მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ქობულეთის მუნიციპალიტეტის ქვედა კვირიკეს საჯარო სკოლის მეშვიდე კლასის მოსწავლე თამარ ბოლქვაძე საქართველოში ეპიდემიისგან გამოწვეულ ვითარებას ჩანახატს უძღვნის. მოსწავლე თავის შეხედულებებსა და იმ ცვლილებებზე წერს, რაც ვირუსმა ქვეყანაში გამოიწვია.
მონატრება მძიმე სასჯელი ყოფილა
მსოფლიოში გამეფებული პანდემიის ფონზე, ყოველდღიურად, უამრავ ცვლილებას ვხედავ ჩემ გარშემო: ბავშვებს, რომლებსაც სკოლაში სიარული ერთ დიდ ტანჯვად მიაჩნდათ, ახლა კი ვერ ფარავენ მონატრებით გამოწვეულ სევდას. ყოველი ფეხის ნაბიჯზე მესმის მათი წუწუნი და ჩემს ყურადღებას იქცევს სიტყვები: „ნეტავი მალე დაიწყებოდეს სკოლა, ჩემს მეგობრებს ვნახავ, გაკვეთილებს უკეთესად ვისწავლი“.
მონატრება - ეს ის გრძნობაა, რომელმაც ამ ბოლო დროს ადამიანთა გულებში განსაკუთრებული ადგილი დაიკავა. უფროსებისგან ხშირად მსმენია: „მონატრება მძიმე ჯვარიაო“, მაგრამ რას წარმოვიდგენდი ასეთი რთული თუ იქნებოდა. მენატრება მეგობრები და ნათესავები, ყოველდღიურად მათთან საუბარი, ხანგძლივი სიჩუმე და მარტოობა დამღლელი და მოსაბეზრებელია, ადამიანი ხომ მრავალფეროვნების მოყვარე ინდივიდია. მას სივრცე სჭირდება განვითარებისათვის და მაინც ალბათ ასე ცხოვრებაც უნდა გამოგვეცადა, როგორც იტყვიან: „ზოგი ჭირი მარგებელიაო“. სიჩუმისა და დაცარიელებული ქუჩების გარდა, სოფელში ბევრი საინტერესო და სასიამოვნო რამ ხდება: ერთად შეკრებილი ოჯახებიდან სასიამოვნო შეძახილები მოისმის, ამას ერთვის ჩიტების საამო ჭიკჭიკი, ადამიანთა ფუსფუსმა გამოაცოცხლა არემარე, წლების განმავლობაში მიტოვებული სახლებიდანაც კი მოისმის ხმაური, ერთი სიტყვით დაცარიელებული სოფლები აჟრიამულდა. სიჩუმე დაგვეხმარა საკუთარი თავის შეცნობაში. დაგვანახა ის უმნიშვნელო დეტალები, რასაც ადრე ყურადღებასაც კი არ ვაქცევდით. ერთმანეთზე ზრუნვა და პატივისცემა განსაკუთრებით ვისწავლეთ, ვისწავლეთ სხვისი შრომის დაფასება.
რა მოხდება მაშინ როცა ეს ყველაფერი გაივლის და ცხოვრება ჩვეულ რიტმს დაუბრუნდება?
ვფიქრობ, ყველაფერი იმაზე კარგად იქნება, ვიდრე იყო ეპიდემიამდე. ადამიანები ფიზიკურმა დისტანციამ სულიერად დააკავშირა, მათ გულებს შორის უხილავი სიყვარულისა და მონატრების ძაფები გაავლო. დარწმუნებული ვარ, ადამიანები უკეთ გაითავისებენ ყველაფერს, ისწავლიან ერთმანეთის ფასს. ქვეყანაში სიყვარულის, დაფასებისა და ზრუნვის ზეიმი გაიმართება...
ჩანახატი გამოგზავნილია „მონატრების 1 თვე - რა გვასწავლა სიჩუმემ“ თემის გამოხმაურების ფარგლებში
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
2024 წლის პროფესიული განათლების მასწავლებლის ვინაობა ცნობილია - „პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდო“
„მოსწავლეების ნათქვამი - „თქვენთან გავიგე მათემატიკა“ ეს ყველაფერს ნიშნავს ჩემთვის“
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ურავლის საჯარო სკოლას დირექტორი სოფიო გელაშვილი პასუხობს
„STEM პროექტები მოზარდს ასწავლის ტექნოლოგიებს, შესძენს კრიტიკული აზროვნების უნარებს“
სკოლაში სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა