მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ბათუმის N26 საჯარო სკოლის დირექტორი თამარ გოგიშვილი მე-12 კლასელებს სკოლის დამთავრებას წერილით ულოცავს.
„ჩემო ძვირფასო მე-12 კლასელებო უჩვეულოდ, დისტანციურ რეჟიმში ვაცილებთ კიდევ ერთ დაფრთიანებულ მომავალს!
ჩემო საყვარელო ბავშვებო, ხვალიდან უკვე ჩვენი დიდებო, პირველ რიგში მინდა გითხრათ რომ ხართ გამორჩეული თაობა, ღირსეულად რომ გადახვედით რეალური საკლასო ოთახიდან ვირტუალურში და რომ პანდემიის ფონზე გაგებით მოეკიდეთ სკოლასთან დისტანციურ გამომშვიდობებას.
დაგილოცავთ პირველ ნაბიჯებს ცხოვრების დიდ გზაზე, თქვენი ბავშვობა ხომ ბოლო საათებს ითვლის, მინდა იყოთ წარმატებულები, ლაღები, ბედნიერები! არასოდეს შეუშინდეთ დაბრკოლებებს, იარეთ წინ დასახული მიზნისკენ, სწორედ მიზანდასახულობა არის წარმატების საწინდარი.
ჩვენ, პედაგოგებმა, ადმინისტრაციამ, სკოლის პერსონალმა შევძელით ყოველმხრივ განვითარებულ, საღად მოაზროვნე პიროვნებებად ჩამოყალიბებულიყავით, თქვენ უნდა შექმნათ საქართველოს ღირსეული მომავალი, ისეთი, თქვენით რომ ვიამაყებთ!!! მადლობა რომ გაგვილამაზეთ 12 წელი, თქვენი ჩვენთან ყოფნით. დიდი ცხოვრების გზას დაგილოცავთ! მენატრებით და მიყვარხართ. თქვენი, ჯერ კიდევ დირექტორი თამარ გოგიშვილი“, - წერს ბათუმის N26 საჯარო სკოლის დირექტორი.
იხილეთ ფოტოები
წერილი გამოგზავნილია თემის - „ბოლო ზარები“ რეკავენ !!! ჩვენი გულებიც ფეთქავენ !!!“ გამოხმაურების ფარგლებში
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
წმინდა ცეცხლს იერუსალიმიდან საქართველოში 23:40 საათისთვის ჩამოიტანენ
რომელ დღეებში არ გადაიხდით თანხას მგზავრობაში - სააღდგომოდ ტრანსპორტი თბილისში გახანგრძლივებული დროით იმუშავებს
„მოსწავლის საშინაო დავალება უნდა იყოს მიზანმიმართული“
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი
აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.