ბოლო ზარი წელს დაცარიელებულ სკოლებში დაირეკა, მთავარი ადრესატების გარეშე. თეთრი მაისურები, სახალისო წარწერები, კეთილი სურვილები, გამოსამშვიდობებელი ზეიმი და უჩვეულო ხალხმრავლობა - ამ ყველაფერის გარეშე ასრულებენ სწავლას მე-12 კლასელები სკოლის ნაცვლად, საკუთარ სახლებში. ქუჩებშიც უჩვეულო სიჩუმეა, მანქანების კოლონის გამაბრუებელი სირენების ნაცვლად.
დამამთავრებელი კლასის მოსწავლეები მილოცვებს ონლაინ იღებენ და პასუხსაც ვირტუალურად აბრუნებენ. კარგი ამ სევდიან ამბავში კი ის არის, რომ ახალგაზრდები მხიარულ განწყობას არ კარგავენ და ცდილობენ იუმორით შეხედონ ამ ფაქტსაც.
გამოტოვებულ დღესასწაულზე მათი კომენტარები, მიმები, ფოტოები თუ გიფები სოციალურ ქსელებში ვრცელდება. გთავაზობთ ვერ შემდგარ ბოლო ზარზე გამოხმაურებებს, რომლებმაც დღეს ინტერნეტმომხმარებლები გაახალისა:
ქოვერ ფოტოებად საბოლოზარო წარწერები დააყენეს განათლების სამინისტროსა და „ნაეკის“ „ფეისბუქ“ გვერდებზე:
განათლების სამინისტრომ მეტორმეტეკლასელებს ცნობილი სახეების მილოცვებიც შეუკრიბა ვიდეორგოლში:
როგორი იყო მშობლების ბოლო ზარი და როგორია თქვენი - ეს თუ დაგამშვიდებთ: მათი ფოტოები შავთეთრია, თქვენი ფერადი მაინც არის...
ერთ-ერთ ჯგუფში თემო ზედგინიძე, განსხვავებულ ბოლო ზარზე ლექსს აქვეყნებს:
ვიწყებთ ცხოვრებას თითქოს ახლიდან გილოცავთ ყველას ონლაინ ქსელიდან გფარავდეთ ყველას ღმერთი მაღლიდან ჩვენ საქართველოს ვართ მომავალი და ღირსეული შთამომავლი ვართ ენერგიით დაულეველი არაფერია შეუძლებელი.
ამ ფოტოთი ასე ულოცავს სკოლის დასრულებას ფეისბუქმომხარებელი დათო ტრაპაიძე ბოლო ზარს და დამატებით მომსახურებასაც სთავაზობს: P.S დაგაფოტოშოპებთ სკოლასთან იაფად (თეთრი მაისურიც შედის ფასში)
იმავე სტილში და ირონიულად გადაწყვიტეს მილოცვა აბიტურიენტების ერთ-ერთ ჯგუფშიც:
ერთ-ერთი აბიტურიენტის სტატუსი კი ასეთია:
ალბათ, არც ის არის გასაკვირი, რომ აჭრელდა სკოლების, მასწავლებლებისა თუ მოსწავლეების პროფილები ფოტოებითა და ვიდეობით:
სიმბოლური ბოლო ზარი დაურეკეს და დირექტორმა ტორტი დაახვედრა წყალტუბოს N1 საჯარო სკოლაში მე-12 კლასელებს:
დისტანციურად და ორიგინალური ვიდეოთი ულოცავს გზას საკუთარ კურსდამთარებულებს კაზრეთის N2 სკოლა.
ბათუმის N1 სკოლამ, ავატარიც შეცვალა და სკოლის ეზოდან ლაივშიც შევიდა:
ყველაზე მეტი მაინც დისტანციურად აწყობილი ვიდეო კოლაჟები და ვიდეომილოცვები გავრცელდა.
ფოტოებისგან აწყობილი ვიდეოთი და ემოცირი სიტყვებით ემშვიდობება საკუთარ მოსწავლეებს ქობულეთის N2 სკოლის დირექტორი:
პირველ კლასში გადაღებული ვიდეოთი ულოცავს უკვე კურსდამთავრებულებს ბოლო ზარს ტობანიერის საჯარო სკოლა
ბავშვის მიერ დარეკილი სიმბოლური ზარი, გადაკეთებული სიმღერა, დირექტორის მილოცვა და სამახსოვრო ფოტოები - ეს ყველაფერი თბილისის N108 სკოლის მისალოცი ვიდეოში:
ეს ყველამ უნდა ნახოთ! - ამბიციური მინაწერით აქვეყნებს ვიდეოს ეს სკოლაც: