სიახლეები
სკოლები

„მჯერა, რომ ასეთივე განსაკუთრებულ მომავალს შექმნით“- დაბა აბასთუმნის საჯარო სკოლის დირექტორი მე-12 კლასელებს სკოლის დამთავრებას ულოცავს
20-05-2020
-
+


ადიგენის მუნიციპალიტეტის დაბა აბასთუმნის საჯარო სკოლის დირექტორი სვეტლანა ბოჩიკაშვილი მე-12 კლასელებს სკოლის დამთავრებას ულოცავს.

„ჩემო საყვარელო მე-12 კლასელებო!

გილოცავთ ცხოვრების ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს მოვლენას სკოლის დამთავრებას.

თქვენ გაუძელით დიდ გამოწვევას, რაც გამოიწვია პანდემიამ. არ ჩაშლილა სასწავლო პროცესი, ეს საქართველოს განათლების, მეცნიერების და სპორტის სამინისტროს დიდი დამსახურებაა, რომ დღეს ყველამ დაძლიეთ საშუალო საფეხური. რომ არ გამოცხადდა აკადემიური წელიწადი. ასევე მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენს მასწავლებლებს გაწეული შრომისათვის.

თქვენ გამორჩეული თაობა ხართ, ვინაიდან 2019 წლის დეკემბერში ჩვენს სკოლას შეუსრულდა დაარსებიდან 100 წელი. ასეთი დღესასწაულის აღნიშვნა საუკუნეში ერთხელ ხდება და ზუსტად ამ დღესასწაულთან დაკავშირებით, თქვენ ხართ ჩვენი სკოლის ღირსეული კურსდამთავრებულები და მჯერა , რომ ასეთივე განსაკუთრებულ მომავალს შექმნით. თქვენ შეძელით და გადადგით წარმატებული ნაბიჯები და გადადიხართ ცხოვრების ახალ ეტაპზე. თქვენ უნდა შეცვალოთ საქართველო, მისი მომავალი უკეთესობისკენ. იმედია გააკეთებ სწორ არჩევანს.

მინდა მივულოცო მშობლებს დღევანდელი დღე და მადლობა გადავუხადო კარგი შვილების აღზრდისათვის..

მიყვარხართ და გეფერებით.

უფალი გფარავდეთ!“ 

დაბა აბასთუმნის საჯარო სკოლის დირექტორი სვეტლანა ბოჩიკაშვილი.

წერილი გამოგზავნილია თემის - „ბოლო ზარები“ რეკავენ !!! ჩვენი გულებიც ფეთქავენ !!!“ გამოხმაურების ფარგლებში

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

წმინდა ცეცხლს იერუსალიმიდან საქართველოში 23:40 საათისთვის ჩამოიტანენ 

რომელ დღეებში არ გადაიხდით თანხას მგზავრობაში - სააღდგომოდ ტრანსპორტი თბილისში გახანგრძლივებული დროით იმუშავებს

გაწვიმდება თუ არა აღდგომას - პროგნოზი რეგიონების მიხედვით 

პიროვნება

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი

სკოლები

აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.

 ჯურუყვეთის N1 საჯარო სკოლაში მუსიკალურ-ლიტერატურული საღამო გაიმართა 

„წარმატებებს ვუსურვებთ მომავალშიც ჩვენს სასახელო სპორტსმენს“

ბოდბის საჯარო სკოლის მე-2 კლასის მოსწავლეებმა „საარსებო გარემოს მოდელი“ შექმნეს 

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება