სიახლეები
სკოლები

„ამ უცნაურმა ბედისწერამ თქვენი თაობა გამოარჩია“ - ხონის N3 სკოლის დირექტორმა მე-12 კლასელებს სკოლის დამთავრება ვიდეორგოლით მიულოცა
20-05-2020
-
+


ხონის N3 საჯარო სკოლის დირექტორი ვერიკო ბენიძე მე-12 კლასელებს სკოლის დამთავრებას ულოცავს.

„გამორჩეულებო!

ამბობენ, ადამიანებს ბედისწერა გამოარჩევსო. ისე მოხდა, რომ ამ უცნაურმა ბედისწერამ თქვენი თაობა გამოარჩია. უცნაურად მოგიწიათ სკოლის დამთავრება, თუმცა... ის მაინც ბრუნავს! ამას ვერავინ და ვერაფერი შეაჩერებს და...  თქვენც დაასრულეთ ბავშვობა, მოსწავლეობა ბოლო ზარია!!!

მინდა მოგილოცოთ ჩემებო, მინდა გზა დაგილოცოთ, მინდა უსასრულო წარმატებები და უსაზღვრო ბედნიერება გისურვოთ მომავალში. მინდა გამორჩეულები იყოთ მთელი ცხოვრება სიკეთით, სილაღით, ღიმილით, პასუხისმგებლობითა და წარმატებებით გამორჩეულები. სკოლიდან საგზლად წაღებული სამშობლოსა და კაცთა მოდგმის სიყვარული, ერთგულების ნიჭი, პასუხისმგებლობის გრძნობა და მეცნიერული ცოდნა ამრავლეთ. გამოადექით საკუთარ თავს, ოჯახს და სამშობლოს. თქვენზე და თქვენთან საუბარი ემოციების გარეშე ჩემთვის რთულია მიყვარხართ, მეიმედებით და ველოდები თქვენს წარმატებებს

P.S ჩემგან საჩუქრად ტკბილი და დაუვიწყარი მოგონებები“, - წერია მისალოც წერილში.

იხილეთ ვიდეო:



წერილი გამოგზავნილია თემის - „ბოლო ზარები“ რეკავენ !!! ჩვენი გულებიც ფეთქავენ !!!“ გამოხმაურების ფარგლებში

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

წმინდა ცეცხლს იერუსალიმიდან საქართველოში 23:40 საათისთვის ჩამოიტანენ 

რომელ დღეებში არ გადაიხდით თანხას მგზავრობაში - სააღდგომოდ ტრანსპორტი თბილისში გახანგრძლივებული დროით იმუშავებს

გაწვიმდება თუ არა აღდგომას - პროგნოზი რეგიონების მიხედვით 

პიროვნება

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი

სკოლები

აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.

 ჯურუყვეთის N1 საჯარო სკოლაში მუსიკალურ-ლიტერატურული საღამო გაიმართა 

„წარმატებებს ვუსურვებთ მომავალშიც ჩვენს სასახელო სპორტსმენს“

ბოდბის საჯარო სკოლის მე-2 კლასის მოსწავლეებმა „საარსებო გარემოს მოდელი“ შექმნეს 

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება