მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
„სამყარო ფანჯრებს მიღმა...“ - ფოთის კერძო სკოლა „გიმნაზიის“ VII კლასის მოსწავლე მარიტა დვალმა პანდემიასა და მის შედეგებზე მოთხრობა დაწერა. მოსწავლემ თავის ნაშრომში ვირუსი გაასულიერა და მისი სათქმელი გამოხატა.
„ადამიანებო, იქნებ ერთხელ მაინც დაფიქრდეთ! ...ნუთუ ვერ აცნობიერებთ, რომ მოვიდა დრო სამყაროს აღსასრულისა?! ნუთუ ვერ ხედავთ მსოფლიოს ბნელ საბურველში?!... თუმცა საკითხავია, რამდენად ბნელია!.. ახლა, როდესაც სახლებში სხედხართ, ფიქრობთ იმაზე, რაც გაკლიათ, ფიქრობთ იმაზე, რაც ფანჯრებს მიღმაა. ფიქრობთ სამყაროზე, რომელსაც ასე მარტივად აიგნორებთ... „ სამყარო იმდენად უცნაური რამაა, არც კი იცით: მასზე იცინოთ, თუ იტიროთ!“... ოდესმე გიფიქრიათ მზეზე?! მის მშვენიერებაზე? ჰოდა, ახლა დაფიქრდით, დაფიქრდით ახლა მაინც, როდესაც ის ასე ძალიან გაკლიათ!... იფიქრეთ იმაზე, რაც მთელი ამ დროის მანძილზე ცხვირწინ გქონდათ და ვერ ხედავდით!.. იფიქრეთ იმაზე, რაც ხელის გაწვდენაზე გედოთ და დაკარგეთ!.. ვინ იცის, ეგებ სამუდამოდაც!... ახლა ისხედით სახლებში და სამყაროს მხოლოდ დარაბებს მიღმა უცქირეთ! ... ნახეთ, რა მშვენიერია იგი თქვენს გარეშე!.. თუმცა, მე სამტროდ არ მოვსულვარ, არ მოვსულვარ თქვენს დასახოცად!...თუ მაინც ასე აღმიქვამთ, დაფიქრდით: რამდენი ოჯახი დავაახლოე ერთმანეთს, რამდენ დედას ვაჩვენე მონატრებული შვილი, რამდენ მამას მოვგვარე სიხარულის ცრემლი... რამდენ ადამიანს ვაგრძნობინე სიყვარული... რამდენს ვაჩვენე, რომ ფული ყველაფერს არ ნიშნავს!...მე ნებისმიერს ვსტუმრობ: ღარიბსაც და მდიდარსაც... გაგათანასწორეთ, ხალხო... და ეს გაიგეთ!...გაიგეთ ბოლოს და ბოლოს ეს!.. გაიგეთ, რომ არც ერთი არ ხართ სხვაზე უკეთესი!.. დავიღალე ამ ყველაფრის ახსნით. მაგრამ გეუბნებით: ნუ მიმიღებთ მტრად! მე არ მოვდივარ თქვენთან სიცოცხლის წასართმევად... და თუ ვინმე შემომაკვდა, დაფიქრდით, ხომ შეიძლება მათი ბედისწერა უარესი ყოფილიყო?!...განა, სიკვდილი აღსასრულია?! ...
რამდენს ვლაქლაქებ!... დავიღალე!...
ჩემს მთავარ სათქმელს გეტყვით: მე მუდამ ვიარსებებ, ისევ და ისევ მოვალ, მოვალ და წავალ!... და ასე გავაგრძელებ, სანამ თქვენ ამ სამყაროზე ივლით... მოვალ თქვენს საკეთილდღეოდ, რათა გამოგაფხიზლოთ, გონს მოგიყვანოთ: სიყვარული, თანადგომა, პატივისცემა, მეგობრობა, სიკეთე გასწავლოთ... ადამიანური სახე დაგიბრუნოთ!...
მშვიდობით!... დროებით მივდივარ... ნუღარ დამემალებით, მე ისედაც ვიცი ყველას მისამართი... თუ საჭირო გახდა, შემოგივლით! მაგრამ... ვინ იცის!... ვინ იცის!..."
ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის, ირმა ხარშილაძის დახასიათებით, მარიტა დვალი ფოთის კერძო სკოლა გიმნაზიის VII კლასის შემოქმედებითი ნიჭით დაჯილდოებული მოსწავლეა, წერს : ლექსებს, მოთხრობებს, ჩანახატებს... აქვს რეალობის აღქმისა და ფერთა სპექტრში გაცოცხლებული ხილული თუ უხილავი სამყაროს ხედვის არაჩვეულებრივი უნარი... არის ფოთის შემოქმედებითი ნიჭით დაჯილდოებული მოსწავლეების ავტორობით გამოცემული წიგნის: ,,ჩვენ გავაჩერეთ დრო" თანაავტორი. პანდემიის თემაზე დაწერილი მოთხრობა, „სამყარო ფანჯრებს მიღმა“ მისი შემოქმედების კიდევ ერთი ნიმუშია. მარიტას თვალით დანახული პანდემია და მისი შედეგები საინტერესოცაა და დასაფიქრებელიც.
მოთხრობა გამოგზავნილია „მონატრების 1 თვე - რა გვასწავლა სიჩუმემ“ თემის გამოხმაურების ფარგლებში
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
როგორია ხალი წელი ხელოვნების გაკვეთილზე? - დღეს მოგიყვებით კრეატიულობისა და მხიარულების სინთეზზე...
ანაზღაურება 2640 ლარია და საკვალიფიკაციო მოთხოვნები ცნობილია - ვაკანსიაზე განაცხადის გაგზავნისთვის ბოლო ვადა დღეს არის
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
ღონისძიებას უამრავი სტუმარი ესწრებოდა
16 დეკემბერს კი, მე-8 კლასის მოსწავლეებმა ინგლისური ენის მასწავლებლის სოფიო ალფაიძის ორგანიზებით ჩაატარეს ინგლისურენოვანი ღონისძიება
როგორია ხალი წელი ხელოვნების გაკვეთილზე? - დღეს მოგიყვებით კრეატიულობისა და მხიარულების სინთეზზე...