მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
„მისწერე წერილი მეგობარს სვანეთში“ - ქუთაისის N15 საჯარო სკოლის მოსწავლეები საინტერესო აქტივობაში ჩაერთვნენ. აქტივობის მიზანია, ბავშვებმა გაიცნონ მე-5 კლასის მოსწავლეები სვანეთში და დაუმეგობრდნენ.
„სწავლა-სწავლების პროცესში, ცოდნის აგებისას უმნიშვნელოვანესი ფაქტორია ის, რომ მოსწავლე აქტიურად უნდა ჩაერთოს საგაკვეთილო პროცესში. 21-ე საუკუნის განათლება ორიენტირებულია არა „გამზადებული ცოდნის გადაცემაზე“ არამედ, კვლევა-ძიებაზე, მასში დამოუკიდებელი აზროვნების ჩამოყალიბებაზე. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მოსწავლის მოტივირება დღეს არსებული ვითარებიდან გამომდინარე, რაც ერთგვარი გამოწვევა ჩვენთვის.
ქუთაისის N15 საჯარო სკოლის Vა კლასის მოსწავლეები, მათი სურვილიდან გამომდინარე, აქტიურად ჩაერთვნენ აქტივობაში „მიწერე წერილი მეგობარს სვანეთში“, რომელიც ითვალისწინებდა მიღებული ცოდნის ტრანსფერს.
ჩვენი სურვილია გავიცნოთ მე-5 კლასის მოსწავლეები სვანეთში და დავუმეგობრდეთ. ერთმანეთს გააცნონ მათ მხარეში არსებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები“,-აღნიშნულია სკოლის ინფორმაციაში.
იხილეთ ფოტოები
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
სკოლაში შესვლის მურველთა ასაკი 2025 წელს ბოლოჯერ შეიცვლება - დეტალები
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
„მადლობა ამ ლამაზი, ხალისიანი და სიყვარულით სავსე დღისთვისბედნიერი 2025 წელი! გილოცავთ!“, - ამ სიტყვებით დაგვირგვინდა პირველი სემესტრიც და 2024 წელიც