მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის, ბანოჯის საჯარო სკოლის დირექტორი ნინო წილოსანი 2020 წლის კუსდამთავრებულებს სკოლის დასრულებას ულოცავს.
„ცხოვრება უჩვეულოა, არავინ იცის ღმერთი ვის რას უმზადებს. მიმდინარე 2019- 2020 სასწავლო წელის მეორე სემესტრიც ხომ უჩვეულო იყო. სულ ცოტაც და უჩვეულოდ დაირეკება ბოლო ზარი სოფელ ბანოჯის საჯარო სკოლაში, თუმცა ამ ზარის ხმა სრულიად საქართველოს სასკოლო საზოგადოებას დიდი ხანია ენატრება. განსაკუთრებით კი ჩვენ დაფრთიანებულ მეთორმეტე კლასელებს. ახლოვდება ის ეიფორია, რომელსაც სკოლიდან კიდევ ერთი წარმატებული კლასის გაცილება ჰქვია. დიდი სურვილი მქონდა ყველაზე ფერადი, მხიარული და ორიგინალური საზეიმო განწყობით გაგვეცილებინა კლასი, რომლის მოსწავლეები თვითონ იყვნენ ორგანიზატორები სკოლაში ჩატარებული არაერთი ღონისძიებისა. დღეს კი გლობალური მასშტაბით მოხდა ჩვენი სურვილების დისტანციურ რეჟიმში გადანაცვლება და ონლაინ განხორციელება.
ჩემო ძვირფასებო პატარა მეგობრებო, ვიცი, რომ სიხარულით ითვლიდით თქვენც ამ დღეს, ახლა კი მჯერა გენანებათ ბავშვობის სანატრელ, უზრუნველ და ლამაზ წლებთან გამომშვიდობება. ცხოვრების ახალ საფეხურზე გადადიხართ, სადაც უკვე უფრო მეტი სოციალური პასუხისმგებლობა დაგეკისრებათ, ჩვენ კი მასწავლებლები სკოლიდან გატანთ იმ ცოდნასა და გამოცდილებას, რომელიც ჩირაღდანივით გაგინათებთ ცხოვრების ბარიერებით სავსე საფეხურებს.
ვულოცავ სოფელ ბანოჯის საჯარო სკოლისა და სრულიად საქართველოს 2020 წლის კუსდამთავრებულებს სკოლის დამთავრებას. თავად იღბალი ყოფილიყოს თქვენი მეგზური, გფარავდეთ უფალი!
დიახ, დღევანდელი დღე შედგა. მადლობა საქართველოს მთავრობასა და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ჭეშმარიტი გადაწყვეტილების მიღებისათვის.
გილოცავთ ძვირფასო მშობლებო და გისურვებთ ბედნიერი ცხოვრებით ეცხოვროთ თქვენ შვილებს.
თქვენ კი ჩემო ძვირფასო კოლეგებო გისურვებთ კვლავაც რუდუნებით გეღვაწოთ მომავალი თაობის აღზრდის საქმეში. მადლობას გიხდით იმ საგანმანათლებლო გამოწვევაში აქტიური ჩართულობისათვის სადაც მაქსიმუმი შეძელით“.
დიდი სიყვარულით სოფელ ბანოჯის საჯარო სკოლის დირექტორი ნინო წილოსანი.
წერილი გამოგზავნილია თემის - „ბოლო ზარები“ რეკავენ !!! ჩვენი გულებიც ფეთქავენ !!!“ გამოხმაურების ფარგლებში
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
წმინდა ცეცხლს იერუსალიმიდან საქართველოში 23:40 საათისთვის ჩამოიტანენ
რომელ დღეებში არ გადაიხდით თანხას მგზავრობაში - სააღდგომოდ ტრანსპორტი თბილისში გახანგრძლივებული დროით იმუშავებს
„მოსწავლის საშინაო დავალება უნდა იყოს მიზანმიმართული“
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი
აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.