მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ასპინძის მუნიციპალიტეტის, ტოლოშის საჯარო სკოლამ კურსდამთავრებულებს სკოლის დასრულება დისტანციურად მიულოცა.
„ფერადი წარწერებით აჭრელებული პერანგები, უამრავი კეთილი სურვილი და ნაღვლიანი მასწავლებლები. ბოლო ზარი ერთდროულად სიხარულთან და სინანულთან არის დაკავშირებული. ემშვიდობები მშობლიურ სკოლას, მასწავლებლებს და გული გწყდება. თუმცა, დამოუკიდებელი ცხოვრებისკენ პირველი ნაბიჯების გადადგმაც გიხარია...
ეს იყო ადრე....
ახლა ასეა...
წელს პირველად ვერ მოხერხდა თქვენი გაშვება სკოლის კედლებიდან დიდი ზეიმით, ჟრიამულით, ათას ფერებად აფეთქებული ყვავილებისა და ბუშტების ფონზე.
პირველად მოხდა ისე, რომ თითოეული ჩვენთაგანი, თითოეული პედაგოგი დაგემშვიდობეთ შორიდან, დისტანციურად, პირველად თქვენთვის დისტანციურად დაირეკა ბოლო ზარი. ამ ყველაფრის ფონზე წარმატებებს და წინსვლას გისურვებთ მომავალ დამოუკიდებელ ცხოვრებაში. ცხოვრების მეორე ეტაპი უფრო ნაყოფიერი ყოფილიყოს და გვეამაყოს თქვენით. გული გვწყდება რომ აღარ განმეორდება სკოლის კედლებში თქვენი ხმა... “- ასე დისტანციურად მიულოცა ტოლოშის სკოლამ თავის მე-12 კლასელებს სკოლის დამთავრება.
წერილი გამოგზავნილია თემის - „ბოლო ზარები“ რეკავენ !!! ჩვენი გულებიც ფეთქავენ !!!“ გამოხმაურების ფარგლებში
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
წმინდა ცეცხლს იერუსალიმიდან საქართველოში 23:40 საათისთვის ჩამოიტანენ
რომელ დღეებში არ გადაიხდით თანხას მგზავრობაში - სააღდგომოდ ტრანსპორტი თბილისში გახანგრძლივებული დროით იმუშავებს
„მოსწავლის საშინაო დავალება უნდა იყოს მიზანმიმართული“
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი
აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.