით“.

მასწავლებელმა მოსწავლეებს აუხსნა, თვითიზოლაციის პირობებში თუ როგორ უნდა წარმოედგინათ თავიანთი სათქმელი აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით. ამის გათვალისწინებით მოსწავლეებმა შექმნეს ვირტუალური მასალა: ნახატები, დიორამები და თოჯინების თეატრი. აღსანიშნავია, რომ მომზადების პროცესში ზოგიერთი მოსწავლის ოჯახის წევრებიც აქტიურად იყვნენ ჩართულნი, რამაც მუშაობა საინტერესო და სახალისო გახადა.

პროექტი ხელს უწყობს ტექსტის გაგებ-გააზრებისა და შემოქმედებითი უნარების განვითარებას და ეხმარება მოსწავლეს, ეფექტურად გამოიყენოს კომპიუტერული ტექნოლოგიები. ამ გზით სკოლამ და მასწავლებლებმა შეძლეს, დისტანციური სწავლების პირობებში კი, ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული მიზნების მიღწევა.

იხილეთ ვიდეოები









კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

როგორ განისაზღვრება მითითებული საგანმანათლებლო პროგრამებიდან რომელზე უნდა მოიპოვოს სწავლის გაგრძელების უფლება აბიტურიენტმა?

ახალი სასწავლო წლის საათობრივი ბადე მე-12 კლასისა და საშუალო საფეხურისთვის

როდის უნდა დაბრუნდნენ სკოლაში პედაგოგები და სხვა თანამშრომლები - სამინისტრო განმარტავს

რა შემთხვევაში მიიღებენ ოჯახები 350-500 და 800-ლარიან დახმარებას - ბიუჯეტი

პიროვნება

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს შაუმიანის N3 საჯარო სკოლის დირექტორი აიდა აზატინი პასუხობს

სკოლები
საინტერესო

„საჯარო სკოლებში გამოცდილების გარეშე დასაქმება თითქმის შეუძლებელია, ამ პროფესიაში პირველი ნაბიჯი ალბათ კერძო სკოლა იქნება“

ჰაერის ტემპერატურას სასკოლო ტესტების შედეგებზე შეუძლია გავლენის მოხდენა

„რთულია შევაფასო განათლების დონე ქვეყანაში, თუმცა ეს განვითარებადი სფეროა, მუდმივად ვითარდება და იხვეწება“



სიახლეები
საზოგადოება