მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
აფხაზეთის N22 საჯარო სკოლისთვის 23 მაისი და აფხაზეთობისადმი მიძღვნილი დღეები, განსაკუთრებით ემოციურია. მიუხედავად იმისა, რომ პანდემიამ თითოეული ჩვენგანის რეალობა შეცვალა, მოსწავლეებისა თუ მათი მშობლების მოგონებები არსად გამქრალა. დიდმა ტკივილმა თუ ცრემლნარევმა იმედმა ახლა ონლაინ-რეჟიმში გადაინაცვლა და უფრო მასშტაბური სახეც კი მიიღო.
IV კლასის მოსწავლის, ლუკა ჩიტაშვილის მშობელმა ნანა ხარაიშვილმა და V კლასის მოსწავლემ ანი ცინარიძემ მოგონებები ფურცელზე გადაიტანეს მოგონებები აფხაზეთზე, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
ჩემი ტკბილი მოგონება
ეს ფრაზა ყოველთვის ასოცირდება აფხაზეთთან, ჩემს ბავშვობასთან. ამ სიტყვების ხსენებაზე გონებაში კადრივით ჩაივლის, ხოლმე ჩემი ტკბილი მოგონებები, მახსენდება ყოველი ჩემი ქუჩის მონაკვეთი, მეგობრები, კლასელები, ნათესავები, მეზობლები. ხშირად ჩაფიქრების გარეშე გამიშეშდება გონება ერთ-ერთ კონკრეტულ ადგილზე, ქუჩაზე, მოვლენაზე.
ჩემი ტკბილი მოგონებებიდან, მინდა, ერთ-ერთი ამოვარჩიო და გაგიზიაროთ:
აფხაზეთში, მოგეხსენებათ, იყო სალოცავი ილორი, რომელსაც მნიშვნელოვანი როლი ენიჭებოდა ქრისტიანულ სარწმუნოებაში, აქ ტარდებოდა ცხვრის შეწირვის რიტუალები, ნათლობები, ჯვრისწერები და სხვ. მახსოვს, 10 წლის ვიყავი, როდესაც დეიდაშვილების ნათლობაზე მიგვიწვიეს და, რა თქმა უნდა, ნათლობის ცერემონიალი ამ ტაძარში უნდა გამართულიყო. უფროსებმა ტაძარში გამგზავრება ორი მანქანით გადაწყვიტეს და ერთ-ერთ მანქანაში მეც აღმოვჩნდი. მოულოდნელად, ჩვენს წინ ნათლობაში მიმავალ მანქანას საბურავი გაუსკდა. მძღოლმა საჭე მალევე დაიმორჩილა და მოსალოდნელი საფრთხეც თავიდან აიცილა. ატყდა კივილი, შფოთვა - ეს ხომ ღმერთის მიერ მოვლენილი სასწაულია, დაგვიფარა სალოცავმაო! - გაისმოდა მანქანაში ხალხის ხმა. ახლაც ტკბილად ჩამესმის ბებიაჩემის ლოცვები და მადლიერება ღმერთის მიმართ ამ მოულოდნელ ფაქტზე.
ერთი სიტყვით, ღვთის მადლით, მშვიდობით მოვიარეთ სალოცავი. დაბრუნებულები მალევე სუფრას მივუსხედით. სუფრაზეც ბევრჯერ ახსენეს უფლის დიდება და მფარველობა.
იფიქრებთ ალბათ, ეს რა ტკბილი მოგონებააო, მაგრამ დამერწმუნეთ, ჩემთვის ნამდვილად ტკბილია, რადგან უკავშირდება ჩემს სოხუმს, ბავშვობას და რაც მთავარია, ღვთის წყალობას.
სამწუხაროდ, ომმა მხოლოდ მოგონებები დაგვიტოვა, როგორც ტკბილი, ასევე მწარე, მაგრამ ნათქვამია: „იმედი ყველაზე ბოლოს კვდება“. იმედი მაქვს, ღმერთის წყალობით, დავბრუნდებით აფხაზეთში და ისევ ვილოცებთ ტაძარ ილორში, რომელიც ჩემს მოგონებებს არაერთხელ გააცოცხლებს.
ნანა ხარაიშვილი
იმედი მაქვს, მამას სურვილი აუხდება და აფხაზეთში დავბრუნდებით
მე ანი ცინარძე ვარ, აფხაზეთიდან, მაგრამ დავიბადე ბორჯომში და გადმოცემით ვიცი აფხაზეთის შესახებ. მამაჩემი და მისი ოჯახი სოხუმის რაიონის სოფელ შრომაში ცხოვრობდნენ, მამაჩემის თქმით აფხაზეთი ძალიან ლამაზი მხარე იყო, აფხაზეთის ყველა რაიონში იყო ზღვა, შრომაში კი მდინარეც იყო. მამაჩემი ბავშვობაში ბაბუაჩემს თურმე ღმერთის წყალზე დაჰყავდა. მამაჩემს ძალიან ტკბილად ახსენდება თავისი ბავშვობა ის ძალიან დიდი გულისტკივილით ლაპარაკობდა სოხუმზე, იმედი აქვს, რომ დაბრუნდება თავის მხარეში და გვპირდება, იმ ადგილას წაგვიყვანს, სადაც თვითონ დადიოდა. მეც იმედი მაქვს, რომ მას ეს სურვილი აუხდება და აფხაზეთში დავბრუნდებით.
ანი ცინარიძე
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
სკოლაში შესვლის მურველთა ასაკი 2025 წელს ბოლოჯერ შეიცვლება - დეტალები
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
„მადლობა ამ ლამაზი, ხალისიანი და სიყვარულით სავსე დღისთვისბედნიერი 2025 წელი! გილოცავთ!“, - ამ სიტყვებით დაგვირგვინდა პირველი სემესტრიც და 2024 წელიც