მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ჭიათურის N7 საჯარო სკოლის დირექტორი ხათუნი ბრეგვაძე მე-12 კლასელებს სკოლის დამთავრებას გულწრფელი და სიყვარულით დაწერილი წერილით ულოცავს.
მივესალმები ჭიათურის N7 საჯარო სკოლის 2020-ის გამოშვებას
2020-ის ბოლო ზარები დაირეკება უფრო ძლიერად, ვიდრე ოდესმე, დასჭექენ და მაისის ქარს გაჰყვება მათი გუგუნი და მოგაკითხავთ ყველას: ლაშას, ნინოს, მურმანს, ნანის, გიორგის ... და ამცნობს სამყაროს, რომ წელსაც მოსწავლეებმა დაასრულეს ბავშვობის დიიიდი გაკვეთილი და უკვე იწყებენ დამოუკიდებელ სვლას ცხოვრების რთულ, სიურპრიზებით სავსე გზაზე.
ყოველი მაისის ბოლოს სკოლაში არის ბედნიერი, სევდანარევი დღე - „ბოლო ზარი“ ; წელს ეს დღე არატრადიციული იქნება აუზაურის, მოხატული პერანგებისა და წინსაფრების, ცეკვა -სიმღერის, სიცილის და განშორების ცრემლების გარეშე...
გილოცავთ ყველას, გისურვებთ მძაფრად შეიგრძნოთ სიცოცხლის ძალა, ღრმად გაიაზროთ მიზანი კაცთამოდგმის დანიშნულებისა!
ჩვენ მრავალი წლის თანამშრომლობით გავიზარდეთ, განვვითარდით პიროვნულად, პროფესიულად და ვიმედოვნებ კარგად გადათვლით დამოუკიდებელი ცხოვრების დასაწყისისთვის რა შეაგროვეთ, რა მარაგით გადიხართ საზოგადოებაში!
ყოველ თქვენთაგანს გისურვებთ სიკეთით სავსე მომავალს და ღირსეული ადგილის დამკვიდრებას ცხოვრებაში!
დავასრულებ ჩემი მეგობრის მანანა კაკაჩიას ლექსის სტროფით:
„მოსწავლეობის ნათელ ხანას ემშვიდობებით,
რეკენ ზარები,ხმაწკრიალა რეკენ ზარები,
ბავშვობა იქცა უკვე ლამაზ მოგონებებად
და ჰე, ცხოვრებავ, ფართოდ გახსენ მათთვის კარები.“
ხათუნი ბრეგვაძე
დირექტორი, მათემატიკის მასწავლებელი.
20.05 2020წ
წერილი გამოგზავნილია თემის - „ბოლო ზარები“ რეკავენ !!! ჩვენი გულებიც ფეთქავენ !!!“ გამოხმაურების ფარგლებში
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
წმინდა ცეცხლს იერუსალიმიდან საქართველოში 23:40 საათისთვის ჩამოიტანენ
რომელ დღეებში არ გადაიხდით თანხას მგზავრობაში - სააღდგომოდ ტრანსპორტი თბილისში გახანგრძლივებული დროით იმუშავებს
„მოსწავლის საშინაო დავალება უნდა იყოს მიზანმიმართული“
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი
აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.