სიახლეები
სკოლები

„არც სკოლა, არც დაბადების დღეებზე ერთად ყოფნის ხიბლი“ - VIII კლასის მოსწავლის თვალით დანახული პანდემია
19-05-2020
-
+


„ფოთის წმინდა ნიკოლოზის სახელობის ზოგადსაგანმანათლებლო საშუალო სკოლის“ VIII კლასის მოსწავლე ანდრია ზარიძე გვიზიარებს ნაშრომს თემაზე: ,,მონატრების ერთი თვე-რა მასწავლა სიჩუმე“. როგორია მოსწავლის თავლით დანახული პანდემია და რა სათქმელს გადმოსცემს მკითხველისთვის - იხილეთ მის ჩანახატში, რომელსაც ჩვენ უცვლელად გთავაზობთ: 

                                   ,,მონატრების ერთი თვე- რა მასწავლა სიჩუმემ“

ირგვლივ უცნაური სიჩუმეა… არც მანქანების ხმაური, არც ხმამაღალი გადაძახილი.. თითქოს ვიღაცას ან რაღაცას ველოდებით… ნუთუ უცნაური და საშიში სტუმრის ვიზიტს?  უცებ, ყველანი იძულებით სახლში აღმოვჩნდით. არც სკოლა, არც სპორტი, არც დაბადების დღეებზე ერთად ყოფნის ხიბლი.

დილა ინფორმაციის მოსმენით იწყება. ვიძაბებით... გული უცნაური სევდით გვევსება. ტელევიზორში ვხედავთ ექიმებს, ჯარისკაცებს, ჟურნალისტებს, მათ შეშფოთებულ სახეებს და უკვე ჩვეულებად ქცეული მოწოდებებს :დარჩი სახლში !დარჩი !დარჩი! დარჩი!

როგორი რთული ყოფილა ომი უხილავ მტერთან. ის  დაუნდობელია,  არ იცის ახალგაზრდა და მოხუცი, ბავშვი და მოზარდი. ,,სიჩუმემ’’ ბევრი რამ სხვა თვალით დამანახა. თითქოს ახალი თვისებები აღმოვაჩინეთ ერთმანეთში.(მანანდე ხომ ვერ ვიცლიდით ერთმანეთისთვის ) უფრო მზრუნველები გავხდით ერთმანეთის მიმართ. უკეთ გავიგეთ ადამიანური ურთიერთობების  არსი.

თურმე როგორი ოპტიმისტი ყოფილა ჩემი ძმა, როგორი ვაჟკაცური და უშიშარი მამაჩემი. თურმე რამდენს ტირის ბებია შვილის ნაადრევად გარდაცვალების გამო. დედა , რომელიც ისედაც ყოველთვის მაკლდა, ახლა საერთოდ დამშორდი. ის ექიმია და როგორც ყველასგან  ვისმენ ამ დროის გმირი, ამ უთანასწორო ომში ფრონტის წინა ხაზის მეომარი. მას თითქმის ვერ ვხედავ .შინ გვიან ღამით ბრუნდება. მასთან ჩახუტება და მოფერებაც კი აკრძალული გვაქვს .შორიდან შეგვავლებს დაღლილ თვალებს და მის ოთახში იკეტება, სადაც გამუდმებით რეკავს ტელეფონი...დედა გამუდმებით საუბრობს. როცა მას  ვუსმენ მჯერა, რომ ეს პანდემია მალე დასრულდება,ისევ ახმაურდება ქუჩები,აკრძალული არ გვექნება საღამოს 9 საათის შემდეგ  გასეირნება. სანატრელი არ მექნება დიდი ილიას სიტყვები: ,,ვაი, რა ცარიელია ეს სავსე ქვეყანა უადამიანოდ. არა წაიღეთ ეს ბნელი და მშვიდობიანი ღამე თავისი ძილითა და სიზმრებით და მომეცით მე ნათელი და მოუსვენარი დღე თავისი ტანჯვით, წვალებით, ბრძოლითა და ვაი- ვაგლახით“.

დიახ, მირჩენია დილით მიჭირდეს ადრე ადგომა, სკოლიდან სპორტზე გავრბოდე, დავიღალო, ვიშრომო, ფილმების საყურებლად დრო არ დამრჩეს- ოღონდ იყოს მშვიდობა! ოღონდ მალე დასრულდეს ,,ომი’’! 

მჯერა მალე  ისევ შევძლებთ სკოლაში სიარულს, თუმცა ახალი წესების დაცვით. მტკივნეულია იმის გაფიქრება, რომ რამდენიმე თვის უნახავ მეგობრებსა და მასწავლებლებს ვერ ჩავეხუტები .შორიდან მივესალმებით ერთმანეთს. გაგვიჭირდება ერთმანეთთან დისტანციის დაცვა. ჩვენ ხომ ძალიან გვენატრება ერთმანეთი.

მჯერა ისევ მოვივლით ზაფხულში საქართველოს ლამაზ კუთხეებს. ისევ ვნახავთ ჩვენი ლამაზი ქვეყნით მოხიბლულ უამრავ ტურისტს. სიამაყით ვისაუბრებთ მათთან, როგორ შევძელით მსოფლიოში ყველაზე პატარა ქვეყანამ ამ ომში გამარჯვება,როგორი ძლიერი, განათლებული და თავდადებული ექიმები გვყოლია თურმე.

უფრო მეტად გავუფრთხილდებით ერთმანეთს, უფრო მეტად თავაზიანი და ყურადღებიანი გავხდებით ერთმანეთის მიმართ მარკეტების რიგში... უფრო მეტად გვეყვარება ადამიანებს ერთმანეთი...უფრო მეტად დავიცავთ ბუნებას.,რადგან, როგორც მამა ამბობს,  ჩვენი წინდაუხედაობისა და არასწორი ცხოვრების გამო გაგვაწნა სილა დედამიწამ.
აუცილებლად შევიცვლებით დ ავიზრუნებთ დედამიწაზე, რათა შემდეგ მან იზრუნოს ჩვენზე.

ჩანახატი გამოგზავნილია „მონატრების 1 თვე - რა გვასწავლა სიჩუმემ“ თემის გამოხმაურების ფარგლებში

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

სკოლაში მასწავლებლად დასაქმების მსურველთა რეგისტრაცია დაიწყო - დეტალები

მასწავლებლობის მაძიებლობის პერიოდის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტის ნიმუში დამტკიცდა

2200 ლარიანი ვაკანსია - განაცხადის წარდგენის ვადა 3 დღეში იწურება - რამდენი კადრი უნდა შეირჩეს

სად უნდა ნახოთ, გაქვთ თუ არა NAEC-ში ატესტატის მიიტანის ვალდებულება - დეტალური განმარტება

პიროვნება

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი

სკოლები

14 აპრილს, საქართველოში დედაენის დღე აღინიშნება

კალიგრაფიისა და ესეების კონკურსი ალერტკარის საჯარო სკოლაში

ალერტკარის პირველი კლასის მოსწავლეებმა გემოების გამოცნობის სახალისო აქტივობაში მიიღეს მონაწილეობა

აქტივობის ფარგლებში ბავშვებმა ერთმანეთს გაუზიარეს მნიშვნელოვანი ინფორმაციები

პროექტში მონაწილეობდნენ გორისის საჯარო სკოლის მეცხრე კლასის მოსწავლეები

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება